მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე რომანტიკული ფილმი ყველა თაობის მაყურებლისთვის
5 ყველაზე რომანტიკული ფილმი ყველა თაობის მაყურებლისთვის

დიდი ხა­ნია წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა იცი­ან, რომ მათ­თვის, ვის­თვი­საც რო­მან­ტი­კუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო წა­სა­კი­თხია, ნი­კო­ლას სპარკსის რო­მა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლო­ბე­ლია. ამ ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ყო­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ჩვენს გო­ნე­ბა­ში ილე­ქე­ბა - სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბის მო­გო­ნე­ბე­ბის, მათი ჩვე­ნე­უ­ლი ანა­ლი­ზი­სა და ფიქ­რე­ბის სა­ხით. ფიქ­რე­ბი­სა იმის შე­სა­ხებ, რომ ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი წამი უნდა და­ვა­ფა­სოთ, უნდა გვჯე­რო­დეს, გვწამ­დეს, არას­დროს ვკარ­გავ­დეთ იმედს და რაც არ უნდა დიდი დაბ­რკო­ლე­ბა შეგ­ვხვდეს, სუ­ლი­ე­რად და მო­რა­ლუ­რად არ უნდა და­ვე­ცეთ.

ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ნი­კო­ლას სპარკსი ცნო­ბი­ლია სიყ­ვა­რუ­ლის, ტრა­გე­დი­ის, ბე­დის­წე­რი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი რო­მა­ნე­ბი­თა და ბესტსე­ლე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მთელს მსოფ­ლი­ო­ში 100 მი­ლი­ონ ეგ­ზემპლა­რა­დაა გა­ყი­დუ­ლი და 50 ენა­ზეა ნა­თარ­გმნი.

პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი სპარკს­მა 20 წლის ასაკ­ში და­წე­რა. ერთი პე­რი­ო­დი ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად წერ­და... 2000 წელს People Magazine-მა სპარკსი წლის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ ავ­ტო­რად და­ა­სა­ხე­ლა. ახლა ნი­კო­ლას სპარკსი 51 წლი­საა. მწერ­ლის რო­მა­ნე­ბის მი­ხედ­ვით 11 ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი, მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1999 წლი­დან - დღემ­დე.

ესე­ნია:

1. "იჩ­ქა­რე შე­იყ­ვა­რო" - ნი­კო­ლას სპარკსის რო­მა­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი მე­ლოდ­რა­მაა, რო­მე­ლიც 2002 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. ლა­მა­ზი ფილ­მი სიყ­ვა­რულ­ზე - ასე აფა­სე­ბენ მას კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი. ფილმში ლენ­დო­რი­სა და ჯე­ი­მის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აა ასა­ხუ­ლი, მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ: შეინ უეს­ტი, მენ­დი მური, დე­რილ ჰანა და პი­ტერ კო­ი­პო­ტი.

2. "უბის წიგ­ნა­კი" - 2004 წელს ნი­კო­ლას სპარკსის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის რო­მა­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი დრა­მა, ნიკ კა­სა­ვე­თი­სის, რა­ი­ან გო­ლინ­გის, ჯინა რო­უ­ლენ­დი­სა და ჯე­იმს გარ­ნე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს მო­ხუ­ცი კა­ცის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ხმა­მაღ­ლა უკი­თხავს თა­ვის დღი­ურს და­ა­ვა­დე­ბულ ქალს. გაც­რე­ცი­ლი უბის წიგ­ნა­კი­დან ამო­კი­თხუ­ლი მო­ხუ­ცი კა­ცის სი­ტყვე­ბი აცო­ცხლებს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­შო­რე­ბუ­ლი და კვლავ შეხ­ვედ­რი­ლი წყვი­ლის ის­ტო­რი­ას...

3. "ძვირ­ფა­სო ჯონ" - 2010 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. ის მომ­ხიბ­ვლელ სა­ვა­ნა­ზე მოგ­ვი­თხრობს, რო­მელ­მაც და­უ­ვი­წყა­რი 2 კვი­რა გა­ა­ტა­რა შინ ჩა­მო­სულ ჯა­რის­კაც­თან. ჯა­რი­კა­ცი სამ­სა­ხურს უბ­რუნ­დე­ბა და სა­ვა­ნას­თან და­დე­ბულ პი­რო­ბას ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ტეხს იმის გამო, რომ 11 სექ­ტემ­ბრის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ პი­რო­ბა დადო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჯა­რის­თვის მი­ე­ძღვნა. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ: ჩა­ნინგ ტა­ტუ­მი, ამან­და სე­იფ­რი­დი, რი­ჩარდ ჯენ­კინ­სი.

4. "ჩემი სა­უ­კე­თე­სო მხა­რე" - ნი­კო­ლას სპარკსის ბესტსე­ლე­რის 2014 წელს გა­მო­სუ­ლი ეს ეკ­რა­ნი­ზა­ცია პირ­ველ სიყ­ვა­რულ­ზეა. წყვილ­ზე, რო­მელ­თაც სკო­ლის ასაკ­ში მშობ­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით უარი თქვეს ერ­თმა­ნეთ­ზე. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს 20 წლის შემ­დეგ ხვდე­ბი­ან და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იწყე­ბა. ფილმში რო­ლებს ასა­ხი­ე­რე­ბენ: მი­შელ მო­ნა­ჰა­ნი და ჯე­იმს პოლ მარ­სდე­ნი.

5. "არ­ჩე­ვა­ნი" - 2016 წელს, ნი­კო­ლას სპარკსის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბესტსე­ლე­რის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მია, რო­მე­ლიც ტრე­ვის პარ­კე­რი­სა და გები ჰო­ლან­დის სიყ­ვა­რულ­ზე გვი­ამ­ბობს. ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟებს: ბენ­ჯა­მინ უო­კე­რი, ტე­რე­ზა პალ­მე­რი, მეგი გრე­ის და სხვე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ.

სპარკსის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით ტრე­ვის პარ­კე­რი - წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცია. მას ყვე­ლა­ფე­რი აქვს - კარ­გი სამ­სა­ხუ­რი, სახ­ლი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე, სა­ო­ცა­რი ხედი ფან­ჯრი­დან და რაც მთა­ვა­რია, ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი. თრე­ვი­სის ცხოვ­რე­ბა ერთი დიდი ატ­რაქ­ცი­ო­ნია: გარ­თო­ბა, სპორ­ტი, თევ­ზა­ო­ბა - ის, რა­საც "ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი" ირ­ჩე­ვენ. პარ­კერს სიყ­ვა­რუ­ლის არ სჯე­რა და არც ეძებს. თუმ­ცა, გაბი ჰო­ლანდთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ თრე­ვი­სი სა­კუ­თარ ბე­დის­წე­რას ცვლის! ექ­სტრე­მა­ლი თრე­ვი­სი და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი გაბი - ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა და სა­უ­ცხოო ოჯა­ხი. სიყ­ვა­რუ­ლი. თუმ­ცა, პარ­კე­რი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა! ახლა მან ბე­დის­წე­რის გა­მოწ­ვე­ვას უნდა უპა­სუ­ხოს! და თქვენ რას გა­ი­ღებ­დით სიყ­ვა­რუ­ლის­თვის?... ამ კი­თხვა­ზე ბესტსე­ლე­რის ყვე­ლა მოყ­ვა­რულს თა­ვი­სი პა­სუ­ხი აქვს.

"არ­ჩე­ვა­ნი" ნი­კო­ლა­სის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბესტსე­ლე­რია და რო­გორც ჩანს, ასე მხო­ლოდ მე არ ვფიქ­რობ. სწო­რედ ამი­ტომ მოხ­ვდა პა­ლიტ­რა L-ის გახ­მა­უ­რე­ბულ პრო­ექ­ტში "წლის ბესტსე­ლე­რი".

New York Times: "სპარ­ქსი ამე­რი­კა­შიც და ოკე­ა­ნის მიღ­მაც ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზით არის ცნო­ბი­ლი: მწე­რა­ლი აღ­წერს ამ­ბებს, რო­მელ­შიც უდი­დე­სი გრძნო­ბა - სიყ­ვა­რუ­ლი ვლინ­დე­ბა. ამ მხრივ "არ­ჩე­ვა­ნი" მის ნა­წარ­მო­ებ­თა შო­რი­საც კი გა­მორ­ჩე­უ­ლია".

Washington Post Book world: "სპარ­ქსი ტრა­დი­ცი­ას არ ღა­ლა­ტობს - "არ­ჩე­ვან­ში" სიყ­ვა­რულ­სა და ბე­დის­წე­რას ისე აკავ­ში­რებს, რომ ჩვენ წი­ნა­შე მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი იბა­დე­ბა".

Bestsellersworld.comმ: "ნი­კო­ლას სპარ­ქსს შე­უძ­ლია, მარ­ტი­ვი სი­უ­ჟე­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შად აქ­ცი­ოს. ავ­ტორს მკი­თხვე­ლი ბო­ლომ­დე გვერ­დით ჰყავს და თა­ვად მო­უ­თხრობს".

თი­ნა­თინ შავ­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

5 ყველაზე რომანტიკული ფილმი ყველა თაობის მაყურებლისთვის

5 ყველაზე რომანტიკული ფილმი ყველა თაობის მაყურებლისთვის

დიდი ხანია წიგნის მოყვარულებმა იციან, რომ მათთვის, ვისთვისაც რომანტიკული სიუჟეტები ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო წასაკითხია, ნიკოლას სპარკსის რომანები განსაკუთრებით ახლობელია. ამ ამერიკელი მწერლის ყოველი ნაწარმოები ჩვენს გონებაში ილექება - სასიამოვნო მომენტების მოგონებების, მათი ჩვენეული ანალიზისა და ფიქრების სახით. ფიქრებისა იმის შესახებ, რომ ცხოვრების ყოველი წამი უნდა დავაფასოთ, უნდა გვჯეროდეს, გვწამდეს, არასდროს ვკარგავდეთ იმედს და რაც არ უნდა დიდი დაბრკოლება შეგვხვდეს, სულიერად და მორალურად არ უნდა დავეცეთ.

ამერიკელი მწერალი ნიკოლას სპარკსი ცნობილია სიყვარულის, ტრაგედიის, ბედისწერისა და ადამიანური ურთიერთობების ამსახველი რომანებითა და ბესტსელერებით, რომლებიც მთელს მსოფლიოში 100 მილიონ ეგზემპლარადაა გაყიდული და 50 ენაზეა ნათარგმნი.

პირველი ნაწარმოები სპარკსმა 20 წლის ასაკში დაწერა. ერთი პერიოდი ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობდა, თუმცა პარალელურად წერდა... 2000 წელს People Magazine-მა სპარკსი წლის ყველაზე მიმზიდველ ავტორად დაასახელა. ახლა ნიკოლას სპარკსი 51 წლისაა. მწერლის რომანების მიხედვით 11 ფილმია გადაღებული, მოყოლებული 1999 წლიდან - დღემდე.

ესენია:

1. "იჩქარე შეიყვარო" - ნიკოლას სპარკსის რომანის მიხედვით გადაღებული ცნობილი მელოდრამაა, რომელიც 2002 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ლამაზი ფილმი სიყვარულზე - ასე აფასებენ მას კინომოყვარულები. ფილმში ლენდორისა და ჯეიმის სიყვარულის ისტორიაა ასახული, მთავარ როლებს ასრულებენ: შეინ უესტი, მენდი მური, დერილ ჰანა და პიტერ კოიპოტი.

2. "უბის წიგნაკი" - 2004 წელს ნიკოლას სპარკსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული რომანტიკული დრამა, ნიკ კასავეთისის, რაიან გოლინგის, ჯინა როულენდისა და ჯეიმს გარნერის მონაწილეობით. ფილმი მოგვითხრობს მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს თავის დღიურს დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან ამოკითხული მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს მეორე მსოფლიო ომში დაშორებული და კვლავ შეხვედრილი წყვილის ისტორიას...

3. "ძვირფასო ჯონ" - 2010 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ის მომხიბვლელ სავანაზე მოგვითხრობს, რომელმაც დაუვიწყარი 2 კვირა გაატარა შინ ჩამოსულ ჯარისკაცთან. ჯარიკაცი სამსახურს უბრუნდება და სავანასთან დადებულ პირობას ქორწინების შესახებ ტეხს იმის გამო, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ პირობა დადო, მთელი ცხოვრება ჯარისთვის მიეძღვნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ჩანინგ ტატუმი, ამანდა სეიფრიდი, რიჩარდ ჯენკინსი.

4. "ჩემი საუკეთესო მხარე" - ნიკოლას სპარკსის ბესტსელერის 2014 წელს გამოსული ეს ეკრანიზაცია პირველ სიყვარულზეა. წყვილზე, რომელთაც სკოლის ასაკში მშობლების ზემოქმედებით უარი თქვეს ერთმანეთზე. ისინი ერთმანეთს 20 წლის შემდეგ ხვდებიან და ყველაფერი თავიდან იწყება. ფილმში როლებს ასახიერებენ: მიშელ მონაჰანი და ჯეიმს პოლ მარსდენი.

5. "არჩევანი" - 2016 წელს, ნიკოლას სპარკსის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმია, რომელიც ტრევის პარკერისა და გები ჰოლანდის სიყვარულზე გვიამბობს. ფილმის პერსონაჟებს: ბენჯამინ უოკერი, ტერეზა პალმერი, მეგი გრეის და სხვები განასახიერებენ.

სპარკსის სიუჟეტის მიხედვით ტრევის პარკერი - წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცია. მას ყველაფერი აქვს - კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები. თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა - ის, რასაც "ნამდვილი მამაკაცები" ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი - ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული. თუმცა, პარკერი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება! ახლა მან ბედისწერის გამოწვევას უნდა უპასუხოს! და თქვენ რას გაიღებდით სიყვარულისთვის?... ამ კითხვაზე ბესტსელერის ყველა მოყვარულს თავისი პასუხი აქვს.

"არჩევანი" ნიკოლასის ერთ-ერთი გამორჩეული ბესტსელერია და როგორც ჩანს, ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ. სწორედ ამიტომ მოხვდა პალიტრა L-ის გახმაურებულ პროექტში "წლის ბესტსელერი".

New York Times: "სპარქსი ამერიკაშიც და ოკეანის მიღმაც ერთი განსაკუთრებული მიზეზით არის ცნობილი: მწერალი აღწერს ამბებს, რომელშიც უდიდესი გრძნობა - სიყვარული ვლინდება. ამ მხრივ "არჩევანი" მის ნაწარმოებთა შორისაც კი გამორჩეულია".

Washington Post Book world: "სპარქსი ტრადიციას არ ღალატობს - "არჩევანში" სიყვარულსა და ბედისწერას ისე აკავშირებს, რომ ჩვენ წინაშე მარადიული სიყვარულის ამბავი იბადება".

Bestsellersworld.comმ: "ნიკოლას სპარქსს შეუძლია, მარტივი სიუჟეტი ხელოვნების ნიმუშად აქციოს. ავტორს მკითხველი ბოლომდე გვერდით ჰყავს და თავად მოუთხრობს".

თინათინ შავლაძე

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს