ჩვენ გამოვიყენებთ პარლამენტს, გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, გამოვიყენებთ ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო საბოლოოდ არ გადაიქცეს ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციის აზრი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამისთვის პარტია გამოიყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის, პარლამენტს.
"შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" დარჩა ფაქტობრივად ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ბრძოლაზე, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ ივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, მიუხედავად გაყალდებისა და ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის ფონზე, ვიღებთ ბრძოლას. პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურში, ჩვენ შევალთ პარლამენტში და მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, გამოვიყენებთ პარლამენტს, გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს საბოლოოდ ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციური აზრი. აი, ამისთვის გამოიყენებს პარტია ყველა საშუალებას, მათ შორის, პარლამენტს", - განაცხადა ბაქრაძემ.
იხილეთ ვიდეო: რა გადაწყვეტილება მიიღეს "ნაციონალებმა"? - პირველი განცხადება ხანგრძლივი თათბირის შემდეგ