პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებაზე "თიბისი ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკას" გარიგებამ - ექსპერტთა შეფასებები
რა გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებაზე "თიბისი ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკას" გარიგებამ - ექსპერტთა შეფასებები

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა გა­უ­ფა­სუ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, 8 სექ­ტემ­ბერს, ერთი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.3060 ლარი იყო, 16 სექ­ტემ­ბერს - 2.3105 ლარი, ხოლო დღეს მოქ­მე­დი კურ­სით ლა­რის სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნი­ლი კურ­სი 2.3525 გახ­და.

პრო­ცე­სი არ წყდე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუ­შინ, 12 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სა­ვა­ლუ­ტო აუქ­ცი­ონ­ზე 40 000 000 აშშ დო­ლა­რი გა­ყი­და.

სა­გუ­ლის­ხმო­ბა, რომ ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბას ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი ბოლო ხა­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მსხვი­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბით ხსნის: "ამ­ჟა­მად არის რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი ტრან­ზაქ­ცია, რო­მელ­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, გაც­ვლი­თი კურ­სის დრო­ე­ბი­თი ჭარ­ბი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს", - გა­ნა­ცხა­და კობა გვე­ნე­ტა­ძემ Forbes Banker-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას ეკო­ნო­მის­ტე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აფა­სე­ბენ. რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს ყო­ფილ­მა წევ­რმა, ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა მი­ხე­ილ თოქ­მა­ჯიშ­ვილ­მა "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"მათ შო­რის გა­მოვ­ყოფ­დი იმ­პორ­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და მე­ო­რე მხრივ, უკვე გახ­მა­უ­რე­ბულ მსხვილ გა­რი­გე­ბებს, რომ­ლებ­საც ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოჰ­ყვა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ "თი­ბი­სი ბან­კის" მიერ "ბან­კი "რეს­პუბ­ლი­კას" შეს­ყიდ­ვა­მაც ხელი შე­უ­წყო ამ პრო­ცესს, რად­გან ვინც ეს ბან­კი იყი­და, თან­ხას უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში მი­ი­ღებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის თქმა მხო­ლოდ ვა­რა­უ­დით შე­მიძ­ლია, მა­ინც ცხა­დია: რო­დე­საც ბა­ზარ­ზე ამ­ხე­ლა მო­თხოვ­ნა ჩნდე­ბა დო­ლარ­ზე, სწო­რედ მა­შინ იწყე­ბა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნა დღეს გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე ყვე­ლა ის წყა­რო, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის შე­მოს­ვლას უწყობს ხელს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ერ­თგვა­რად არ­ბი­ლებს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცესს, 40 მი­ლი­ო­ნი ლა­რის შეს­ყიდ­ვაც ამით უნდა აიხ­სნას - ეს არის მცდე­ლო­ბა, რომ ლარი მკვეთ­რად არ გა­უ­ფა­სურ­დეს", - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი.

რა გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებაზე "თიბისი ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკას" გარიგებამ - ექსპერტთა შეფასებები

რა გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებაზე "თიბისი ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკას" გარიგებამ - ექსპერტთა შეფასებები

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, 8 სექტემბერს, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3060 ლარი იყო, 16 სექტემბერს - 2.3105 ლარი, ხოლო დღეს მოქმედი კურსით ლარის საშუალო შეწონილი კურსი 2.3525 გახდა.

პროცესი არ წყდება მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საგულისხმობა, რომ ლარის კურსის ცვლილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბოლო ხანებში განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციებით ხსნის: "ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ Forbes Banker-თან ინტერვიუში.

შექმნილ სიტუაციას ეკონომისტები სხვადასხვაგვარად აფასებენ. როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა მიხეილ თოქმაჯიშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ლარის კურსის გაუფასურება რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული.

"მათ შორის გამოვყოფდი იმპორტის გააქტიურებას და მეორე მხრივ, უკვე გახმაურებულ მსხვილ გარიგებებს, რომლებსაც ტრანზაქციების უცხოურ ვალუტაში განხორციელება მოჰყვა. არ გამოვრიცხავ, რომ "თიბისი ბანკის" მიერ "ბანკი "რესპუბლიკას" შესყიდვამაც ხელი შეუწყო ამ პროცესს, რადგან ვინც ეს ბანკი იყიდა, თანხას უცხოურ ვალუტაში მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმა მხოლოდ ვარაუდით შემიძლია, მაინც ცხადია: როდესაც ბაზარზე ამხელა მოთხოვნა ჩნდება დოლარზე, სწორედ მაშინ იწყება ლარის გაუფასურება. სამწუხაროდ, დოლარზე მოთხოვნა დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ყველა ის წყარო, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას უწყობს ხელს. ეროვნული ბანკი ერთგვარად არბილებს ლარის გაუფასურების პროცესს, 40 მილიონი ლარის შესყიდვაც ამით უნდა აიხსნას - ეს არის მცდელობა, რომ ლარი მკვეთრად არ გაუფასურდეს", - აღნიშნავს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი