სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადიდებული მდინარის ნაკადმა დედა-შვილი ნაპირზე გამორიყა. ვიდრე წყალი გამორიყავდა, თავზე ნათელი ედგათ" - სვეტიცხოვლის სასწაულები
"ადიდებული მდინარის ნაკადმა დედა-შვილი ნაპირზე გამორიყა. ვიდრე წყალი გამორიყავდა, თავზე ნათელი ედგათ" - სვეტიცხოვლის სასწაულები

X სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი იდგა. კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში, ვლა­ქერ­ნის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში, ღა­მის­თე­ვის ლოც­ვა­ზე უამ­რა­ვი ხალ­ხი შეკ­რე­ბი­ლი­ყო. პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი, კვი­რა­დღე თენ­დე­ბო­და. ღა­მის ოთხ სა­ათ­ზე ქრის­ტეს­თვის სუ­ლი­ერ­მა წმინ­და ან­დრი­ამ აღა­პყრო ზე­ცად თვალ­ნი და იხი­ლა მზე­ებრ ბრწყინ­ვა­ლე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ლო­ცუ­ლობ­და და თა­ვი­სი ომო­ფო­რით დაჰ­ფარ­ვი­და იქ მყოფთ. "ხე­დავ, შვი­ლო, დე­დო­ფალს და ჩვენს უფალს, ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს, მთე­ლი სამ­ყა­როს­თვის მლოც­ველს?" - ჰკი­თხა წმინ­და მა­მამ სუ­ლი­ერ შვილს ეპი­ფა­ნეს. "ვხე­დავ, მა­მაო, და შევძრწუნ­დე­ბი", - უპა­სუ­ხა მან. წმინ­და ან­დრი­ას ამ ხილ­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ეკ­ლე­სი­ა­ში დღე­სას­წა­უ­ლი და­წეს­და. ალ­ბათ არ­ცთუ შემ­თხვე­ვით, იმა­ვე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია სა­უფ­ლო კვარ­თი­სა და ღმრთივ­ბრწყინ­ვა­ლე სვე­ტის დღე­სას­წა­ულს ვზე­ი­მობთ. "ზე­ით­გა­მოქ­სო­ი­ლი" უფ­ლის კვარ­თი და­მა­ლავს "შიშ­ვლო­ე­ბა­სა სუ­ლი­სა ჩვე­ნი­სა ცოდ­ვი­სა მიერ". სა­უფ­ლო კვარ­თიც ხომ მცვე­ლად და მფარ­ვე­ლად მო­ე­ნი­ჭა, გა­და­ე­ფა­რა ქარ­თველ ერს, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას. ნე­ტა­რე­ბა ჩვენ, ქარ­თვე­ლებს, ამ­დე­ნი სიწ­მინ­დის პატ­რონთ. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უფ­ლის კვარ­თი და მისი ხელ­თუქ­მნე­ლი ხა­ტია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - ღვთის­მშობ­ლის კვარ­თი და სარ­ტყე­ლის ნა­წი­ლი. უფრო მეტი სა­სო­ე­ბით რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ უფ­ლის კვართს და "ვი­ხი­ლოთ და შევძრწუნ­დეთ" მისი სიწ­მინ­დით, ამის­თვის კი­დევ ერთხელ გა­ვიხ­სე­ნოთ სვე­ტი­ცხოვ­ლის მიერ მოხ­დე­ნი­ლი სას­წა­უ­ლე­ბი.

მას შემ­დეგ, რაც წმინ­და სი­დო­ნი­ამ იე­რუ­სა­ლი­მი­დან ძმის მიერ ჩა­მო­ტა­ნი­ლი სა­ჩუ­ქა­რი გულ­ზე მი­ირ­ქვა, გარ­და­იც­ვა­ლა და კვარ­თი­ა­ნად დაკ­რძა­ლეს, სა­უფ­ლო კვარ­თი არა­ვის უხი­ლავს. მისი მო­ძებ­ნა სცა­და მეფე არ­მა­ზელ­მა, მაგ­რამ საფ­ლა­ვის მთხრელთ თვალთ და­უბრმავ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კარ­გა სი­დო­ნი­ას საფ­ლა­ვი და და­ი­კარ­გა უფ­ლის კვარ­თის სამ­ყო­ფე­ლიც. მაგ­რამ მას­ზე ამო­სულ­მა კვი­პა­როს­მა და ამა­ვე ხის­გან გა­მოთ­ლილ­მა სვეტ­მა ცხო­ველ­მა და­არ­წმუ­ნა ქარ­თვე­ლე­ბი, რომ სა­უფ­ლო კვარ­თი იქვე არის დაკ­რძა­ლუ­ლი. ხის სვეტ­მა თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე ხომ უფ­ლის კვარ­თის­გან შე­ი­ძი­ნა.

როცა ცამ­დე ამაღ­ლე­ბუ­ლი, მერე თა­ვი­სით მი­წამ­დე ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი "ჰა­ერ­თა ზედა საკ­ვირ­ვე­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი" სვე­ტის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეს, მთე­ლი მცხე­თა და გა­რე­შე­მო სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ნი და­იძ­რნენ არაგ­ვი­სა და მტკვრის შე­სარ­თა­ვის­კენ, მე­ფის ბა­ღის­კენ, იქით, სა­დაც ეს სას­წა­უ­ლი ხდე­ბო­და. მათ შო­რის იყო ერთი ურია დე­და­კა­ცი, წარ­მარ­თი კერ­პთმსა­ხუ­რი კა­ცის ცოლი, რო­მელ­საც თან თა­ვი­სი ოთხი წლის მხო­ლოდ­შო­ბი­ლი ძე მიჰ­ყავ­და. ხიდ­ზე გა­დას­ვლი­სას იმ­დე­ნი ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა, რომ ამ ჭყლე­ტა­ში ბავ­შვი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და, სა­ცო­და­ვი დე­დაც თან გა­დაჰ­ყვა შვილს. ატყდა ერთი ვაი და ვიში. მაგ­რამ საკ­ვირ­ველ არი­ან საქ­მე­ნი შენ­ნი, ღმერ­თო! ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რის წყლის ორმა ნა­კად­მა დედა-შვი­ლი შე­ა­ერ­თა, გამძვინ­ვა­რე­ბულ­მა არაგ­ვმა ჩა­მო­იყ­ვა­ნა მე­ფის ბა­ღამ­დე და ნა­პირ­ზე გა­მო­რი­ყა. ვიდ­რე წყა­ლი გა­მო­რი­ყავ­და, დედა-შვილს თავ­ზე ნა­თე­ლი ედ­გათ, რო­მე­ლიც იცავ­და მათ კლდე­ებ­ზე მი­ხეთ­ქე­ბის­გან. შე­მო­ეხ­ვია ხალ­ხი. ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რო­გორ გა­დარ­ჩი­თო. ქალი ტი­რი­ლით ჰყვე­ბო­და: "წყალ­ში რომ აღ­მოვ­ჩნდი, საკ­ვირ­ვე­ლი ნა­თე­ლი ვი­ხი­ლე ცე­ცხლის სვე­ტის სა­ხით, რო­მე­ლიც გა­მო­დი­ო­და ამ ბა­ღი­დან, იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც სვე­ტია აღ­მარ­თუ­ლი. ამ სვეტ­მა მე და ჩემი შვი­ლი შეგ­ვა­ერ­თა და ის გულ­ში ჩა­ვი­კა­რი. უვ­ნებ­ლად გა­მოვ­ცუ­რეთ. სვე­ტი, რო­გორც ნავს საჭე, ისე გვმარ­თავ­და. არც ღელ­ვა შეგ­ვე­ხე­ბო­და და არც კლდეს­თან მიგ­ვიშ­ვებ­და. გა­მოგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე და ის ნა­თე­ლი ისევ სვეტ­ში შე­ვი­და, სა­ი­და­ნაც პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და, "რა­მე­თუ სვეტ­სა ამას ცე­ცხლი­სა­სა (სვე­ტი­ცხო­ვე­ლი იმ დროს "ცე­ცხლი­სა სა­ხედ იყო შეც­ვა­ლე­ბუ­ლი") შე­ერ­თე­ბულ არს სვე­ტი იგი ნათ­ლი­სა, წი­აღმყვა­ნე­ბე­ლი ჩვე­ნიო".

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ადიდებული მდინარის ნაკადმა დედა-შვილი ნაპირზე გამორიყა. ვიდრე წყალი გამორიყავდა, თავზე ნათელი ედგათ" - სვეტიცხოვლის სასწაულები

"ადიდებული მდინარის ნაკადმა დედა-შვილი ნაპირზე გამორიყა. ვიდრე წყალი გამორიყავდა, თავზე ნათელი ედგათ" - სვეტიცხოვლის სასწაულები

X საუკუნის 30-იანი წლები იდგა. კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, ღამისთევის ლოცვაზე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. პირველი ოქტომბერი, კვირადღე თენდებოდა. ღამის ოთხ საათზე ქრისტესთვის სულიერმა წმინდა ანდრიამ აღაპყრო ზეცად თვალნი და იხილა მზეებრ ბრწყინვალე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ლოცულობდა და თავისი ომოფორით დაჰფარვიდა იქ მყოფთ. "ხედავ, შვილო, დედოფალს და ჩვენს უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მთელი სამყაროსთვის მლოცველს?" - ჰკითხა წმინდა მამამ სულიერ შვილს ეპიფანეს. "ვხედავ, მამაო, და შევძრწუნდები", - უპასუხა მან. წმინდა ანდრიას ამ ხილვის აღსანიშნავად ეკლესიაში დღესასწაული დაწესდა. ალბათ არცთუ შემთხვევით, იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე სვეტის დღესასწაულს ვზეიმობთ. "ზეითგამოქსოილი" უფლის კვართი დამალავს "შიშვლოებასა სულისა ჩვენისა ცოდვისა მიერ". საუფლო კვართიც ხომ მცველად და მფარველად მოენიჭა, გადაეფარა ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ნეტარება ჩვენ, ქართველებს, ამდენი სიწმინდის პატრონთ. აღმოსავლეთ საქართველოში უფლის კვართი და მისი ხელთუქმნელი ხატია დაბრძანებული, დასავლეთ საქართველოში - ღვთისმშობლის კვართი და სარტყელის ნაწილი. უფრო მეტი სასოებით რომ მივუახლოვდეთ უფლის კვართს და "ვიხილოთ და შევძრწუნდეთ" მისი სიწმინდით, ამისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სვეტიცხოვლის მიერ მოხდენილი სასწაულები.

მას შემდეგ, რაც წმინდა სიდონიამ იერუსალიმიდან ძმის მიერ ჩამოტანილი საჩუქარი გულზე მიირქვა, გარდაიცვალა და კვართიანად დაკრძალეს, საუფლო კვართი არავის უხილავს. მისი მოძებნა სცადა მეფე არმაზელმა, მაგრამ საფლავის მთხრელთ თვალთ დაუბრმავდა. დროთა განმავლობაში დაიკარგა სიდონიას საფლავი და დაიკარგა უფლის კვართის სამყოფელიც. მაგრამ მასზე ამოსულმა კვიპაროსმა და ამავე ხისგან გამოთლილმა სვეტმა ცხოველმა დაარწმუნა ქართველები, რომ საუფლო კვართი იქვე არის დაკრძალული. ხის სვეტმა თავისი სიცოცხლე ხომ უფლის კვართისგან შეიძინა.

როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული "ჰაერთა ზედა საკვირველად დამოკიდებული" სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარეშემო სოფლების მოსახლენი დაიძრნენ არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისკენ, იქით, სადაც ეს სასწაული ხდებოდა. მათ შორის იყო ერთი ურია დედაკაცი, წარმართი კერპთმსახური კაცის ცოლი, რომელსაც თან თავისი ოთხი წლის მხოლოდშობილი ძე მიჰყავდა. ხიდზე გადასვლისას იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ამ ჭყლეტაში ბავშვი მდინარეში გადავარდა, საცოდავი დედაც თან გადაჰყვა შვილს. ატყდა ერთი ვაი და ვიში. მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენნი, ღმერთო! ადიდებული მდინარის წყლის ორმა ნაკადმა დედა-შვილი შეაერთა, გამძვინვარებულმა არაგვმა ჩამოიყვანა მეფის ბაღამდე და ნაპირზე გამორიყა. ვიდრე წყალი გამორიყავდა, დედა-შვილს თავზე ნათელი ედგათ, რომელიც იცავდა მათ კლდეებზე მიხეთქებისგან. შემოეხვია ხალხი. ეკითხებოდნენ, როგორ გადარჩითო. ქალი ტირილით ჰყვებოდა: "წყალში რომ აღმოვჩნდი, საკვირველი ნათელი ვიხილე ცეცხლის სვეტის სახით, რომელიც გამოდიოდა ამ ბაღიდან, იმ ადგილიდან, სადაც სვეტია აღმართული. ამ სვეტმა მე და ჩემი შვილი შეგვაერთა და ის გულში ჩავიკარი. უვნებლად გამოვცურეთ. სვეტი, როგორც ნავს საჭე, ისე გვმართავდა. არც ღელვა შეგვეხებოდა და არც კლდესთან მიგვიშვებდა. გამოგვიყვანა აქამდე და ის ნათელი ისევ სვეტში შევიდა, საიდანაც პირველად გამოვიდა, "რამეთუ სვეტსა ამას ცეცხლისასა (სვეტიცხოველი იმ დროს "ცეცხლისა სახედ იყო შეცვალებული") შეერთებულ არს სვეტი იგი ნათლისა, წიაღმყვანებელი ჩვენიო".

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი