პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყველასთვის საფრთხეა
ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყველასთვის საფრთხეა

მე ვა­პი­რებ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მის­ვლას და ხმის მი­ცე­მას სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის საფრ­თხის წი­ნა­აღ­მდეგ, - ამის შე­სა­ხებ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი "გირ­ჩის" ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს.

რო­გორც ჯა­ფა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, არ სჯე­რა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ტო­ვებს მნიშ­ვნე­ლო­ვან შანსს, რათა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ მი­ი­ღოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა.

ჯა­ფა­რი­ძის აზ­რით, რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"მე არ მჯე­რა, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის შემ­დეგ (რაც ცალ­სა­ხად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა) რამ­დე­ნი­მე "რა­მაზ ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი" პრინ­ცი­პუ­ლო­ბის მა­გა­ლითს გვაჩ­ვე­ნებს. მე­ტიც, მე მჯე­რა რომ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც აღ­მოვ­ჩნდით, მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ენმ-მ არ შეც­ვა­ლა არ­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა, რად­გან სჭირ­დე­ბო­და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ენმ-მა არ შე­ამ­ცი­რა ბი­უ­როკ­რა­ტია, რად­გან სჭირ­დე­ბო­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ენმ-მ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ისე­ვე რო­გორც მერე, გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი­ყო, რო­გორც "ერ­თა­დერ­თი პრო­და­სავ­ლუ­რი ძალა" პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე. ივა­ნიშ­ვილ­მა უბ­რა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნა ყო­ვე­ლი­ვე ეს და აქვს დიდი შან­სი მი­ი­ღოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში", - აღ­ნიშ­ნავს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

რო­გორც ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი "გირ­ჩის" ლი­დე­რი გან­მარ­ტავს, მას არ სჯე­რა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი კრემ­ლი­დან იღებს ინ­სტრუქ­ცი­ებს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას მო­წყვი­ტოს.

"მე ასე­ვე არ მჯე­რა რომ ოც­ნე­ბა/ივა­ნიშ­ვი­ლი აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო მო­წყვი­ტოს ევ­რო­პას და წა­იყ­ვა­ნოს ევ­რა­ზი­ის კავ­ში­რის­კენ. არც იმის მჯე­რა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი კრემ­ლი­დან იღებს ინ­სტრუქ­ცი­ებს. მაგ­რამ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა არის საფრ­თხე ყვე­ლას­თვის და ყვე­ლაფ­რის­თვის, მათ შო­რის "ოც­ნე­ბის­თვი­საც", მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მოგ­წონს "ოც­ნე­ბა" თუ არა. აქამ­დე არ გა­მი­კე­თე­ბია არა­ნა­ი­რი მო­წო­დე­ბა. "გირ­ჩის" წევ­რე­ბი თუ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და თა­ვად იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. არც ამ ტექ­სტით ვა­პი­რებ ვინ­მეს რა­მის­კენ მო­ვუ­წო­დო, მაგ­რამ მინ­და ჩემი პო­ზი­ცია გავ­ხა­დო სა­ჯა­რო. მე ვა­პი­რებ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მის­ვლას და ხმის მი­ცე­მას სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის საფრ­თხის წი­ნა­აღ­მდეგ. მეს­მის რომ შან­სე­ბი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს პრინ­ცი­პის სა­კი­თხია და ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ჩემი შვი­ლე­ბის წი­ნა­შე", - აცხა­დებს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყველასთვის საფრთხეა

ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყველასთვის საფრთხეა

მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, არ სჯერა, რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს, რათა ”ქართულმა ოცნებამ” არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ჯაფარიძის აზრით, რეალობა, რომელშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა, მნიშვნელოვანწილად ”ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა.

”მე არ მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ (რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა) რამდენიმე ”რამაზ ნიკოლეიშვილი” პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს. მეტიც, მე მჯერა რომ სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა. ენმ-მ არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა, რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ენმ-მა არ შეამცირა ბიუროკრატია, რადგან სჭირდებოდა ადმინისტრაციული რესურსი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ენმ-მ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი, რომ წარმოდგენილიყო, როგორც ”ერთადერთი პროდასავლური ძალა” პოლიტიკურ ველზე. ივანიშვილმა უბრალოდ გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში”, - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” ლიდერი განმარტავს, მას არ სჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს და ”ქართული ოცნება” აპირებს საქართველო ევროპას მოწყვიტოს.

”მე ასევე არ მჯერა რომ ოცნება/ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ. არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს. მაგრამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის „ოცნებისთვისაც“, მიუხედავად იმისა, მოგწონს „ოცნება“ თუ არა. აქამდე არ გამიკეთებია არანაირი მოწოდება. „გირჩის“ წევრები თუ მხარდამჭერები თავისუფალი ადამიანები არიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. არც ამ ტექსტით ვაპირებ ვინმეს რამისკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გავხადო საჯარო. მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ. მესმის რომ შანსები ძალიან, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე”, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."