პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტს მიღმა დარჩენილები - "ამომრჩეველს გაუჩნდა შიში... შესაძლოა, "ნაციონალებს" დაბრუნებაში "წავეხმაროო"
პარლამენტს მიღმა დარჩენილები - "ამომრჩეველს გაუჩნდა შიში... შესაძლოა, "ნაციონალებს" დაბრუნებაში "წავეხმაროო"

2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­სა და მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, ჟურ­ნა­ლი "გზა" პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძეს ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- პარ­ლა­მენტს მიღ­მა დარ­ჩე­ნილ პარ­ტი­ებ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად - რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­სა და "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ზე" რას იტყვით? ისი­ნი გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რე­ბის სიმ­ცი­რეს არ უჩი­ვი­ან, მაგ­რამ ამომ­რჩე­ველ­ში სა­ჭი­რო მხარ­და­ჭე­რას ვერ მი­აღ­წი­ეს. რა­ტომ?

- საკ­მა­ოდ რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი თე­მაა - ამას რა­ი­მე ერთი ფაქ­ტო­რი არ გან­სა­ზღვრავს. სა­ერ­თოდ, ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ­მა დაგ­ვა­ნახ­ვა, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მოქ­მე­დე­ბას უფრო ღრმა და ფარ­თო ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ამ ორ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ვა­ღი­ა­რებ - ძა­ლი­ან მინ­დო­და და თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ისი­ნი ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავ­დნენ, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ასა­ღე­ბად არას­დროს უბ­რძო­ლი­ათ. მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - 5%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა იყო...

ნი­შან­დობ­ლი­ვია ისიც, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" წა­მო­სუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი მათ ხმას არ მის­ცემ­და. მათ თა­ვი­ან­თი მცი­რე, მაგ­რამ მყა­რი ელექ­ტო­რა­ტი ჰყავთ. შე­იძ­ლე­ბო­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­მო­სუ­ლებს მი­ე­ცათ მათ­თვის ხმა. მათი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამომ­რჩე­ველს გა­უჩ­ნდა შიში - თუ ალა­სა­ნი­ას ან "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" მივ­ცემ ხმას და ისი­ნი ბა­რი­ერს ვერ გა­და­ლა­ხა­ვენ, ჩემი ხმა და­ი­კარ­გე­ბა და შე­საძ­ლოა, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" დაბ­რუ­ნე­ბა­ში "წა­ვეხ­მა­როო". ამი­ტომ ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს - ოღონდ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არ დაბ­რუნ­დნენ და არა უშავს, თუ ისი­ნი პარ­ლა­მენტს მიღ­მა დარ­ჩე­ბი­ა­ნო... კი­დევ ერთი: მათ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ისე ვერ წარ­მარ­თეს, რო­გორც სა­ჭი­რო იყო, - "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" სო­ცი­ა­ლუ­რი თემა აირ­ჩი­ეს, "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა" - თა­ვი­სუფ­ლე­ბა ანუ პო­ლი­ტი­კურ არ­ჩევ­ნებ­ზე აქ­ცენ­ტი ვერ გა­ა­კე­თეს. მე­სა­მე ფაქ­ტო­რი - მათ ამ ორი ძა­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ ამომ­რჩე­ველს არ­ჩე­ვა­ნი ვერ გა­ნუ­სა­ზღვრეს.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლის მო­სა­ზი­დად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" უნდა დაჰ­პი­რის­პი­რე­ბოდ­ნენ, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უნდა გა­ეგ­ზავ­ნათ ასე­თი მე­სი­ჯი: ჩვენ ვიბ­რძვით, რათა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ დაბ­რუნ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიო; ამ შემ­თხვე­ვა­ში, ამომ­რჩე­ვე­ლი მხარს და­უ­ჭერ­და, მაგ­რამ არც ეს გა­ა­კე­თეს. და ბო­ლოს, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ვერ მო­შორ­დნენ "კა­ბე­ლე­ბის თე­მას". მეს­მის მათი და ადა­მი­ა­ნუ­რად, თა­ნა­ვუგ­რძნობ კი­დეც, მაგ­რამ ეს პო­ლი­ტი­კუ­რად წამ­გე­ბი­ა­ნი ნა­ბი­ჯი იყო... "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა" გვი­ან და­ი­წყეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და ამან ისი­ნი უკან და­ხია. სა­ერ­თოდ კი, ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან მარ­ტივ კი­თხვას დავ­სვამ: სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სიით ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე რომ ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მომ­წი­ფე­ბუ­ლია?.. პა­სუ­ხი მკი­თხვე­ლის­თვის მი­მინ­დვია, მაგ­რამ ამ და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვი­ღეთ ის შე­დე­გი, რაც მი­ვი­ღეთ.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

პარლამენტს მიღმა დარჩენილები - "ამომრჩეველს გაუჩნდა შიში... შესაძლოა, "ნაციონალებს" დაბრუნებაში "წავეხმაროო"

პარლამენტს მიღმა დარჩენილები - "ამომრჩეველს გაუჩნდა შიში... შესაძლოა, "ნაციონალებს" დაბრუნებაში "წავეხმაროო"

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მომავალი საპარლამენტო ცხოვრების სავარაუდო პერსპექტივაზე, ჟურნალი "გზა" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პარლამენტს მიღმა დარჩენილ პარტიებზე, კონკრეტულად - რესპუბლიკურ პარტიასა და "თავისუფალ დემოკრატებზე" რას იტყვით? ისინი გამოკვეთილი ლიდერების სიმცირეს არ უჩივიან, მაგრამ ამომრჩეველში საჭირო მხარდაჭერას ვერ მიაღწიეს. რატომ?

- საკმაოდ რთული და კომპლექსური თემაა - ამას რაიმე ერთი ფაქტორი არ განსაზღვრავს. საერთოდ, ამ არჩევნების შედეგმა დაგვანახვა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის მოქმედებას უფრო ღრმა და ფართო ანალიზი სჭირდება... რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორ პოლიტიკურ პარტიას, ვაღიარებ - ძალიან მინდოდა და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ბარიერს გადალახავდნენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათ ძალაუფლების ხელში ასაღებად არასდროს უბრძოლიათ. მათი მთავარი მიზანი - 5%-იანი ბარიერის გადალახვა იყო...

ნიშანდობლივია ისიც, რომ "ნაციონალებიდან" წამოსული ამომრჩეველი მათ ხმას არ მისცემდა. მათ თავიანთი მცირე, მაგრამ მყარი ელექტორატი ჰყავთ. შეიძლებოდა, "ქართული ოცნებიდან" წამოსულებს მიეცათ მათთვის ხმა. მათი წინასაარჩევნო სპეციფიკიდან გამომდინარე, ამომრჩეველს გაუჩნდა შიში - თუ ალასანიას ან "რესპუბლიკელებს" მივცემ ხმას და ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ, ჩემი ხმა დაიკარგება და შესაძლოა, "ნაციონალებს" დაბრუნებაში "წავეხმაროო". ამიტომ ასეთი არჩევანი გააკეთეს - ოღონდ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ და არა უშავს, თუ ისინი პარლამენტს მიღმა დარჩებიანო... კიდევ ერთი: მათ საარჩევნო კამპანია ისე ვერ წარმართეს, როგორც საჭირო იყო, - "თავისუფალმა დემოკრატებმა" სოციალური თემა აირჩიეს, "რესპუბლიკელებმა" - თავისუფლება ანუ პოლიტიკურ არჩევნებზე აქცენტი ვერ გააკეთეს. მესამე ფაქტორი - მათ ამ ორი ძალის მიღმა დარჩენილ ამომრჩეველს არჩევანი ვერ განუსაზღვრეს.

"ქართულ ოცნებაზე" იმედგაცრუებული ამომრჩევლის მოსაზიდად, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაჰპირისპირებოდნენ, ანუ საზოგადოებისთვის უნდა გაეგზავნათ ასეთი მესიჯი: ჩვენ ვიბრძვით, რათა "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაშიო; ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი მხარს დაუჭერდა, მაგრამ არც ეს გააკეთეს. და ბოლოს, "თავისუფალი დემოკრატები" ვერ მოშორდნენ "კაბელების თემას". მესმის მათი და ადამიანურად, თანავუგრძნობ კიდეც, მაგრამ ეს პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი იყო... "რესპუბლიკელებმა" გვიან დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია და ამან ისინი უკან დახია. საერთოდ კი, ჩვენ ვამბობთ, რომ ამომრჩეველი გაიზარდა, მაგრამ ძალიან მარტივ კითხვას დავსვამ: საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული სიით ვახტანგ ხმალაძე რომ ვერ გაიმარჯვებს, ის საზოგადოება პოლიტიკურად მომწიფებულია?.. პასუხი მკითხველისთვის მიმინდვია, მაგრამ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."