ფოტოგრაფი გოგა ჩანადრი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართულ ენაში შემოსული და დამკვიდრებული სიტყვების გამოქვეყნებას განაგრძობს:
ქართული სიტყვები, რომლებიც ბოლო ასწლეულში ქართულ ენაში შემოვიდა:
1. ფეხბურთი, ფრენბურთი, წყალბურთი და ბურთთან დაკავშირებული სხვა სახეობები
2. ლიანდაგი და განძელი
3. მსაჯი
5. მეკარე, ნახევარმცველი, კუთხური და გუნდურ სახეობებთან დაკავშირებული სხვა სპორტული სიტყვები
7. წყალბადი, ჟანგბადი, ზეჟანგი, ცილა ნახირწყალი, ბირთვი და ქიმია-ფიზიკასთან დაკავშირებული სხვა სიტყვები
8. განტოლება და ალგებრა-გეომეტრიასთან დაკავშირებული სხვა სიტყვები (მართკუთხედი, ოთხ და სამკუთხედი, ნამრავლი-მამრავლი და ასე შემდეგ
9. შვეულმფრენი და არა ვერტმფრენი
10. მუხტი
ეს არის სწორედ ენის გამდიდრების პროცესი და არა სხვა ენებივით, ვთქვათ, ფუტბოლი-ვოლეიბოლის დატოვება და ასე შემდეგ.
როცა ენას აქვს თარგმნის ან ახალი სიტყვის შენის უნარი, რატომ უნდა ვთქვათ უარი? დღეს კი დაუფიქრებლად ვიღებთ უცხო სიტყვებს.
იხილეთ ასევე: 10 ვითომ საერთაშორისო სიტყვა, რომელთა ქართული შესატყვისებიც მოგვეპოვება