"პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელს, დავით თარხან-მოურავს გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GFK, რომელმაც არჩევნები 2016-ის დროს ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა, მსოფლიოში ცნობილი ფასტ-ფუდ რესტორნების ქსელი "KFC" ჰგონია.
"ეგზიტპოლების ჩასატარებლად შემოიყვანეს "KFC", რომელიც სრულიად არაკომპეტენტური და მატყუარა ორგანიზაციაა. რომ იცოდეთ, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ქათმის ფრთებს ყიდის მსოფლიოში, ახლა კვლევები… ამიტომ ნუ დაუჯერებთ ნურავითარ კვლევებს და ეგზიტპოლებს. ჩვენ რეალურად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, თუ შენ მოხვალ და შემოხაზავ 8 ნომერს" - აღნიშნა აჭარის ტელევიზიის ეთერში სტუმრობისას თარხან-მოურავმა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის დაკვეთით საარჩევნო ეგზიტპოლი გერმანულ-ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია "GFK"-მ ჩაატარა.