"სად არის მიშა? რა აყვირებდა ტრუხაზე, თუ არ ჩამოდიოდა?" - რაზე კამათობენ "ფეისბუქზე" თამარ ჩერგოლეიშვილი და ლაშა ბერულავა

"სად არის მიშა? რა აყვირებდა ტრუხაზე, თუ არ ჩამოდიოდა?" - რაზე კამათობენ "ფეისბუქზე" თამარ ჩერგოლეიშვილი და ლაშა ბერულავა

"აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნების წაგების გადაბრალების თემას გამოეხმაურა. ბერულავას პოსტზე "ტაბულას" დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარი გააკეთა, რასაც ბერულავასა და ჩერგოლეიშვილს შორის მწვავე დისკუსია მოყვა:

"მიშას რიტორიკამ "ჩამოვდივარ!" ქოცები დარაზმა და მერყევები დააშინაო. კაი, ბატონო. არის ამაში ლოგიკა. მაგრამ იმავე რიტორიკამ რამდენი მომხრე დარაზმა, ვინც ენმ-ს მიშას გამო უჭერს მხარს, ეგ დაითვალა ვინმემ? ცხვარი დაკლეს - მე წამაკლეს, ღორი დაკლეს - მე წამაკლესო, ქათამმა რომ თქვა, ისეა მიშას საქმე"

წაიკითხეთ: "ნაციონალები" წაგებას სააკაშვილს აბრალებენ? - რას წერენ ფეისბუქზე პარტიის მხარდამჭერები

ჰო, კიდევ: ვინც ენმ-ს მიხეილ სააკაშვილის გამო უჭერს მხარს, ყველა კერპთაყვანისმცემელი და ბელადომანიით შეპყრობილი არ არის, მე ასე ვხედავ. უბრალოდ, ძალიან ცუდი ტონია ახლა მიშასთვის არჩევნების წაგების გადაბრალება ან იმის თქმა - უფრო მეტს ავიღებდით, მიშას რიტორიკა რომ არაო", - დაწერა ბერულავამ.

პოსტს თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა ცნობილი სახეები ეხმაურებიან:

თამარა ჩერგოლეიშვილი:

და სად არის მიშა? ჩამოვიდა? რა აყვირებდა ტრუხაზე თუ არ ჩამოდიოდა?

რატომ უნდა ვიგერიებდე მე ახლა ქოცების დაცინვებს მიშას ჩამოსვლაზე, როცა არც ეგ ჩამოსვლის მუქარები მომწონდა, მერჩივნა მოგვეგო, წყნარად ჩამოსულიყო, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა და მხარდაჭერა აღედგინა (ეგეც მითია - ჩვენ მომხრეებშიც არ არის კონსენსუსი მიშას როლთან დაკავშირებით, არათუ მერყევებში - გაზომილია). მითუმეტეს ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1 პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა. და ახლა მე ვიგერიებ დაცინვებს იმაზე, რომ "გადაგვაგდო".

რატომ? გინდა კაცურად ახსენი, გინდა ქუჩურად, გინდა ქალურად, გინდა კოლეგიალურად... რამენაირად ახსენი. და მარტო ქოცების თავდასხმებს კი არ ვიგერიებ, კიდევ ვიღაც გიჟები მოგვიქსია და მოღალატეებს აძახებინებს.

წაიკითხეთ: "მეორე ტურში ნაცები ბოლომდე გაბანძდებიან" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ლაშა ბერულავა:

ავხსენი ერთხელ, როგორც მესმის: ისეთივე რიტორიკა იყო "ჩამოვალ", როგორიც, ვთქვათ, შენი და ჩემი "8 ოქტომბერს ბიძინა დასრულდება". რით არაა ეს ახსნა?

ეგ ცალკე ამბავია, მიქსევა და მოქსევა. ძალიან ცუდი, მაგრამ ზოგს არ ჭირდება მიქსევა, თამარ, შენც ხომ იცი.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

ბიძინა დასრულდება რას ნიშნავს, ბიძინას დასრულება ჩემზე არაა დამოკიდებული მხოლოდ, ამომრჩეველზეცაა. ჩემი ვალია რომ გამარჯვების რწმენა გავაღვივო, იმიტომ რომ ამომრჩევლის ნახევარი იმ პარტიას აძლევს ხმას, რომლის გამარჯვებისაც ჯერა. და ეს კარგად შევძელით.

მიშას ჩამოსვლა რაზეა დამოკიდებული? ბილეთის აღებაზე არა? თუ არ აპირებ გვირაბის გამოთხრას, რას გვატყუებ? მითმეტეს როცა გიხსნით, რომ ხელს გვიშლის გამარჯვებაში? და შენც კარგად იცი, რომ ძალიან, ძალიან სუსტი და უსუსური ახსნაა ეგ, რასაც შენ ამბობ.

მაგრამ თუ გინდა ეგ ახსნა ჭამო, ჭამე - მე ტრუხას ჭამა არ მევასება.

ჰოდა თუ ეგეთი მაგრები ხართ რომ ქუჩაში გავარდნა რევოლუციები გინდათ, ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის სახეში შეფურთხების ფასად გადით - არავინ გიშლით, ვინც გინდათ დაიყენეთ წინ და გაყევით. მაგრამ ახლა ეგ თემაც არაა - ალბათ იმ ძალიან ცოტა ადამიანს შორის ვარ, ვინც მას კარგად იცნობს და უკან დაიხევს. ხომ გვლანძღეთ? - ძალიან ლამაზად დაინახავთ, რომ მიშა მხარს დაუჭერს მეორე ტურებში მონაწილეობასაც და პარლამენტში შესვლასაც.

ოთხი წელია არ დამისვენია და უცებ ვიღებთ ოდესიდან ბრძანებას ღვინის ჭიქით (ჩამოვალ ჩამოვალ ჩამოვალ - არ ჩამოვალ შემდეგ), რომ თურმე ჩვენ მიშას გარეშე ნულები ვართ და უნდა ბარიკადებზე დავდგეთ იმიტომ რომ ის ასე თვლის - დადგეს და დავთვალოთ ვინ უფრო ნულია, ჩვენ მიშას გარეშე, თუ მიშა ჩვენს გარეშე. თუ ასე თავხედობთ და დატოლებაზე წავიდა საქმე.

მარტივია. ჩამოვიდეს და დადგეს მიშა მეგი გოცირიძესთან, ნანა ჟორჟოლიანთან და ელისო კილაძესთან ერთად და შეუტიოს.

ჩვენ ხომ მოღალატე ნულები ვართ მის გარეშე.

შევხედოთ.

ლაშა ბერულავა:

ჰოდა თუ ეგეთი მაგრები ხართ რომ ქუჩაში გავარდნა რევოლუციები გინდათ, ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის სახეში შეფურთხების ფასად გადით - არავინ გიშლით, ვინც გინდათ დაიყენეთ წინ და გაყევით.

_

საერთოდ არ ვარ რევოლუციის მომხრე, კი იცი შენ ეგ :) პარლამენტის ბოიკოტი აუცილებლად ქუჩაში დგომას და რევოლუციას რატომ ნიშნავს? პატივს ვცემთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, თუმცა, ჩვენი მონაცემებით (და არის ამის ვიდეოები), ეს შედეგები არ ასახავს ხალხის განწყობას, ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობრივ სცენარსო - დაახლოებით ამ კონტექსტში რომ გაკეთდეს განცხადება, ამით რა შავდება, მარგინალიზაციაა ეს? ვუშვებ, არ მესმოდეს, განმიმარტე, თუ შეგიძლია

თამარ ჩერგოლეიშვილი:

ლაშა ბერულავა განვმარტეთ ათასჯერ ლაშა. ჩემ კედელზე დევს ყველა სპიკერის და პოლიტიკური ანალიტიკოსის მოსაზრება, რომელსაც აზრი მოეკითხება და ჩვენ დასაცავად ხმა ამოუღია ან აქ, ან საერთაშორისო არენაზე.

ჰოდა რავი აბა, ჩვენ მიშას გარეშე ნულები ვართ და თქვენ გააგრძელეთ. ჩვენ ჩვენსას ვიზამთ.

ამ განმარტებების პასუხად მივიღეთ კონკრეტული ადგილიდან მართული შეურაცხყოფები (და ზუსტად ვიცი, რომ ეს ხალხი დავალებას ასრულებდა).

ლაშა ბერულავა:

მაგრამ მეორე მხარეს, ანუ არშესვლის მომხრეთა მხარეს ვინც დგას, ისინი არ არიან ანგარიშგასაწევი ხალხი? პარლამენტარები, ყოფილი პარლამენტარები, ექსპერტები - ბევრის აზრი ვნახე. შეიძლება მიშამ მართლა თქვას, უნდა შევიდნენ პარლამენტშიც და მეორე ტურშიც უნდა იბრძოლონო, მაგაში კი გეთანხმები :) მაგრამ მე მაინც ჩემ აზრზე დავრჩები. მიშაზე არანაკლებ პატივსაცემი ადამიანების მოსაზრებები წავიკითხე, შესვლის სასარგებლოდ, მაგრამ ჩემ აზრზე ვარ ისევ. მე ის არ მინდა, ამ გადაბრალება-გადმობრალებამ ენმ-ს მომხრეები გახლიჩოს, ეგ არ იქნება კარგი, მაგრამ გადაბრალება რომ წავიდა და ამასაც მიზანმიმართული სახე აქვს, უნდა დამეთანხმო - ამდენი პირდაპირ ხელის გაშვერა მისასკენ მანამდე მე არ მახსოვს.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

არანაირი გადაბრალება და გადმობრალება არ დაწყებულა იმ ადამიანების მხრიდან ვინც პარლამენტში შესვლის მომხრეა. დილიდან დაგვხვდა შეურაცხყოფების ნიაღვარი, რაც ცხადია პირველი არ არის, ყველაფერს აქვს საზღვარი. შეურაცხყოფაზე პასუხს მიიღებს ყველა. როდესაც მეუბნები, რომ მიშას გარეშე ნული ვარ და როდესაც ზუსტად ვიცი ვინ გასცა ეს ინსტრუქცია, აუცილებლად გაეცემა ყველაფერს პასუხი. უღირსი საქციელი უნდა შეფასდეს.

ლაშა ბერულავა:

თუ ფიქრობ, რომ ყველა ინსტრუქციით მოქმედებს, შენი ნებაა. მაგრამ არის ხალხი, ვინც ამის (არშესვლის) მომხრეა ყველანაირი ინსტრუქციის გარეშე. და არც ისე ცოტა. იმათ აუხსენით მაშინ მშვიდად და ინსტრუქციით ვინც მოქმედებს, დაიკიდეთ.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

არ ვფიქრობ ლაშა. ვიცი. და ისიც ვიცი, რომ ეგეთი ხალხი არსებობს - რომ არ არსებობდეს ამ ინსტრუქციასაც ვერ მიიღებდნენ, სულელი კი არ არის, სადაც გასდის, იქ აკეთებს.

ლაშა ბერულავა: ჯიმო, თამარის ნათქვამი, ნებისმიერი რამ რომ გიგას პოზიციად აღიქმება, ეგ საზოგადოების პრობლემაა და არა თამარის.

თამარ ჩერგოლეიშვილი: ნუ ეგ ცალკე საკითხია. დაამშვიდეთ, რომ მე ძალით ჩემ გვერდზე არასოდეს არავინ გამიკავებია და არც გიგას ვაკავებ. მე ისეთი ვარ როგორიც ვარ და თუ გიგას არ მოსწონს ჩემი აქტიურობა - სუფრას გავუფენ გზაზე და მიბრძანდეს, როგორც არ უნდა მიყვარდეს.

არც გიგაა ის ჩამოსხმა, რომ ოჯახის შენარჩუნების ხათრით მიტანდეს. მე არც პარტიის წევრი ვარ და არც გადაწყვეტილების მიმღები - მე დამოუკიდებლად მაქვს ის ძალა, რაც მაქვს - არავისი დამსახურება ეს არ არის, ჩემი და ჩემი მშობლების დამსახურებაა, ვინც გამზარდა.

ლაშა ბერულავა:

ისე, "გაზომვაა" ისიც, როცა ამბობენ, რომ არა მიშას რიტორიკა, მეტი მხარდაჭერა გვექნებოდაო. რითი გაიზომა, მერყევი ამომრჩევლის მხარდაჭერა რამდენია და რამდენი დაიკარგა მიშას გამო?

თამარ ჩერგოლეიშვილი:

და ძალიან მომაბეზრებელია იმის სმენა რომ ვიღაცის გარეშე ნული ვარ. დამამცირებელი და აღმაშფოთებელი. ლაშა, არ შემოვალ მაგ დისკუსიაში. თუნდაც რომ მცდარი იყოს აზრი რაც შოთა უტიაშვილმა გამოთქვა - მერე რა? ის ასე ფიქრობს, ვიღაც სხვანაირად.

პარტიის რომელიმე სპიკერი ან პარტიის რომელიმე წევრი გამოვიდა და დაიწყო თითების აქეთ იქით შვერა? რას გავს ეს შეურაცხყოფების ნიაღვარი?

ლაშა ბერულავა:

ჰოდა, მეც არ შევალ დისკუსიაში. თუ ახლა მიშა გამოვა და იტყვის, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ და მეორე ტურშიც უნდა გავიდეთო, ვიტყვი, რომ ამომრჩეველი მიშასაც ფეხებზე ჰკიდია

თამარ ჩერგოლეიშვილი:

ეგ სხვა საკითხი იქნება. უბრალოდ მე მინახავს კონკრეტული დაჯგუფება რომელიც ოთო კახიძეს ესხმოდა თავს შენი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო და გიგი რომ ახსენე, ბაჩო რატომ არ ახსენეო. ნაირა მორგოშიას სინდიკატის მოგერიებით ვიყავი დაკავებული ხუთი დღეს.

რაღაც არ მინახავს იგივე ბაკხანალია მიშას კედელზე, როდესაც თქვა დათა ახალია ორჯერ მყავს ნანახი და ახალაიები ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდნენო.

ჰოდა მაგას რომ ვხედავ - როცა ვხედავ, რომ ოთოს, რომელმაც ყველაფერი გვერდზე გადადო, რომ ჩვენს გვერდით მდგარიყო თავზე ფეკალიებს ასხამენ და მერე გაცილებით უფრო მკაფიო rejection-ზე, გასუსულები სხედან, ნუ მომთხოვ, რომ ეს ადამიანები პრინციპების ერთგულებად მივიჩნიო და მათ აზრს პატივისცემით მოვეკიდო.

ან მათგან ავიტანო "უპრინციპობის" "ლაჩრობის" და "ღალატის" ბრალდებები.

ლაშა ბერულავა:

მე მიშაზეც დავწერე მწარედ, როცა ლევან ქარდავას გადააბრალა ყველაფერი.

თამარა ჩერგოლეიშვილი: ხოდა ამიტომ გელაპარაკები შენ ყოველთვის კონსტრუქციულად. საქმე მიშაში, გიგაში, გრიშაში და ნათელაში არ არის, საქმე არის პრინციპებში და ამ პრინციპების ერთგულებაში. რის გამოც ერთს შეურაცხყოფ სასტიკად, მეორეს არ უნდა უწვებოდე. ესაა ჩემი პრინციპი და არ გადავუხვევ არასდროს, როგორც არ უნდა მიკიჟინოთ, რომ პარტიას ვაყენებ ზიანს. პრინციპების ერთგულება არავის აყენებს ზიანს გარდა მავნებლებისა.

ლაშა ბერულავა:

უბრალოდ, მე მგონია, რომ "ენმ-ს მხოლოდ მიშას გარეშე აქვს შანსი" არის ბიძინას ნარატივი და არ მომწონს, როცა ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ამ ნარატივს იმეორებენ. მე არ ვფიქრობ, რომ ენმ მიშას გარეშე უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ ენმ მიშასთან ერთად უნდა განვითარდეს.

თამარ ჩერგოლეიშვილისა და ლაშა ბერულავას კამათში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც ჩაერთო:

ნანუკა ჟორჟოლიანი: აუ მარტო იმიტომ მინდა ეგ გუნდი ორად გაიყოს, რომ ეგ ზღაპრები მორჩეს. ვნახოთ ვისი რამდენი %-ია რა!

ლაშა ბერულავა: ჰოდა, გაყონ მერე, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს, თუ ასე უნდათ და თუ არ უნდათ, ამ უაზრო ხელის გაშვერას მორჩნენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ლაშა ბერულავა რით ვეღარ გაწყდა რა! :) დამთავრდება და ეგაა.

ელისო კილაძე: იქნებ იმან გააბრაზა ამომრჩეველი უვიცებს და ბრიყვებს რომ ეძახდა ფბ-ზე ერთი ლიდერის ცოლი? (გულისხმობს თამარ ჩერგოლეიშვილს)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს