მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერა ქობალიას დის ზღაპრული ქორწილი იტალიაში - ნინა ქობალია ცნობილ ჟურნალისტს გაყვა ცოლად
ვერა ქობალიას დის ზღაპრული ქორწილი იტალიაში - ნინა ქობალია ცნობილ ჟურნალისტს გაყვა ცოლად

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვერა ქო­ბა­ლია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ინ­დო­ნე­ზი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მრჩე­ვე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხებ­ში.

ცოტა ხნის წინ ქო­ბა­ლი­ე­ბის ოჯახ­მა ვე­რას უმ­ცრო­სი დის, ნინა ქო­ბა­ლი­ას ქორ­წი­ლი აღ­ნიშ­ნა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი ქორ­წი­ლი­დან

29 წლის ნინა ქო­ბა­ლია იტა­ლი­ელ ჟურ­ნა­ლისტს უმ­ბერ­ტო ბა­ჩის გაყ­ვა ცო­ლად. უმ­ბერ­ტო Reuters-ში მუ­შა­ობს და უცხო­ე­თის ამ­ბე­ბის საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი რე­პორ­ტი­ო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნას, ის წლე­ბის მან­ძილ­ზე ლონ­დონ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი და მო­დის ბლო­გე­რი გახ­ლავთ. უმ­ცროს ქო­ბა­ლი­ას აქვს ფე­შენ-ბლო­გი, სა­ხელ­წო­დე­ბით NONCHALANT.

ნი­ნამ და უმ­ბერ­ტომ და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვის წინ იქორ­წი­ნეს იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ პი­ა­ჩენ­ცა­ში. ჯვრის­წე­რი­სა და ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია კა­თო­ლი­კუ­რი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ტარ­და ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ა­ში, შემ­დეგ კი წყვილ­მა და სტუმ­რებ­მა, ძვე­ლე­ბურ იტა­ლი­ურ ვი­ლა­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს.

რო­გორც ნინა თა­ვის ბლოგ­ში წერს, ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნია მთლი­ა­ნად თა­ვად და­გეგ­მა და ინ­სპი­რა­ცია შექ­სპი­რის "ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიმზრის­გან" მი­ი­ღო. ნინა ქო­ბა­ლი­ას ეს­პა­ნუ­რი ბრენ­დის, YolanCris-ის ულა­მა­ზე­სი სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა. პა­ტარ­ძლის ერთ-ერთი მეჯ­ვა­რე ვერა ქო­ბა­ლია იყო, რო­მელ­საც სა­კურ­თხე­ველ­თან გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბო­და პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი.

ქორ­წილს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სტუ­მა­რი და­ეს­წრო, მათ შო­რის წყვი­ლის მშობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ მეტი ფოტო ქორ­წი­ლი­დან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვერა ქობალიას დის ზღაპრული ქორწილი იტალიაში - ნინა ქობალია ცნობილ ჟურნალისტს გაყვა ცოლად

ვერა ქობალიას დის ზღაპრული ქორწილი იტალიაში - ნინა ქობალია ცნობილ ჟურნალისტს გაყვა ცოლად

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია უკვე რამდენიმე თვეა ინდონეზიაში ცხოვრობს და მუშაობს. ყოფილი მინისტრი ინდონეზიის ხელისუფლების მრჩეველია ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.

ცოტა ხნის წინ ქობალიების ოჯახმა ვერას უმცროსი დის, ნინა ქობალიას ქორწილი აღნიშნა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეოკადრები ქორწილიდან

29 წლის ნინა ქობალია იტალიელ ჟურნალისტს უმბერტო ბაჩის გაყვა ცოლად. უმბერტო Reuters-ში მუშაობს და უცხოეთის ამბების საკმაოდ ცნობილი რეპორტიორია. რაც შეეხება ნინას, ის წლების მანძილზე ლონდონში მოღვაწეობდა, ასევე ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი გახლავთ. უმცროს ქობალიას აქვს ფეშენ-ბლოგი, სახელწოდებით NONCHALANT.

ნინამ და უმბერტომ დაახლოებით სამი თვის წინ იქორწინეს იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პიაჩენცაში. ჯვრისწერისა და ხელმოწერის ცერემონია კათოლიკური წესების სრული დაცვით ჩატარდა ადგილობრივ ეკლესიაში, შემდეგ კი წყვილმა და სტუმრებმა, ძველებურ იტალიურ ვილაში გადაინაცვლეს.

როგორც ნინა თავის ბლოგში წერს, ქორწინების ცერემონია მთლიანად თავად დაგეგმა და ინსპირაცია შექსპირის "ზაფხულის ღამის სიმზრისგან" მიიღო. ნინა ქობალიას ესპანური ბრენდის, YolanCris-ის ულამაზესი საქორწინო კაბა ეცვა. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ვერა ქობალია იყო, რომელსაც საკურთხეველთან გვერდიდან არ შორდებოდა პატარა ქალიშვილი.

ქორწილს რამდენიმე ათეული სტუმარი დაესწრო, მათ შორის წყვილის მშობლები, მეგობრები და ახლო ნათესავები.

დაათვალიერეთ მეტი ფოტო ქორწილიდან

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონას გზა წარმატებამდე - როგორ დაამსხვრია ყველასგან უარყოფილმა მოდელმა სტერეოტიპები

"დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა" - ნიკოლოზ რაჭველი