სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ სამინისტროებს და უწყებებს შეუმცირდებათ ბიუჯეტი 2017 წელს
რომელ სამინისტროებს და უწყებებს შეუმცირდებათ ბიუჯეტი 2017 წელს

რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა უმ­ცირ­დე­ბა. 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით, რომ­ლის გან­ხილ­ვაც პარ­ლა­მენ­ტში ამ ეტაპ­ზე კო­მი­ტე­ტე­ბის ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რიგი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტუქ­ტუ­რე­ბი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხე­ბი 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია.

კონ­კრე­ტუ­ლად, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წელს 2-მი­ლი­ო­ნი ლა­რით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, 2017 წლი­სათ­ვის მი­ლი­ონ 800 ათა­სი ლარი იქ­ნე­ბა.

2016 წელს 5-მი­ლი­ონ 200 ათა­სი ლა­რით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო 2017 წელს 3-მი­ლი­ონ 800 ათას ლარს მი­ი­ღებს. 20-მი­ლი­ო­ნი­დან 17 მი­ლი­ო­ნამ­დე მცირ­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა.

სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­მი­ნის­ტრო­საც ეხე­ბა.

10-მი­ლი­ო­ნით მცირ­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა - გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის უწყე­ბა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან 595-მი­ლი­ო­ნით ფი­ნანსდე­ბო­და, 2017 წელს 585-მი­ლი­ონს მი­ი­ღებს. ამას­თან, 10-მი­ლი­ო­ნი ემა­ტე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ წელს 110-მი­ლი­ონს მი­ი­ღებს.

სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნა­სე­ბის კლე­ბა ერთი მი­ლი­ო­ნით დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­საც შე­ე­ხე­ბა - მის­თვის 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით 14-მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი.

მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯე­ტით იუს­ტი­ცის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა 70 მი­ლი­ონ 528 ათას ლარს შე­ად­გე­ნა. 2017 წლის პრო­ექ­ტით კი, მის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია 65-მი­ლი­ონ 600 ათა­სი ლარი.

153-მი­ლი­ონ 800 ათა­სი ლა­რი­დან 146-მი­ლი­ო­ნამ­დე მცირ­დე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მიმ­დი­ნა­რე წელს 110-მი­ლი­ო­ნი ლა­რით და­ფი­ნანსდა. 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით უწყე­ბა 105-მი­ლი­ონ 600 ათას ლარს მი­ი­ღებს.

97-მი­ლი­ო­ნი­დან 96-მი­ლი­ონ 450 ათას ლა­რამ­დე მცირ­დე­ბა კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი; 135-მი­ლი­ო­ნი­დან 121 - მი­ლი­ო­ნამ­დე ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა, ხოლო გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წელს 42-მი­ლი­ონ 100 ათა­სით და­ფი­ნანსდა, მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის 37-მი­ლი­ონ 950 ათას ლარს მი­ი­ღებს.

2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში ნული ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სათ­ვის, რომ­ლის შექ­მნაც მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი "სა­ხელ­მწი­ფო ენის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით და­ე­ვა­ლა.

რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით წარ­მოდ­გე­ნი­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი დიდ­წი­ლად შე­იც­ვლე­ბა და შემ­დგო­მი წარ­დგე­ნი­სას პარ­ლა­მენ­ტში მისი კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი შე­მო­ვა.

მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა 10-მი­ლი­არდ 555 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რომელ სამინისტროებს და უწყებებს შეუმცირდებათ ბიუჯეტი 2017 წელს

რომელ სამინისტროებს და უწყებებს შეუმცირდებათ ბიუჯეტი 2017 წელს

რამდენიმე სახელმწიფო უწყებას საბიუჯეტო დაფინანსება უმცირდება. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომლის განხილვაც პარლამენტში ამ ეტაპზე კომიტეტების ფორმატში მიმდინარეობს, რიგი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტუქტურებისათვის განსაზღვრული თანხები 2016 წელთან შედარებით ნაკლებია.

კონკრეტულად, ეროვნული უშიშროების საბჭოს დაფინანსება, რომელიც მიმდინარე წელს 2-მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, 2017 წლისათვის მილიონ 800 ათასი ლარი იქნება.

2016 წელს 5-მილიონ 200 ათასი ლარით დაფინანსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2017 წელს 3-მილიონ 800 ათას ლარს მიიღებს. 20-მილიონიდან 17 მილიონამდე მცირდება მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება.

საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება რამდენიმე სამინისტროსაც ეხება.

10-მილიონით მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება - გიორგი მღებრიშვილის უწყება, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 595-მილიონით ფინანსდებოდა, 2017 წელს 585-მილიონს მიიღებს. ამასთან, 10-მილიონი ემატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც მომავალ წელს 110-მილიონს მიიღებს.

საბიუჯეტო დაფინასების კლება ერთი მილიონით დაზვერვის სამსახურსაც შეეხება - მისთვის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით 14-მილიონი ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე წლის ბიუჯეტით იუსტიცის სამინისტროს დაფინანსება 70 მილიონ 528 ათას ლარს შეადგენა. 2017 წლის პროექტით კი, მისთვის განსაზღვრულია 65-მილიონ 600 ათასი ლარი.

153-მილიონ 800 ათასი ლარიდან 146-მილიონამდე მცირდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელს 110-მილიონი ლარით დაფინანსდა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით უწყება 105-მილიონ 600 ათას ლარს მიიღებს.

97-მილიონიდან 96-მილიონ 450 ათას ლარამდე მცირდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები; 135-მილიონიდან 121 - მილიონამდე ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, რომელიც მიმდინარე წელს 42-მილიონ 100 ათასით დაფინანსდა, მომავალი წლისათვის 37-მილიონ 950 ათას ლარს მიიღებს.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ნული ლარია გამოყოფილი სახელმწიფო ენის დეპარტამენტისათვის, რომლის შექმნაც მთავრობას პარლამენტის მიერ მიღებული "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონით დაევალა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი პარამეტრები დიდწილად შეიცვლება და შემდგომი წარდგენისას პარლამენტში მისი კორექტირებული ვარიანტი შემოვა.

მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 10-მილიარდ 555 მილიონ ლარს შეადგენს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"