სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

29

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 11:10-ზე, მთვარე სასწორში გადავა 09:46-ზე – ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძე ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს
ნინო ბურჯანაძე ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს

ვთვლი, რომ ალა­სა­ნი­ამ მი­ი­ღო არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ბრძო­ლა­ში, რო­დე­საც ერთ შერ­კი­ნე­ბას წა­ა­გებ, კი არ უნდა წახ­ვი­დე, ბრძო­ლა უნდა გა­აგ­რძე­ლო, - ამის შე­სა­ხებ "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ დღეს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ, არ გა­ხა­რე­ბია. ბურ­ჯა­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ალა­სა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კის­თვის ცუ­დია. შე­დე­გად, ასე­ვე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ის დაშ­ლას არ გა­მო­რი­ცხავს.

"ნე­გა­ტი­უ­რად შე­ვა­ფა­სებ. მე ვთვლი, რომ ეს შეც­დო­მა იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე და ალა­სა­ნია და მისი გუნ­დი ოპო­ნენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან ხში­რად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი. ხში­რად ვეს­რო­დით ერ­თმა­ნეთ პო­ლი­ტი­კურ კენ­ჭებ­სა და ქვებ­საც კი, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მისი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გამ­ხა­რე­ბია. ნამ­დვი­ლად გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვთვლი, ეს პო­ლი­ტი­კის­თვის არის ცუდი. ვთვლი, რომ ალა­სა­ნი­ამ მი­ი­ღო არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ბრძო­ლა­ში, რო­დე­საც ერთ შერ­კი­ნე­ბას წა­ა­გებ, კი არ უნდა წახ­ვი­დე, ბრძო­ლა უნდა გა­აგ­რძე­ლო. ახლა ქვე­ყა­ნა­ში არის ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი არე­ნი­დან წას­ვლა ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის, რო­მელ­საც უცი­ლობ­ლად მოჰ­ყვე­ბა მისი პარ­ტი­ის დაშ­ლა, ნამ­დვი­ლად არ წა­ად­გე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს. მე ამას ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ და მი­მაჩ­ნია, რომ მისი მხრი­დან იყო ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. არ მინ­და ამას სი­სუს­ტე და­ვარ­ქვა", - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ნინო ბურჯანაძე ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს

ნინო ბურჯანაძე ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს

ვთვლი, რომ ალასანიამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ბრძოლაში, როდესაც ერთ შერკინებას წააგებ, კი არ უნდა წახვიდე, ბრძოლა უნდა გააგრძელო, - ამის შესახებ ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, არ გახარებია. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ალასანიას გადაწყვეტილება პოლიტიკისთვის ცუდია. შედეგად, ასევე ნინო ბურჯანაძე ალასანიას პარტიის დაშლას არ გამორიცხავს.

"ნეგატიურად შევაფასებ. მე ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე და ალასანია და მისი გუნდი ოპონენტები ვიყავით და ძალიან ხშირად დაპირისპირებულები. ხშირად ვესროდით ერთმანეთ პოლიტიკურ კენჭებსა და ქვებსაც კი, ამის მიუხედავად, მისი ეს გადაწყვეტილება არ გამხარებია. ნამდვილად გულწრფელად ვამბობ. იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლი, ეს პოლიტიკისთვის არის ცუდი. ვთვლი, რომ ალასანიამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ბრძოლაში, როდესაც ერთ შერკინებას წააგებ, კი არ უნდა წახვიდე, ბრძოლა უნდა გააგრძელო. ახლა ქვეყანაში არის ისეთი ვითარება, როდესაც პოლიტიკური არენიდან წასვლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, რომელსაც უცილობლად მოჰყვება მისი პარტიის დაშლა, ნამდვილად არ წაადგება პოლიტიკურ პროცესს. მე ამას ხმამაღლა ვამბობ და მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან იყო ძალიან დიდი შეცდომა. არ მინდა ამას სისუსტე დავარქვა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."