პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაინიშნება თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ და იგეგმება თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში
დაინიშნება თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ და იგეგმება თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში

სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­წყე­ბუ­ლა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მისი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ და­წყე­ბუ­ლა ზო­გა­დად თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მას შემ­დეგ, რაც და­ი­წყე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბა კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფილ წევ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვას, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, "თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­თან და სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კოს­თან არ გა­მო­რი­ცხა­ვენ".

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­საძ­ლოა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლოს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" პარ­ტი­ის ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბი, მათ შო­რის დე­პუ­ტა­ტე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ ვა­რა­უდს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია პარ­ლა­მენ­ტის თამ­ჯდო­მა­რედ სწო­რედ კო­ბა­ხი­ძეს წა­რად­გენს, რო­მელ­საც სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მე­სა­მე ად­გი­ლი უკა­ვია და მას შემ­დეგ რაც, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და კახა კა­ლა­ძე აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, სიის ლი­დე­რად რჩე­ბა.

კო­ბა­ხი­ძე ვერ აკონ­კრე­ტებს, პარ­ლა­მენ­ტში სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ი­ღებს თუ არა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექტს, რო­მე­ლიც მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნის გა­და­ცე­მა "ინ­ტერ­ვი­უ­ში" გა­ნა­ცხა­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­სინ­ჯვის ფარ­თო ფორ­მა­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე სა­უბ­რობს, შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას ახა­ლი ფორ­მა­ტის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია და კონ­სტი­ტი­ცი­ის ბევ­რი ნორ­მა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი სწო­რედ ამ ფორ­მატ­ში უნდა გახ­დეს.

"ჩვენ კო­ა­ლი­ცი­ა­ში გვქონ­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შეც­ვლის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. იყო ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ხრე, ბევ­რი - მო­წი­ნა­აღ­მდე­გე. მათ შო­რის ჩვე­ნი პარ­ტი­ის შიგ­ნი­თაც გა­ყო­ფი­ლი იყო მო­საზ­რე­ბე­ბი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბის ან იმ­დაგ­ვა­რი მო­დი­ფი­კა­ცი­ის, რომ არ­სე­ბი­თად პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­და­ვი­დეთ, კონ­სე­სუ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. კო­ა­ლი­ცი­ამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ 2016 წლის შემ­დგო­მი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზად ვი­ყა­ვით პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლი­სათ­ვის. ეს სა­კი­თხი დგას დღის წეს­რიგ­ში. დღეს არა მაქვს იმის კომ­პე­ტენ­ცია, რომ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ვა­კე­თო გან­ცხა­დე­ბა ამ სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ეს აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა დღის წეს­რიგ­ში. ჩვენ უკვე ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ შე­იქ­მნას კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­სინ­ჯვის ფარ­თო ფორ­მა­ტი, შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია ახა­ლი ფორ­მა­ტით და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ბევ­რი ნორ­მა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი ასეთ ფორ­მატ­ში უნდა გახ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ფიქ­რობს, რომ 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ძა­ლი­ან მყარ უმ­რავ­ლე­სო­ბას მი­ი­ღებ­და, თუმ­ცა არა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას.

კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ "თუკი თე­ო­რი­ულ პრიზ­მა­ში გან­ვი­ხი­ლავთ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთი პარ­ტი­ის მიერ მო­პო­ვე­ბა, რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი".

დაინიშნება თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ და იგეგმება თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში

დაინიშნება თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ და იგეგმება თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში

საპარლამენტო თანამდებობის განაწილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერჯერობით არ დაწყებულა, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მისი პარლამენტის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

"ჯერჯერობით კონსულტაციები არ დაწყებულა ზოგადად თანამდებობის განაწილებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც დაიწყება კონსულტაციები ჩვენ შეგვეძლება კომენტარების გაკეთება", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ კითხვას, ირაკლი კობახიძის თქმით, "თანამშრომლობას სხვადასხვა ადამიანთან და სხვადასხვა პოლიტიკოსთან არ გამორიცხავენ".

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილოს. "ქართულ ოცნებაში" პარტიის ცალკეული წევრები, მათ შორის დეპუტატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თამჯდომარედ სწორედ კობახიძეს წარადგენს, რომელსაც საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია და მას შემდეგ რაც, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდებიან, სიის ლიდერად რჩება.

კობახიძე ვერ აკონკრეტებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" მიიღებს თუ არა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ინიცირებულ პროექტს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

როგორც კობახიძემ სალომე ასათიანის გადაცემა "ინტერვიუში" განაცხადა, "ქართული ოცნება" კონსტიტუციის გადასინჯვის ფართო ფორმატის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, შეიძლება შეიქმნას ახალი ფორმატის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და კონსტიტიციის ბევრი ნორმა მსჯელობის საგანი სწორედ ამ ფორმატში უნდა გახდეს.

"ჩვენ კოალიციაში გვქონდა ძალიან სერიოზული მსჯელობა საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით. იყო ძალიან ბევრი მომხრე, ბევრი - მოწინააღმდეგე. მათ შორის ჩვენი პარტიის შიგნითაც გაყოფილი იყო მოსაზრებები. საბოლოო ჯამში, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ან იმდაგვარი მოდიფიკაციის, რომ არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, კონსესუსის მობილიზება ვერ მოხერხდა. კოალიციამ გააკეთა განცხადება, რომ 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის მზად ვიყავით პროპორციულ სისტემაზე გადასვლისათვის. ეს საკითხი დგას დღის წესრიგში. დღეს არა მაქვს იმის კომპეტენცია, რომ ერთმნიშვნელოვნად გავაკეთო განცხადება ამ სისტემის შემოღების თაობაზე, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება დღის წესრიგში. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიქმნას კონსტიტუციის გადასინჯვის ფართო ფორმატი, შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ახალი ფორმატით და კონსტიტუციის ბევრი ნორმა მსჯელობის საგანი ასეთ ფორმატში უნდა გახდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ფიქრობს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში, "ქართული ოცნება" ძალიან მყარ უმრავლესობას მიიღებდა, თუმცა არა საკონსტიტუციო უმრავლესობას.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ "თუკი თეორიულ პრიზმაში განვიხილავთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის მიერ მოპოვება, რისკებთან არის დაკავშირებული".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."