ამერიკაში, ფლორიდას შტატში ორი მძარცველი ვინმე გარის სახლში შეიპარა, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ გარის ზედმეტსახელი "ადამიანი მგელი" იყო. ბანდიტები არ ელოდნენ, რომ ბინის პატრონი სახლში იქნებოდა და არც ის იცოდნენ, რომ მას 10 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული მამაკაცების გაუპატიურებისათვის.
"მგელმა" პოლიცია არ გამოიძახა, ამის მაგივრად დასჯის ალტერნატიურ ხერხს მიმართა: ხუთი დღის განმავლობაში მძარცველები მის სექსმონებად აქცია. შეიძლება მას კიდევ დიდხანს გაეგრძელებინა "სადამსჯელო ღონისძიებები", მაგრამ საბრალო მძარცველების ყვირილის ხმები მეზობლების ყურამდე მივიდა, რომელთაც პოლიციას უხმეს.
სამართალდამცველების თქმით, მძარცველები ფსიქოლოგიურად განადგურებულები არიან. "არასოდეს მინახავს მამაკაცის გამომეტყველებაში ამხელა სასოწარკვეთა", - განაცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.