პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი მაყურებლის პირისპირ - "რესპუბლიკური პარტიის" პასუხები ყველა კითხვაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ
ლევან ბერძენიშვილი მაყურებლის პირისპირ - "რესპუბლიკური პარტიის" პასუხები ყველა კითხვაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ

14 ოქ­ტომ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა" "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხებს! მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­ცე­მა­ში, დას­ვით ნე­ბის­მი­ე­რი თა­მა­მი და კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვა!

2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პარ­ტი­ამ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის მხო­ლოდ 1.55% მო­ი­პო­ვა.

გა­მარ­თლდა თუ არა მათი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და ამ­ჟა­მად პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის პროგ­ნო­ზე­ბი? არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კახა კა­ლა­ძე ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის პარ­ტი­ას "ნულპ­რო­ცენ­ტი­ანს" უწო­დებს, არა­ნაკ­ლებ მწვა­ვეა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბე­ბი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" გა­მო­კი­თხვე­ბით 1%-იანი მხარ­და­ჭე­რაც კი არ აქვს". რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა სექ­ტემ­ბერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" აფა­სებს ძა­ლი­ან სწო­რად".

ამ შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" არ აპი­რებს კუ­ლი­სებ­ში და ძი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დას­ვლას". ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე აცხა­დებს.

რო­გო­რია პარ­ტი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? რას უკავ­ში­რე­ბენ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბას და რას ფიქ­რო­ბენ ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ზე - ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს მა­ყუ­რებ­ლის მწვა­ვე კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­უ­წევს.

"ჩემი კი­თხვა" - ეს არის "Palitranews"-ის ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, რე­ა­ლურ დრო­ში, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ვი­დე­ოთ­ვა­ლით, სახ­ლი­დან ან ოფი­სი­დან გა­უს­ვლე­ლად დას­ვან კი­თხვა.

შე­მო­სუ­ლი კი­თხვე­ბი­დან აირ­ჩე­ვა 10 კი­თხვა პრო­დი­უ­სე­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ და კი­თხვის ავ­ტო­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, ღია ეთერ­ში მი­ი­ღონ პა­სუ­ხე­ბი კი­თხვის ად­რე­სა­ტის­გან.

რო­გორ დავ­სვა კი­თხვა?

გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ამი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეთ ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ნე­ბის­მი­ე­რი, თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ეწ­ვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დას­ვი შე­კი­თხვა და გა­ა­კე­თე ჰეშ­თე­გი #ჩე­მი­კი­თხვა,

ან გა­მოგ­ზავ­ნე E-mail მი­სა­მარ­თზე: info@palitranews.ge

ან მოგ­ვწე­რე SMS ნო­მერ­ზე - 577 11 11 30

ან მოგ­ვწე­რე Viber-ში ნო­მერ­ზე - 577 11 11 30

ან მოგ­ვწე­რე Skype-ში. Palitra.news

პა­რას­კევს, 14 ოქ­ტომ­ბერს თქვენს კი­თხვებს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი უპა­სუ­ხებს! ჰკი­თხე, რაც გინ­და!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ლევან ბერძენიშვილი მაყურებლის პირისპირ - "რესპუბლიკური პარტიის" პასუხები ყველა კითხვაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ

ლევან ბერძენიშვილი მაყურებლის პირისპირ - "რესპუბლიკური პარტიის" პასუხები ყველა კითხვაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ

14 ოქტომბერს ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "ჩემი კითხვა" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებს! მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში, დასვით ნებისმიერი თამამი და კრიტიკული კითხვა!

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პარტიამ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 1.55% მოიპოვა.

გამართლდა თუ არა მათი ყოფილი თანაგუნდელებისა და ამჟამად პოლიტიკური ოპონენტების პროგნოზები? არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ყოფილი თანაგუნდელების პარტიას "ნულპროცენტიანს" უწოდებს, არანაკლებ მწვავეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებები - ბიძინა ივანიშვილის თქმით, "რესპუბლიკურ პარტიას" გამოკითხვებით 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს". როგორც ივანიშვილმა სექტემბერში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, საზოგადოება "რესპუბლიკურ პარტიას" აფასებს ძალიან სწორად".

ამ შედეგის მიუხედავად, "რესპუბლიკური პარტია" არ აპირებს კულისებში და ძილის მდგომარეობაში გადასვლას". ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს.

როგორია პარტიის სამომავლო გეგმები? რას უკავშირებენ არჩევნებში დამარცხებას და რას ფიქრობენ ყოფილ თანაგუნდელებზე - ლევან ბერძენიშვილს მაყურებლის მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

"ჩემი კითხვა" - ეს არის "Palitranews"-ის ინოვაციური პროექტი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა 10 კითხვა პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღია ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

როგორ დავსვა კითხვა?

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.

ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,

ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge

ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Skype-ში. Palitra.news

პარასკევს, 14 ოქტომბერს თქვენს კითხვებს ლევან ბერძენიშვილი უპასუხებს! ჰკითხე, რაც გინდა!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."