დღეს სვეტიცხოვლობაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას" დღესასწაულს აღნიშნავს.
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უჩვეულო ფეისბუქ-პოსტით ულოცავს ინტერნეტ-აუდიტორიას დღესასწაულს:
"ჩემმა მეგობრებმა შვილებს უთხრეს, დღეს მცხეთაში მივდივართო.
3 წლის გოგომ იკითხა, მცხეთაში რა გვინდაო. მამამ უთხრა, სვეტიცხოველი უნდა ვნახოთო. ერთი 10 წუთი ჩუმად იყო. მერე იკითხა: "ხო არ მიკბენსო?"
გილოცავთ სვეტიცხოვლობას! მისი მადლი შეგეწიოთ თქვენ, თქვენ შვილებს და შვილიშვილებს!" - ვკითხულობთ ჯეჯელავას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.