პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული არჩევნები "მგელი მოვიდას" პრინციპით?! - რა გახდა ამომრჩევლის 49%-ის არჩევნებზე არმისვლის მიზეზი?!
ქართული არჩევნები "მგელი მოვიდას" პრინციპით?! - რა გახდა ამომრჩევლის 49%-ის არჩევნებზე არმისვლის მიზეზი?!

არ­ჩევ­ნე­ბი-2016 დას­რულ­და. პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი ასე თუ ისე, ნა­თე­ლია, აი, მა­ჟო­რი­ტა­რულ­ში კი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ზო­გა­დი სუ­რა­თი გვაქვს. წინ მე­ო­რე ტური გვე­ლო­დე­ბა. პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ერ­თხმად თან­ხმდე­ბი­ან, რომ, ცალ­კე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამომ­რჩე­ველს 8 ოქ­ტომ­ბერს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და... თუმ­ცა ისიც ცხა­დია, რომ არჩვე­ნებ­ზე მი­სუ­ლი ამომ­რჩევ­ლის ოდე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 51%, რაც 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ელექ­ტო­რა­ტის ინერ­ტუ­ლო­ბა მა­შინ, რო­დე­საც სა­არჩვე­ნო სივ­რცე გა­ცი­ლე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­არჩვე­ნო სი­ბი­ექ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა კი, ერთი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ის ადა­მი­ანს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და?

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი:

- თით­ქმის ყვე­ლა წი­ნას­წა­რი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებ­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­სა, თუ ვის მის­ცემ­და ხმას, მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ამომ­რჩევ­ლის 38-39%-ს. მათ შო­რის ისე­თი კვლე­ვე­ბიც ცხად­ყოფ­და ამას, რომ­ლე­ბიც არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა. ეს 51% მი­ვი­ღეთ იმ გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ამომ­რჩევ­ლის­გან, რომ­ლის ნა­წი­ლი შინ დარ­ჩა, ნა­წი­ლი კი წა­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე. რო­გორც შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, ამ ნა­წილ­მა არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" შე­ა­ჩე­რა, რაც ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გია. ვგუ­ლის­ხმობ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მტკი­ცე­ბას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბის" ჩა­დე­ნას აპი­რებ­და.

გა­და­უ­წყვე­ტელ ამომ­რჩე­ველს ამ ორ­პო­ლუ­სი­ან­მა ის­ტე­რი­კამ არ და­უ­ტო­ვა მე­სა­მე არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და იმის ში­შით, მგე­ლი არ მო­სუ­ლი­ყო, ისევ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მის­ცეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ხმა. ისე კი, 51% კარგ აქ­ტი­ვო­ბად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ქვე­ყა­ნა­ში ნი­ჰი­ლიზ­მის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ქართული არჩევნები "მგელი მოვიდას" პრინციპით?! - რა გახდა ამომრჩევლის 49%-ის არჩევნებზე არმისვლის მიზეზი?!

ქართული არჩევნები "მგელი მოვიდას" პრინციპით?! - რა გახდა ამომრჩევლის 49%-ის არჩევნებზე არმისვლის მიზეზი?!

არჩევნები-2016 დასრულდა. პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგი ასე თუ ისე, ნათელია, აი, მაჟორიტარულში კი ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი სურათი გვაქვს. წინ მეორე ტური გველოდება. პოლიტოლოგები და ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ამომრჩეველს 8 ოქტომბერს თავისუფალი არჩევანის სრული შესაძლებლობა ჰქონდა... თუმცა ისიც ცხადია, რომ არჩვენებზე მისული ამომრჩევლის ოდენობამ შეადგინა 51%, რაც 2012 წლის არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული. რამ განაპირობა ელექტორატის ინერტულობა მაშინ, როდესაც საარჩვენო სივრცე გაცილებით თავისუფალი, საარჩვენო სიბიექტების მრავალფეროვნება კი, ერთი შეხედვით, ყველა გემოვნებისა და პოზიციის ადამიანს აკმაყოფილებდა?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- თითქმის ყველა წინასწარი კვლევა აჩვენებდა, რომ გადაწყვეტილება იმისა, თუ ვის მისცემდა ხმას, მიღებული ჰქონდა ამომრჩევლის 38-39%-ს. მათ შორის ისეთი კვლევებიც ცხადყოფდა ამას, რომლებიც არ გასაჯაროებულა. ეს 51% მივიღეთ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლისგან, რომლის ნაწილი შინ დარჩა, ნაწილი კი წავიდა არჩევნებზე. როგორც შედეგები აჩვენებს, ამ ნაწილმა არჩევანი სწორედ "ქართულ ოცნებაზე" შეაჩერა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში წარმოებული კამპანიის შედეგია. ვგულისხმობ, "ქართული ოცნების" მტკიცებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც საშინელების" ჩადენას აპირებდა.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანმა ისტერიკამ არ დაუტოვა მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება და იმის შიშით, მგელი არ მოსულიყო, ისევ "ქართულ ოცნებას" მისცეს მოქალაქეებმა ხმა. ისე კი, 51% კარგ აქტივობად შეიძლება მივიჩნიოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმის ხარისხი ძალიან მაღალი იყო წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."