წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, ერთ-ერთი ოჯახის საპირფარეშოში ახალშობილის გვამი იპოვეს. რაც შეეხება ბავშვის დედას, მშობიარობის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შსს-ში განმარტავენ, მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 112-ე მუხლით აღიძრა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.