პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკრი ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატები" "ბითლზებს" შეადარა
ნუკრი ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატები" "ბითლზებს" შეადარა

დე­პუ­ტატ­მა ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას ჯერ არ ჰქო­ნია.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი მოწ­მობს, რომ ჩვენ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე გა­დავ­დი­ვართ. ეს იქ­ნე­ბო­და უნაკ­ლო არ­ჩევ­ნე­ბი, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო რამ­დე­ნი­მე სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი, რომ­ლის გა­მო­ძი­ე­ბაც უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს, ამას ვე­ლო­დით. 50 % არ არის მარ­ტი­ვი გა­და­სა­ლა­ხი, ჩვენ გვქონ­და ამის მო­ლო­დი­ნი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ის პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ვერ გა­და­ლა­ხეს ბა­რი­ე­რი, დამ­შვიდ­დე­ბი­ან, გა­მოვ­ლენ შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და გა­ა­კე­თე­ბენ სე­რი­ო­ზულ გან­ცხა­დე­ბებს, რად­გან მათი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ ჯდე­ბა არა­ვი­თარ ლო­გი­კა­ში, როცა მათი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ გა­ურ­კვევ­ლად გა­ყალბ­და არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ ამას ვერ ასა­ბუ­თე­ბენ. არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ. რა­ღა­ცა მე­ო­რე ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ რა­ღაც უხი­ლავ­მა ხელ­მა იმოქ­მე­და. მე მგო­ნი, დათო უსუ­ფაშ­ვილ­მა თქვა ეს. არც კო­პერ­ფილ­დი ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნია, არც უჩინ­მა­ჩი­ნის ქუ­დი­ა­ნი ხალ­ხი და თქვენ ეს კარ­გად იცით. 50-ვე ოლ­ქში თუ არა, უმე­ტეს ნა­წილ­ში გა­ვი­მარ­ჯვებთ", - აღ­ნიშ­ნა ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ.

"მე ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ დამ­შვიდ­დე­ბი­ან, ვინც წა­სას­ვლე­ლია წავა პო­ლი­ტი­კი­დან. სამ­წუ­ხა­როა, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ოთხე­უ­ლის თუ ხუ­თე­უ­ლის წას­ვლა პო­ლი­ტი­კი­დან, მაგ­რამ რა ვქნათ ახლა, "ბითლზი" და­ი­შა­ლა, ერთი ამ­ბა­ვი იყო, მაგ­რამ გა­და­ი­ტა­ნა ეს ხალ­ხმა. ასე, რომ ყვე­ლა თა­ვის გზას მო­ნა­ხავს, დამ­შვიდ­დე­ბა" - გან­მარ­ტა ქან­თა­რი­ამ.

დე­პუ­ტა­ტი აკ­რი­ტი­კებს იმ პო­ლი­ტი­კო­სებ­საც, ვინც ამ­ბობს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ხმა უნდა მის­ცეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"დამ­შვიდ­დნენ, ნუ აში­ნე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით. გა­აჩ­ნია ვის ხელ­შია უმ­რავ­ლე­სო­ბა, ეს არ არის ის პე­რი­ო­დი, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დიდი ჭრა-კერ­ვა და მო­ირ­გო თა­ვის თავ­ზე კონ­სტი­ტუ­ცია. არც ერთ ცვლი­ლე­ბას ფარ­თო შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე არ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ ავი­ღებთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას და მხო­ლოდ სი­კე­თე­ში, ჩვე­ნი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ნუ აში­ნე­ბენ ხალ­ხს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით, თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მოგ­ვან­დო­ბენ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­კე­თე­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ", - აღ­ნიშ­ნა ქან­თა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნუკრი ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატები" "ბითლზებს" შეადარა

ნუკრი ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატები" "ბითლზებს" შეადარა

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჩატარებული არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.

"ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ჩვენ რაღაც მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. ეს იქნებოდა უნაკლო არჩევნები, რომ არ ყოფილიყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომლის გამოძიებაც უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ამას ველოდით. 50 % არ არის მარტივი გადასალახი, ჩვენ გვქონდა ამის მოლოდინი. დიდი იმედი მაქვს, რომ ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, დამშვიდდებიან, გამოვლენ შოკური მდგომარეობიდან და გააკეთებენ სერიოზულ განცხადებებს, რადგან მათი დღევანდელი მდგომარეობა არ ჯდება არავითარ ლოგიკაში, როცა მათი ნაწილი ამბობს, რომ გაურკვევლად გაყალბდა არჩევნები, მაგრამ ამას ვერ ასაბუთებენ. არასერიოზული ვითარებაა ამ მხრივ. რაღაცა მეორე ნაწილი ამბობს, რომ რაღაც უხილავმა ხელმა იმოქმედა. მე მგონი, დათო უსუფაშვილმა თქვა ეს. არც კოპერფილდი ჩამოგვიყვანია, არც უჩინმაჩინის ქუდიანი ხალხი და თქვენ ეს კარგად იცით. 50-ვე ოლქში თუ არა, უმეტეს ნაწილში გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამშვიდდებიან, ვინც წასასვლელია წავა პოლიტიკიდან. სამწუხაროა, "თავისუფალი დემოკრატების" ოთხეულის თუ ხუთეულის წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ რა ვქნათ ახლა, "ბითლზი" დაიშალა, ერთი ამბავი იყო, მაგრამ გადაიტანა ეს ხალხმა. ასე, რომ ყველა თავის გზას მონახავს, დამშვიდდება" - განმარტა ქანთარიამ.

დეპუტატი აკრიტიკებს იმ პოლიტიკოსებსაც, ვინც ამბობს, რომ მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ.

"დამშვიდდნენ, ნუ აშინებენ მოსახლეობას საკონსტიტუციო უმრავლესობით. გააჩნია ვის ხელშია უმრავლესობა, ეს არ არის ის პერიოდი, როცა სააკაშვილმა განახორციელა დიდი ჭრა-კერვა და მოირგო თავის თავზე კონსტიტუცია. არც ერთ ცვლილებას ფართო შეთანხმების გარეშე არ განვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და მხოლოდ სიკეთეში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში გამოვიყენებთ. ნუ აშინებენ ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუ მოქალაქეები ამ პასუხისმგებლობას მოგვანდობენ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეში გამოვიყენებთ", - აღნიშნა ქანთარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."