კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა,"ნაციონალები" უფრო მეტ ხმას მოიპოვებდნენ" - ამერიკელი ექსპერტების შეფასებები
"სააკაშვილს კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა,"ნაციონალები" უფრო მეტ ხმას მოიპოვებდნენ" - ამერიკელი ექსპერტების შეფასებები

ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩე­ვე­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე პირ­ველ შე­ფა­სე­ბებს აკე­თე­ბენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტო­ლოგ ლინ­კოლნ მიტ­ჩე­ლის და კო­ლუმ­ბი­ის ბერ­ნა­რის კო­ლე­ჯის პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის პრო­ფე­სორ ალექ­სან­დრ ქუ­ლის კო­მენ­ტა­რებს "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ავ­რცე­ლებს. ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აკ­ვირ­დე­ბი­ან, 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ანთ შე­ფა­სე­ბებს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე სა­უბ­რით იწყე­ბენ.

ლინ­კოლნ მიტ­ჩე­ლი აცხა­დებს, რომ ეს არ იყო სა­უ­კე­თე­სოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ალექ­სან­დრ ქუ­ლის აზ­რით კი, არ­ჩევ­ნე­ბი ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ტარ­და.

"ეს არ იყო სა­უ­კე­თე­სოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ვგუ­ლის­ხმობ, ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, აუხ­სნელ მოვ­ლე­ნებს, რო­მე­ლიც იქ მოხ­და. თუმ­ცა უკე­თე­სი არ­ჩევ­ნე­ბი იყო ვიდ­რე ოთხი წლის და უფრო ადრე. შე­დე­გებს რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნა­ში უკე­თე­სი მმარ­თვე­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და თუკი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტში. თუ შე­იქ­მნე­ბო­და სის­ტე­მა, სა­დაც ერთი პარ­ტია არ იქ­ნე­ბო­და დო­მი­ნან­ტი. ეს ხალ­ხს უნდა გა­და­ე­წყვი­ტა. ამ არ­ჩევ­ნებ­ზე კვლავ ვნა­ხეთ ის, რომ ხალ­ხი ისევ ემ­ხრო­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლო ძა­ლას, ისე ძლი­ე­რად აღარ, რო­გორც ადრე მაგ­რამ მა­ინც", - გა­ნა­ცხა­და ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა.

კო­ლუმ­ბი­ის ბერ­ნა­რის კო­ლე­ჯის პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრ ქული მი­იჩ­ნევს, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში, არ­ჩევ­ნე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ტარ­და.

"რა თქმა უნდა, უკე­თე­სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და. დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლად და გა­ყალ­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­და. იყო სირ­თუ­ლე­ე­ბი ად­გი­ლებ­ზე. შე­დეგს რაც შე­ე­ხე­ბა ეს შოკი არ ყო­ფი­ლა ჩემ­თვის.

სუ­პერ უმ­რავ­ლე­სო­ბით შეს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში - ეს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცია. იყო მო­წო­დე­ბე­ბიც, რომ გა­ყალბ­და არ­ჩევ­ნე­ბი, მო­ი­პა­რეს ხმე­ბი. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ეს მთა­ვა­რი უკვე აღარ არის.

ნორ­მა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნებ­ზე მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი 48% პარ­ტი­ის სი­სუს­ტეს არ ნიშ­ნავს და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბით ძლი­ერ მაჩ­ვე­ნებ­ლად აღიქ­მე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ საკ­მა­ოდ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო გა­მარ­ჯვე­ბა­ში და ასე წარ­სდგა ხალ­ხის წი­ნა­შეც. იყო მო­წო­დე­ბე­ბი რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა­ზე, ახა­ლი რე­ა­ლო­ბის შექ­ნა­ზე. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ მი­ი­ღეს 20%-ზე მეტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ არ­სე­ბულ სივ­რცე­ში. ეს მარ­თლაც კარ­გი შე­დე­გი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" იმ ფონ­ზე, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აცხა­დებ­და, რომ მათ გა­აქ­რობ­და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან", - აცხა­დებს ალექ­სან­დრ ქული.

ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლამ იცო­და, რომ ცალ­კე აღე­ბულ "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" და "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" ბევ­რი მომ­ხრე არ ჰყავ­დათ პარ­ლა­მენ­ტში.

"მარ­თა­ლია აქ იც­ნო­ბენ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, თინა ხი­და­შელს, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს, ბუკა პეტ­რი­აშ­ვილს. ვა­შინგტონ­ში, 100 ამომ­რჩევ­ლი­დან 80 ნამ­დვი­ლად მის­ცემ­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ხმას, მაგ­რამ ეს არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თო სუ­რათ­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენ­და. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მაა, რომ ყვე­ლას უნდა მეფე იყოს. თო­რემ ეს ორი პარ­ტია რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო, სწო­რედ ისი­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა ამ არ­ჩევ­ნებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ხალ­ხი, რო­მელ­საც არ მოს­წონს ნატო-ს იდეა, და­სავ­ლე­თის­კენ სწრაფ­ვა. თუ ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია, მა­შინ პრო­რუ­სულ ძა­ლა­საც უნდა ჰქონ­დეს თა­ვის ხმა. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" პარ­ლა­მენ­ტში მხო­ლოდ 7 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეყო­ლე­ბა. ისი­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვერ მი­ი­ღე­ბენ, ვერც გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე, მხო­ლოდ იხ­მა­უ­რე­ბენ. მე­ო­რე ძი­რი­თა­დი, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა". მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კი­ე­ვი­დან ეგო-თა­მა­შე­ბი რომ არ ჰქო­ნო­და,"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი უფრო მეტი ხმის მო­პო­ვე­ბას შეძ­ლებ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა პარ­ტი­ა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გა­მი­ჯვნა ბევ­რს არ უნდა, მაგ­რამ მათი სტრა­ტე­გის­ტი ამას მათ ნამ­დვი­ლად ურ­ჩევ­და. რო­გორც ვხე­დავთ ისი­ნი არ გაქ­რნენ, ისი­ნი არ­სად არ მი­დი­ან. ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­პა­გან­და იყო, სა­ა­კაშ­ვი­ლის კი ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­და. ამით კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს აში­ნებ­და", - გა­ნა­ცხა­და ლინ­კოლ მიტ­ჩელ­მა.

ალექ­სან­დრე ქული კი ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჩ­ნდა კრი­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა და­სავ­ლე­თის მი­მართ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცის პრო­ცე­სის გამო, რაც წე­სით ბე­ნე­ფი­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თის წევ­რო­ბის­თვის მზად არის.

"არის სკეპ­ტი­ციზ­მი ნატო-ს მი­მარ­თაც წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის­თვის 5% ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ ნიშ­ნავს რუ­სე­თის ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას და რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რას ან იმას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 99% მხარს რუ­სეთს უჭერს. რა თქმა უნდა, რუ­სეთ­ში უხა­რი­ათ, რომ იქ თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის გამ­ხმო­ვა­ნე­ბე­ლი ეყო­ლე­ბათ, მაგ­რამ ეს არა­ფერს არ ნიშ­ნავს ამე­რი­კის­თვის, სა­დაც არ ფიქ­რო­ბენ, რომ ეს საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და რა­ი­მე დიდი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბათ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე და ქვეყ­ნის ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ქუ­ლიმ.

ლინ­კოლნ მიტ­ჩელს უტო­პი­უ­რად მი­აჩ­ნია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის, ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბა, რომ პარ­ლა­მენტს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეს.

ალექ­სანდ ქული კი ამ­ბობს, რომ მო­მა­ვა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის კარ­გი და­სა­წყი­სი აქვს "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". "ამე­რი­კის ხმის" კი­თხვა­ზე, წარ­მო­უდ­გე­ნია თუ არა მას კან­დი­და­ტად კვლავ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ქული პა­სუ­ხობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ სურთ ახა­ლი რე­ვო­ლუ­ცია და რე­ჟი­მის შეც­ვლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სურს სტა­ბი­ლუ­რო­ბა, პლუ­რა­ლიზ­მი, ტო­ლე­რან­ტო­ბა, წყნა­რი და ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მი­შას მმარ­თვე­ლო­ბის სტილ­თან არ ასო­ცირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ქულ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სააკაშვილს კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა,"ნაციონალები" უფრო მეტ ხმას მოიპოვებდნენ" - ამერიკელი ექსპერტების შეფასებები

"სააკაშვილს კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა,"ნაციონალები" უფრო მეტ ხმას მოიპოვებდნენ" - ამერიკელი ექსპერტების შეფასებები

ამერიკელი ექსპერტები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევენების შედეგებზე პირველ შეფასებებს აკეთებენ. "ქართული ოცნების" ყოფილი მრჩევლის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგ ლინკოლნ მიტჩელის და კოლუმბიის ბერნარის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორ ალექსანდრ ქულის კომენტარებს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს. ამერიკელი პოლიტოლოგები, რომლებიც წლებია საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან, 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთ შეფასებებს საარჩევნო პროცესზე საუბრით იწყებენ.

ლინკოლნ მიტჩელი აცხადებს, რომ ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები, ალექსანდრ ქულის აზრით კი, არჩევნები ნორმალურად ჩატარდა.

"ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები. ვგულისხმობ, ძალადობის შემთხვევებს საარჩევნო უბნებზე, აუხსნელ მოვლენებს, რომელიც იქ მოხდა. თუმცა უკეთესი არჩევნები იყო ვიდრე ოთხი წლის და უფრო ადრე. შედეგებს რაც შეეხება საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკეთესი მმართველობა იქნებოდა თუკი მრავალპარტიული შემადგენლობა იქნებოდა პარლამენტში. თუ შეიქმნებოდა სისტემა, სადაც ერთი პარტია არ იქნებოდა დომინანტი. ეს ხალხს უნდა გადაეწყვიტა. ამ არჩევნებზე კვლავ ვნახეთ ის, რომ ხალხი ისევ ემხრობა სახელისუფლო ძალას, ისე ძლიერად აღარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

კოლუმბიის ბერნარის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ალექსანდრ ქული მიიჩნევს, რომ მთლიანობაში, არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა.

"რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლებოდა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მთლიანობაში არჩევნები თავისუფლად და გაყალბების გარეშე ჩატარდა. იყო სირთულეები ადგილებზე. შედეგს რაც შეეხება ეს შოკი არ ყოფილა ჩემთვის.

სუპერ უმრავლესობით შესვლა პარლამენტში - ეს ახალი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიისთვის. ამ არჩევნებზე ძალიან მაღალი იყო პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია. იყო მოწოდებებიც, რომ გაყალბდა არჩევნები, მოიპარეს ხმები. თუმცა საბოლოოდ ეს მთავარი უკვე აღარ არის.

ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ მოპოვებული 48% პარტიის სისუსტეს არ ნიშნავს და დემოკრატიული სტანდარტებით ძლიერ მაჩვენებლად აღიქმება. "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ საკმაოდ დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და ასე წარსდგა ხალხის წინაშეც. იყო მოწოდებები რეჟიმის ცვლილებაზე, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ახალი რეალობის შექნაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ მიიღეს 20%-ზე მეტი მაჩვენებელი და მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ არსებულ სივრცეში. ეს მართლაც კარგი შედეგი იყო "ნაციონალური მოძრაობისთვის" იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" აცხადებდა, რომ მათ გააქრობდა ქართული პოლიტიკიდან", - აცხადებს ალექსანდრ ქული.

ლინკოლნ მიტჩელმა აღნიშნა, რომ ყველამ იცოდა, რომ ცალკე აღებულ "თავისუფალ დემოკრატებს" და "რესპუბლიკელებს" ბევრი მომხრე არ ჰყავდათ პარლამენტში.

"მართალია აქ იცნობენ ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, ბუკა პეტრიაშვილს. ვაშინგტონში, 100 ამომრჩევლიდან 80 ნამდვილად მისცემდა ირაკლი ალასანიას ხმას, მაგრამ ეს არჩევნების საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენდა. საქართველოსთვის ეს პოლიტიკური პრობლემაა, რომ ყველას უნდა მეფე იყოს. თორემ ეს ორი პარტია რომ გაერთიანებულიყო, სწორედ ისინი იქნებოდნენ მეორე გამარჯვებული და ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებზე.

საქართველოში არის ხალხი, რომელსაც არ მოსწონს ნატო-ს იდეა, დასავლეთისკენ სწრაფვა. თუ ქვეყანა დემოკრატიულია, მაშინ პრორუსულ ძალასაც უნდა ჰქონდეს თავის ხმა. "პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში მხოლოდ 7 წარმომადგენელი ეყოლება. ისინი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, ვერც გავლენას მოახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე, მხოლოდ იხმაურებენ. მეორე ძირითადი, ოპოზიციური ძალა - "ნაციონალური მოძრაობაა". მიხეილ სააკაშვილს კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა,"ნაციონალები უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეძლებდნენ. შეიძლება პარტიაში სააკაშვილისგან გამიჯვნა ბევრს არ უნდა, მაგრამ მათი სტრატეგისტი ამას მათ ნამდვილად ურჩევდა. როგორც ვხედავთ ისინი არ გაქრნენ, ისინი არსად არ მიდიან. ეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროპაგანდა იყო, სააკაშვილის კი ის, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა. ამით კი "ქართული ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს აშინებდა", - განაცხადა ლინკოლ მიტჩელმა.

ალექსანდრე ქული კი ფიქრობს, რომ საქართველოში გაჩნდა კრიტიკული განწყობა დასავლეთის მიმართ გართულებული ვიზა-ლიბერალიზაცის პროცესის გამო, რაც წესით ბენეფიტი უნდა ყოფილიყო ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთის წევრობისთვის მზად არის.

"არის სკეპტიციზმი ნატო-ს მიმართაც წევრობასთან დაკავშირებით. პრორუსული პარტიისთვის 5% ბარიერის გადალახვა არ ნიშნავს რუსეთის ისტორიულ გამარჯვებას და რუსეთის მხარდაჭერას ან იმას, რომ მოსახლეობის 99% მხარს რუსეთს უჭერს. რა თქმა უნდა, რუსეთში უხარიათ, რომ იქ თავიანთი იდეების გამხმოვანებელი ეყოლებათ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ამერიკისთვის, სადაც არ ფიქრობენ, რომ ეს საფრთხის შემცველია და რაიმე დიდი გავლენა ექნებათ პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნის ორიენტაციაზე", - განაცხადა ქულიმ.

ლინკოლნ მიტჩელს უტოპიურად მიაჩნია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვოლსკის განცხადება, რომ პარლამენტს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლება უნდა მიეცეს.

ალექსანდ ქული კი ამბობს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კარგი დასაწყისი აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". "ამერიკის ხმის" კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა მას კანდიდატად კვლავ სააკაშვილი, ქული პასუხობს, რომ საქართველოში არ სურთ ახალი რევოლუცია და რეჟიმის შეცვლა.

"საქართველოს სურს სტაბილურობა, პლურალიზმი, ტოლერანტობა, წყნარი და ნორმალური ცხოვრება. ეს ყველაფერი კი მიშას მმართველობის სტილთან არ ასოცირდება", - აღნიშნა ქულმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."