მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ონიანი - "ნაციონალური მოძრაობის" ორ აქტივისტს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ
გიორგი ონიანი - "ნაციონალური მოძრაობის" ორ აქტივისტს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ორ აქ­ტი­ვისტს ვა­ზი­სუ­ბან­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი თავს და­ესხნენ და ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა , - ამის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი ონი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მათი ორი აქ­ტი­ვის­ტი ვა­ზი­სუ­ბან­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფი­სის გვერ­დით სუ­პერ­მარ­კეტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლის დრო­საც მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 30-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თავს და­ეს­ხა და ისი­ნი ხელ­კე­ტე­ბით სცე­მა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ვა­ზი­სუბ­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძის შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მათ შტაბ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ გოგა ონი­ა­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნას შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აბუ­სე­რი­ძის შტა­ბი­დან აც­ნო­ბეს, ონი­ა­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ აგ­რე­სი­ით. "სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 23:30 სა­ათ­ზე, ჩვე­ნი ოფი­სის მიმ­დე­ბა­რედ, კერ­ძოდ, სუ­პერ­მარ­კეტ­თან გა­მოჩ­ნდა რა­მო­დე­ნი­მე პირი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ისი­ნი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძის მი­მართ უცენ­ზუ­რო სი­ტყვებ­ში. რა­საც მოჰ­ყვა გამ­ვლელ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლა. აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი ამო­იც­ნეს გამ­ვლელ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა. ისი­ნი აღ­მოჩ­ნდნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი ონი­ა­ნის შტა­ბის წევ­რე­ბი", - აცხა­დე­ბენ აბუ­სე­რი­ძის შტაბ­ში.

დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის შტა­ბი ფო­ტო­სუ­რათ­საც ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც, მათი გან­მარ­ტე­ბით,ის პი­რე­ბი არი­ან ასა­ხუ­ლი, ვინც დღე­ვან­დელ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ფო­ტო­ზე წი­თე­ლი ხა­ზით არი­ან გა­მო­ყო­ფი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გიორგი ონიანი - "ნაციონალური მოძრაობის" ორ აქტივისტს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ

გიორგი ონიანი - "ნაციონალური მოძრაობის" ორ აქტივისტს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის" ორ აქტივისტს ვაზისუბანში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ და ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება , - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გიორგი ონიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი ორი აქტივისტი ვაზისუბანში "ქართული ოცნების" ოფისის გვერდით სუპერმარკეტში იმყოფებოდა, რომლის დროსაც მას "ქართული ოცნების" 30-მდე წარმომადგენელი თავს დაესხა და ისინი ხელკეტებით სცემა.

"ქართული ოცნებიდან" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბის ინფორმაციით კი, მათ შტაბთან "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გოგა ონიანის მხარდამჭერების გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბუსერიძის შტაბიდან აცნობეს, ონიანის მხარდამჭერები გამოირჩეოდნენ აგრესიით. "სამუშაო რეჟიმში, დაახლოებით 23:30 საათზე, ჩვენი ოფისის მიმდებარედ, კერძოდ, სუპერმარკეტთან გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა "ქართული ოცნებისა" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებში. რასაც მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები", - აცხადებენ აბუსერიძის შტაბში.

დეპუტატობის კანდიდატის შტაბი ფოტოსურათსაც ავრცელებს, რომელზეც, მათი განმარტებით,ის პირები არიან ასახული, ვინც დღევანდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ. აღნიშნული პირები ფოტოზე წითელი ხაზით არიან გამოყოფილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."