ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილსა და სალომე არაბულს რამდენიმე დღის წინ გრანდიოზული ქორწილი ჰქონდათ. წყვილმა ჯვარი მცხეთაში დაიწერა, ქორწილი კი რესტორან "გუჯარში" გაიმართა. წყვილი ივნისში დაინიშნა. ძიუდოისტის მეუღლე მოცეკვავეა.
8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ემოციური იყო ლაშას მოგება რუს მოწინააღმდეგესთან და განსაკუთრებული ჟესტი, რომლითაც ყველას, განსაკუთრებით კი რუსებს შეახსენა, რომ ის ქართველია და ახსოვს ოკუპანტი.
Georgian Olympic champion’s national dance at his wedding