საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედიის" საიტებზე ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები, არჩევნების საბოლოო შედეგებთან ყველაზე ახლოსაა
"პალიტრა მედიის" საიტებზე ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები, არჩევნების საბოლოო შედეგებთან ყველაზე ახლოსაა

არ­ჩევ­ნე­ბის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კვლე­ვა თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვა, რა თქმა უნდა, ერთი-ერ­თზე ვერ და­ემ­თხვე­ვა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ცეს­კოს მიერ და­ფიქ­სი­რე­ბულ შე­დე­გებს. თუმ­ცა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თუ გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ზა­ნი უნდა იყოს რე­ა­ლო­ბას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბა. კერ­ძოდ ის, თუ და­ახ­ლო­ე­ბით რო­გორ ნა­წილ­დე­ბა ამომ­რჩე­ველ­თა მხარ­და­ჭე­რა პარ­ტი­ებ­ზე, რამ­დენ­პარ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ძალ­თა ბა­ლან­სი (მან­და­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა).

არ­ჩევ­ნე­ბის წინ რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი კვლე­ვის შე­დე­გი ვი­ხი­ლეთ. თუმ­ცა, ამ კვლე­ვებ­მა ვერ აჩ­ვე­ნა 8 ოქ­ტომ­ბერს და­ფიქ­სი­რე­ბულ შე­დეგ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. უშუ­ა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ვი­ხი­ლეთ ორი ეგ­ზიტ­პო­ლი (TNS opinion-ის და GFK-ს) რო­მელ­თა შე­დე­გე­ბი, რბი­ლად რომ ვთქვათ, საკ­მა­ოდ გან­სხვავ­დე­ბო­და ერ­თმა­ნე­თის­გან.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 8 ოქ­ტომ­ბერს და­ფიქ­სი­რე­ბულ შე­დეგ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და­ფიქ­სირ­და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის გა­მო­კი­თხვე­ბი­სას, რო­მე­ლიც "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სა­ი­ტებ­ზე (ipn.ge, kvirispalitra.ge, bpn.ge, palitratv.ge, ambebi.ge, mshoblebi.ge, marao.ge-) ჩა­ტარ­და. გა­მო­კი­თხვე­ბი ჩა­ტარ­და 8 და 28 სექ­ტემ­ბერს და მათ­ში სა­ერ­თო ჯამ­ში 30 000-მდე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მო­კი­თხვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ისე­თი მე­თო­დო­ლო­გი­ით (2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დღის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში), რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლი­ყო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მხრი­დან.

ცე­ეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბით, 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ხმა­თა 48,65% მი­ი­ღო "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" - 27,12%, პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდა მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ("პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი"), რო­მელ­მაც ხმე­ბის 5% მი­ი­ღო.

შე­სა­ბა­მი­სად, ცეს­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პარ­ლა­მენ­ტში პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით 44 მან­დატს მი­ი­ღებს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 27-ს, 5% ბა­რი­ერ გა­და­ლა­ხუ­ლი მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­ხით კი - 6 მან­დატს.

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, 8 სექ­ტემ­ბერს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ვებგ­ვერ­დებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 44,55%-იანი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" 21,27%-იანი. ხმე­ბის და­ჯა­მე­ბის შე­დე­გად, პარ­ლა­მენ­ტში ხვდე­ბო­და მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაც, რო­მე­ლიც 5,32%-იანი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და (8 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმე­ბით, მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის", თუმ­ცა ერთი თვის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში, მისი რე­ი­ტინ­გი საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და. 28 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით, ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ამ მე­სა­მე ად­გი­ლი "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" და­უთ­მო).

ამ გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად მან­და­ტე­ბი ასე ნა­წილ­დე­ბო­და: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 45 მან­და­ტი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 26 მან­და­ტი და 5%-იან ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა - 6 მან­და­ტი.

8 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­კი­თხვამ მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლუ­რად ასა­ხა ის სუ­რა­თი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ერთი თვის შემ­დეგ, 8 ოქ­ტომ­ბერს და­ფიქ­სირ­და.

ასე­ვე, რე­ა­ლურ შე­დეგ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და­ფიქ­სირ­და 28 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად, რომ­ლის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტი კვლავ სამ­პარ­ტი­უ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მან­და­ტე­ბი ასე უნდა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 49 მან­და­ტი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 22 მან­და­ტი, 5%-იან ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა 6 მან­და­ტი.

"პალიტრა მედიის" საიტებზე ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები, არჩევნების საბოლოო შედეგებთან ყველაზე ახლოსაა

"პალიტრა მედიის" საიტებზე ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები, არჩევნების საბოლოო შედეგებთან ყველაზე ახლოსაა

არჩევნების წინ ჩატარებული ნებისმიერი კვლევა თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, ერთი-ერთზე ვერ დაემთხვევა არჩევნების დღეს ცესკოს მიერ დაფიქსირებულ შედეგებს. თუმცა, წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევების თუ გამოკითხვების მიზანი უნდა იყოს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შედეგის ჩვენება. კერძოდ ის, თუ დაახლოებით როგორ ნაწილდება ამომრჩეველთა მხარდაჭერა პარტიებზე, რამდენპარტიული იქნება მომავალი პარლამენტი და შესაბამისად, როგორი იქნება ძალთა ბალანსი (მანდატების გადანაწილება).

არჩევნების წინ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგი ვიხილეთ. თუმცა, ამ კვლევებმა ვერ აჩვენა 8 ოქტომბერს დაფიქსირებულ შედეგთან მაქსიმალურად მიახლოებული მონაცემები. უშუალოდ არჩევნების დღეს ვიხილეთ ორი ეგზიტპოლი (TNS opinion-ის და GFK-ს) რომელთა შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

საინტერესოა, რომ 8 ოქტომბერს დაფიქსირებულ შედეგთან მაქსიმალურად მიახლოებული მონაცემები დაფიქსირდა ინტერნეტმომხმარებლის გამოკითხვებისას, რომელიც "პალიტრა მედიის" საიტებზე (ipn.ge, kvirispalitra.ge, bpn.ge, palitratv.ge, ambebi.ge, mshoblebi.ge, marao.ge-) ჩატარდა. გამოკითხვები ჩატარდა 8 და 28 სექტემბერს და მათში საერთო ჯამში 30 000-მდე ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვები მიმდინარეობდა ისეთი მეთოდოლოგიით (2 საათის განმავლობაში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში), რომ მაქსიმალურად გამორიცხულიყო მანიპულაციები პარტიული აქტივისტების მხრიდან.

ცეესკოს მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმათა 48,65% მიიღო "ქართულმა ოცნებამ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 27,12%, პარლამენტში მოხვდა მესამე პოლიტიკური ძალა ("პატრიოტთა ალიანსი"), რომელმაც ხმების 5% მიიღო.

შესაბამისად, ცესკოს ინფორმაციით, "ქართული ოცნება" პარლამენტში პროპორციული წესით 44 მანდატს მიიღებს, "ნაციონალური მოძრაობა" - 27-ს, 5% ბარიერ გადალახული მესამე პოლიტიკური ძალა "პატრიოტთა ალიანსის" სახით კი - 6 მანდატს.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 8 სექტემბერს "პალიტრა მედიის" ვებგვერდებზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, "ქართულ ოცნებას" 44,55%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, "ნაციონალურ მოძრაობას" 21,27%-იანი. ხმების დაჯამების შედეგად, პარლამენტში ხვდებოდა მესამე პოლიტიკური ძალაც, რომელიც 5,32%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა (8 სექტემბერს ჩატარებულ გამოკითხვაში მაყურებელთა ხმებით, მესამე ადგილი დაიკავა გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", თუმცა ერთი თვის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვაში, მისი რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა. 28 სექტემბერს ჩატარებული ხელახალი გამოკითხვის შედეგებით, ბურჭულაძის პარტიამ მესამე ადგილი "თავისუფალ დემოკრატებს" დაუთმო).

ამ გამოკითხვის თანახმად მანდატები ასე ნაწილდებოდა: "ქართული ოცნება" 45 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" 26 მანდატი და 5%-იან ბარიერგადალახული მესამე პოლიტიკური ძალა - 6 მანდატი.

8 სექტემბერს ჩატარებულმა გამოკითხვამ მაქსიმალურად რეალურად ასახა ის სურათი, რომელიც ოფიციალურად ერთი თვის შემდეგ, 8 ოქტომბერს დაფიქსირდა.

ასევე, რეალურ შედეგთან მიახლოებული მონაცემები დაფიქსირდა 28 სექტემბერს ჩატარებული კიდევ ერთი ინტერნეტგამოკითხვის შედეგად, რომლის თანახმად, პარლამენტი კვლავ სამპარტიული უნდა ყოფილიყო და მანდატები ასე უნდა გადანაწილებულიყო - "ქართული ოცნება" 49 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" 22 მანდატი, 5%-იან ბარიერგადალახული მესამე პოლიტიკური ძალა 6 მანდატი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი