პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რამდენ მანდატს მიიღებს პარლამენტში პროპორციული სიით - ცესკოს წინასწარი შედეგები
ვინ რამდენ მანდატს მიიღებს პარლამენტში პროპორციული სიით - ცესკოს წინასწარი შედეგები

წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პარ­ლა­მენ­ტში 44 მან­დატს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 27-ს, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" კი 6 მან­დატს მი­ი­ღებს.

ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 48,67 %, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" 27,11 %, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა" კი 5,01 % მი­ი­ღო, რაც ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხულ პარ­ტი­ა­თა პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დამ­დგე­ნი წე­სის მი­ხედ­ვით, სწო­რედ მან­და­ტე­ბის აღ­ნიშ­ნულ რა­ო­დე­ნო­ბას შე­ად­გენს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2016 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში 150 სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტი 77 პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით არ­ჩე­ულ დე­პუ­ტატ­სა და 73 მა­ჟო­რი­ტარს შო­რის ნა­წილ­დე­ბა.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხულ პარ­ტი­ა­თა პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შემ­დე­გი წე­სით და­ად­გენს: - პარ­ტი­უ­ლი სიის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 77-ზე გა­დამ­რავ­ლდე­ბა და ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის ჯამ­ზე გა­ი­ყო­ფა. პარ­ტი­უ­ლი სიის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მი­ღე­ბუ­ლი რი­ცხვის მთე­ლი ნა­წი­ლი წარ­მო­ად­გენს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: 30 სექ­ტემ­ბრის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ნა­წილ­დეს მან­და­ტე­ბი ახალ პარ­ლა­მენ­ტში (+ინ­ფოგ­რა­ფი­კა)

ამას­თან, თუ პარ­ტი­ის ან სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­თა ჯამი 77-ზე ნაკ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა, გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბი პირ­ველ რიგ­ში მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 6-მდე შე­სავ­სე­ბად, რიგ­რი­გო­ბით იმ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს უნდა და­ე­მა­ტოს, რო­მელ­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 6-ზე ნაკ­ლე­ბია. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, სა­უ­ბა­რია იმ სუ­ბი­ექ­ტებ­ზე, რომ­ლებ­მაც პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მან­და­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის შემ­დეგ იმა­ზე ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის მან­და­ტი მი­ი­ღეს, რაც ფრაქ­ცი­ის შექ­მნის­თვის არის სა­ჭი­რო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში მო­პო­ვე­ბულ 44 მან­დატს მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი 23 მან­და­ტიც ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც მმარ­თველ ძა­ლას უკვე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად აქვს, ვი­ნა­ი­დან 73 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქი­დან 23-ში არ­ჩევ­ნე­ბი პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში დას­რულ­და და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­მარ­ჯვე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტებ­მა მო­ი­პო­ვეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, მმარ­თველ პარ­ტი­ას პარ­ლა­მენ­ტში ჯა­მუ­რად 67 გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მან­და­ტი აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ დარ­ჩე­ნილ 50 მან­დატს, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა ის, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური სწო­რედ 50 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში უნდა გა­ი­მარ­თოს, სა­ი­და­ნაც 18 თბი­ლი­სის, 32 კი რე­გი­ო­ნე­ბის ოლ­ქია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 2012 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ორი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი: ბლო­კი "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" შე­ვი­და.

პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", რო­მე­ლიც ექვს პარ­ტი­ულ სუ­ბი­ექტს აერ­თი­ა­ნებ­და, ხმა­თა 54.97% მი­ი­ღო. მას 1 182 862-მა ამომ­რჩე­ველ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი და ამ შე­დე­გით პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, 44 მან­და­ტი შეხ­ვდა.

2012 წელს "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ამომ­რჩე­ველ­თა 40.34%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. მას 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში 867 432-მა ამომ­რჩე­ველ­მა მის­ცა ხმა და პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით 33 მან­და­ტი შეხ­ვდა.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებს, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პარ­ლა­მენ­ტში 41 მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გა­იყ­ვა­ნა, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" - 32 მა­ჟო­რი­ტა­რი.

ჯამ­ში, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პარ­ლა­მენ­ტში 85 დე­პუ­ტა­ტით შე­ვი­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი - 65, თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბი­დან მა­ლე­ვე, მის მიერ გაყ­ვა­ნილ­მა რამ­დე­ნი­მე მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რი­გე­ბი და­ტო­ვა და მხა­რი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­უ­ჭი­რა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს ახალ პარ­ლა­მენ­ტში - სამი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო სიის სა­ხე­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ რამდენ მანდატს მიიღებს პარლამენტში პროპორციული სიით - ცესკოს წინასწარი შედეგები

ვინ რამდენ მანდატს მიიღებს პარლამენტში პროპორციული სიით - ცესკოს წინასწარი შედეგები

წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით "ქართული ოცნება" პარლამენტში 44 მანდატს, "ნაციონალური მოძრაობა" 27-ს, "პატრიოტთა ალიანსი" კი 6 მანდატს მიიღებს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, "ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 48,67 %, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 27,11 %, "პატრიოტთა ალიანსმა" კი 5,01 % მიიღო, რაც ბარიერგადალახულ პარტიათა პროპორციული მანდატების რაოდენობის დამდგენი წესის მიხედვით, სწორედ მანდატების აღნიშნულ რაოდენობას შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის ნაწილდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბარიერგადალახულ პარტიათა პროპორციული მანდატების რაოდენობას შემდეგი წესით დაადგენს: - პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 77-ზე გადამრავლდება და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს.

ასევე წაიკითხეთ: 30 სექტემბრის გამოკითხვის შედეგები - როგორ შეიძლება გადანაწილდეს მანდატები ახალ პარლამენტში (+ინფოგრაფიკა)

ამასთან, თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად, რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს უნდა დაემატოს, რომელთა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლებია. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია იმ სუბიექტებზე, რომლებმაც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატი მიიღეს, რაც ფრაქციის შექმნისთვის არის საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, "ქართული ოცნების" მიერ პროპორციულ არჩევნებში მოპოვებულ 44 მანდატს მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული 23 მანდატიც ემატება, რომელიც მმართველ ძალას უკვე გარანტირებულად აქვს, ვინაიდან 73 მაჟორიტარული ოლქიდან 23-ში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს. შესაბამისად, ამ წუთის მდგომარეობით, მმართველ პარტიას პარლამენტში ჯამურად 67 გარანტირებული მანდატი აქვს.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევნებისთვის განსაზღვრულ დარჩენილ 50 მანდატს, როგორ გადანაწილდება ის, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური სწორედ 50 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს, საიდანაც 18 თბილისის, 32 კი რეგიონების ოლქია.

ინფორმაციისთვის, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ორი საარჩევნო სუბიექტი: ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შევიდა.

პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ", რომელიც ექვს პარტიულ სუბიექტს აერთიანებდა, ხმათა 54.97% მიიღო. მას 1 182 862-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით პროპორციული წესით, 44 მანდატი შეხვდა.

2012 წელს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩეველთა 40.34%-მა დაუჭირა მხარი. მას 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში 867 432-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა და პროპორციული წესით 33 მანდატი შეხვდა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 41 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 32 მაჟორიტარი.

ჯამში, კოალიცია "ქართული ოცნება" პარლამენტში 85 დეპუტატით შევიდა, "ნაციონალური მოძრაობა" კი - 65, თუმცა პარლამენტის შეკრებიდან მალევე, მის მიერ გაყვანილმა რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა და მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირა.

ასევე წაიკითხეთ: ვინ შეიძლება მოხვდეს ახალ პარლამენტში - სამი პარტიის საარჩევნო სიის სახეები

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."