მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სინამდვილეში ვისი მკლავია გამოსახული სვეტიცხოველზე
სინამდვილეში ვისი მკლავია გამოსახული სვეტიცხოველზე

ის­ტო­რი­კო­სი და ირა­ნის­ტი კოკო გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სვე­ტი­ცხოვ­ლის კე­დელ­ზე მკლა­ვის ცნო­ბი­ლი რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"მე­გობ­რე­ბო, გი­ლო­ცავთ სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულს. ამ თე­მა­ზე დღეს სა­პარ­ლა­მენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის პოს­ტი მო­მე­წო­ნა:

"სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას გი­ლო­ცავთ და ისე, სხვა­თა­შო­რის გახ­სე­ნებთ, რომ ის ხალ­ხი ვართ, ვი­საც ერთი მხრივ ამ ფან­ტას­ტი­კუ­რი ტაძ­რის აშე­ნე­ბა შე­უძ­ლია და მე­ო­რე მხრივ, ამ­გე­ბის­თვის მკლა­ვის მოჭ­რა (თუნ­დაც ლე­გენ­და­ში, მაგ­რამ შე­გუ­ე­ბულ ლე­გენ­და­ში. მერე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბე­ბიც მი­ვა­ყო­ლეთ, ნუ ჩა­მო­მათ­ვლე­ვი­ნებთ). პირ­ვე­ლი უნა­რის გაღ­ვი­ძე­ბას და მე­ო­რის შემ­ცი­რე­ბას გი­სურ­ვებთ".

ჩე­მის მხრივ დავ­სძენ­დი, რომ ტაძ­რის ჩრდი­ლო­ეთ ფა­სად­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ხელი, რა­მაც შთა­ა­გო­ნა მწე­რა­ლი, ორ­მაგ სე­მან­ტი­კას ატა­რებს. ერ­თის მხრივ ეს არის უფ­ლის ხელი, რო­მელ­მაც ააგო უდი­დე­სი ტა­ძა­რი, ანუ სამ­ყა­რო და მე­ო­რეს მხრივ კონ­კრე­ტუ­ლი ქარ­თვე­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრის ხე­ლია. მე ძველ გნოს­ტი­უ­რი ელ­ფე­რის სი­რი­ულ ტექ­სტებ­ში შემ­ხვედ­რია ტერ­მი­ნი ban rabba, ("დიდი არ­ქი­ტექ­ტო­რი") ანუ იესო, რო­გორც სამ­ყა­როს დიდი ხუ­როთ­მო­ძღვა­რი.

ასე­ვე წმ. გრი­გოლ ნა­ზი­ან­ზე­ლი წერს, რომ მამა-ღმერ­თის ორი ხელი, რო­დე­საც ის ქმნი­და სამ­ყა­როს, იყო ძე და სუ­ლიწ­მინ­და. ანუ სი­ტყვე­ბი "და­მი­ჭი­რეს მკლა­ვი მომჭრეს, რა­ტომ კარ­გი აგი­გია" სწო­რე­დაც რომ ეთ­ქმის ქრის­ტე იე­სოს.

სხვა საქ­მეა, რომ ის ემა­უს­ში მო­წა­ფე­ებს სა­ერ­თოდ არა­ფერს ეტყვის ჯვარ­ცმა­ზე. მო­წა­ფე­ებს მწი­რი გო­ნი­ათ - რო­გორ, ჯვარ­ცმის ამ­ბა­ვი არ გა­გი­გი­აო? კი­თხა­ვენ. ის კი, უკვე აღ­დგო­მი­ლი, სრუ­ლი­ად არატ­რა­გი­კუ­ლი გან­წყო­ბით და­ახ­ლო­ე­ბით ასე უპა­სუ­ხებს, მერე რა მოხ­დაო..".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სინამდვილეში ვისი მკლავია გამოსახული სვეტიცხოველზე

სინამდვილეში ვისი მკლავია გამოსახული სვეტიცხოველზე

ისტორიკოსი და ირანისტი კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც სვეტიცხოვლის კედელზე მკლავის ცნობილი რელიეფური გამოსახულების შესახებ წერს:

"მეგობრებო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს. ამ თემაზე დღეს საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის პოსტი მომეწონა:

"სვეტიცხოვლობას გილოცავთ და ისე, სხვათაშორის გახსენებთ, რომ ის ხალხი ვართ, ვისაც ერთი მხრივ ამ ფანტასტიკური ტაძრის აშენება შეუძლია და მეორე მხრივ, ამგებისთვის მკლავის მოჭრა (თუნდაც ლეგენდაში, მაგრამ შეგუებულ ლეგენდაში. მერე დადასტურებული რეალობებიც მივაყოლეთ, ნუ ჩამომათვლევინებთ). პირველი უნარის გაღვიძებას და მეორის შემცირებას გისურვებთ".

ჩემის მხრივ დავსძენდი, რომ ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახული ხელი, რამაც შთააგონა მწერალი, ორმაგ სემანტიკას ატარებს. ერთის მხრივ ეს არის უფლის ხელი, რომელმაც ააგო უდიდესი ტაძარი, ანუ სამყარო და მეორეს მხრივ კონკრეტული ქართველი ხუროთმოძღვრის ხელია. მე ძველ გნოსტიური ელფერის სირიულ ტექსტებში შემხვედრია ტერმინი ban rabba, ("დიდი არქიტექტორი") ანუ იესო, როგორც სამყაროს დიდი ხუროთმოძღვარი.

ასევე წმ. გრიგოლ ნაზიანზელი წერს, რომ მამა-ღმერთის ორი ხელი, როდესაც ის ქმნიდა სამყაროს, იყო ძე და სულიწმინდა. ანუ სიტყვები "დამიჭირეს მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია" სწორედაც რომ ეთქმის ქრისტე იესოს.

სხვა საქმეა, რომ ის ემაუსში მოწაფეებს საერთოდ არაფერს ეტყვის ჯვარცმაზე. მოწაფეებს მწირი გონიათ - როგორ, ჯვარცმის ამბავი არ გაგიგიაო? კითხავენ. ის კი, უკვე აღდგომილი, სრულიად არატრაგიკული განწყობით დაახლოებით ასე უპასუხებს, მერე რა მოხდაო..".

ლაიდენის უნივერსიტეტი საქართველოში ინიცირებულ სადოქტორო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატი, რომელიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა

"ჩვენ დავამარცხებთ ამ უბადრუკ სნეულებას" - 28 წლის ადვოკატს გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება