მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს
"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი", რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტია სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ლი­ონ ლარს მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნულს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი" ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი - არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ნი­მუმ 5 %-ის მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღე­ბენ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან.

"სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღებს პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 5%-ს ან მეტს, ხოლო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში მი­ი­ღებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 10%-ს ან მეტს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ერთჯე­რა­დად მი­ი­ღებს არა­უ­მე­ტეს 1 000 000 ლარს არ­ჩევ­ნე­ბის ორი­ვე ტურ­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რა­ვად", - ნათ­ქვა­მია "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" 56-ე მუხ­ლში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ოდე­ნო­ბა 2 134 515 ლარს შე­ად­გენს.

სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ლი­ონ ლარს მი­ი­ღე­ბენ არ­ჩევ­ნებ­ში ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი სხვა სუ­ბიქ­ტე­ბიც. კერ­ძოდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­მელ­მაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ 13 498 020 ლარი და­ხარ­ჯა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რომ­ლის მიერ გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ოდე­ნო­ბა 1 921 091 ლა­რია.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს

"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს

"პატრიოტთა ალიანსი", როგორც საარჩევნო ბარიერგადალახული პარტია სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს. აღნიშნულს "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს.

კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები - არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას მიიღებენ, წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

"საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად", - ნათქვამია "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 56-ე მუხლში.

ინფორმაციისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ოდენობა 2 134 515 ლარს შეადგენს.

სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებენ არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა სუბიქტებიც. კერძოდ, "ქართული ოცნება", რომელმაც წინასაარჩევნოდ 13 498 020 ლარი დახარჯა და "ნაციონალური მოძრაობა", რომლის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა 1 921 091 ლარია.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."