საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ, მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ამიტომ..." - გივი თარგამაძე
"მიშას პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ, მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ამიტომ..." - გივი თარგამაძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე ფიქ­რობს, რომ მე­ო­რე ტურ­ზე უა­რის თქმა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას ნიშ­ნავს. "რო­დე­საც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იქცა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერთ პრო­და­სავ­ლურ ძა­ლად, თვი­თი­ზო­ლა­ცია ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბად მი­მაჩ­ნია", - აცხა­დებს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გივი თარ­გა­მა­ძე, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს.

მისი აზ­რით, დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ის ტოლ­ფა­სია.

"პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე, მე­ო­რე ტუ­რებ­ში ბრძო­ლა­ზე უა­რის თქმა კი სწო­რად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბაა. იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი, რო­დე­საც ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა იქცა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერთ პრო­და­სავ­ლურ ძა­ლად, თვი­თი­ზო­ლა­ცია ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბად მი­მაჩ­ნია. ეს ორი საყ­რდე­ნი კი ჩემი ცხოვ­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტია. მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე პარ­ტი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის. შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ვე­დი სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან და ვფიქ­რობ, და­ვამ­ტკი­ცე, რომ გა­წე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჩემ­ზე, ჩემს ოჯახ­ზე უკი­დუ­რე­სი ზე­წო­ლის, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის პი­რო­ბებ­შიც არ შე­მი­სუს­ტე­ბია ბრძო­ლა, არ და­მიკ­ლია ძა­ლის­ხმე­ვა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. დღეს, რო­დე­საც შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­პო­ვოთ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის, აწდაშ­ლი­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ვიქ­ცეთ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის მთა­ვარ გა­რან­ტად, პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლით ავა­ცი­ლოთ ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე შავ­ბნელ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მი­ვიყ­ვა­ნოთ სი­ტუ­ა­ცია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ ჩა­მოშ­ლამ­დე, ემო­ცი­ე­ბის, ან პერ­სო­ნა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გამო, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უა­რის თქმას კა­ტე­გო­რი­უ­ლად შე­ვებ­რძო­ლე­ბი. ნუ­რა­ვინ მე­ტყვის, რომ ჩემ­ზე კარ­გად ეს­მის სი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში. 30 წე­ლი­წა­დია ამ ბრძო­ლა­ში ვარ. ჩემი ოჯა­ხი შექ­მნის დღი­დან უკი­დუ­რე­სი საფრ­თხის ქვეშ ცხოვ­რობს, მაგ­რამ შეგ­ნე­ბუ­ლად მიდ­გას გვერ­დში. მი­შას პო­ლი­ტი­კი­დან შე­მოს­ვლის პირ­ვე­ლი დღი­დან მის გვერ­დში ვარ და არა­ფერ­ზე უკან არ და­მი­ხე­ვია. მაგ­რამ მე მაქვს ჩემი გო­ნე­ბა, ჩემი გული და ჩემი მებ­რძო­ლი სული. ამი­ტომ, მხო­ლოდ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბას და­ვუ­ჭერ მხარს, ვი­ნა­ი­დან ზუს­ტად ვიცი, რომ ესაა სწო­რი. ამა­ზეც ნუ დამძრა­ხავთ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია სამ­შობ­ლო და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ამის­თვის, თუ სა­ჭი­როა, ჩემს გა­დარ­ჩე­ნილ სი­ცო­ცხლეს უყოყ­მა­ნოდ გავ­წი­რავ", - წერს გივი თარ­გა­მა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"მიშას პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ, მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ამიტომ..." - გივი თარგამაძე

"მიშას პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ, მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ამიტომ..." - გივი თარგამაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე ფიქრობს, რომ მეორე ტურზე უარის თქმა თვითიზოლაციას ნიშნავს. "როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქცა ქვეყანაში ერთადერთ პროდასავლურ ძალად, თვითიზოლაცია ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ქმედებად მიმაჩნია", - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე, რომელიც საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

მისი აზრით, დღევანდელ სიტუაციაში თვითიზოლაციის ორგანიზება თვითლიკვიდაციის ტოლფასია.

"პარლამენტში შესვლაზე, მეორე ტურებში ბრძოლაზე უარის თქმა კი სწორად თვითიზოლაციის ორგანიზებაა. იმ სიტუაციაში კი, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქცა ქვეყანაში ერთადერთ პროდასავლურ ძალად, თვითიზოლაცია ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ქმედებად მიმაჩნია. ეს ორი საყრდენი კი ჩემი ცხოვრების ფუნდამენტია. მე ყველაფერი გავაკეთე პარტიის ერთიანობისთვის. შეგნებულად გავედი საარჩევნო სიიდან და ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ გაწეულ მდგომარეობაში, ჩემზე, ჩემს ოჯახზე უკიდურესი ზეწოლის, მკვლელობის მცდელობის პირობებშიც არ შემისუსტებია ბრძოლა, არ დამიკლია ძალისხმევა გამარჯვებისთვის. დღეს, როდესაც შეგვიძლია მოვიპოვოთ დასავლელი პარტნიორების, აწდაშლილი პროდასავლური პარტიების მხარდამჭერების მაქსიმალური მხარდაჭერა, ვიქცეთ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის მთავარ გარანტად, პოლიტიკური ბრძოლით ავაცილოთ ქვეყანას ყველაზე შავბნელ წარსულში დაბრუნება, მივიყვანოთ სიტუაცია დანაშაულებრივი ხელისუფლების ბუნებრივ ჩამოშლამდე, ემოციების, ან პერსონალური სურვილების გამო, ამ ყველაფერზე უარის თქმას კატეგორიულად შევებრძოლები. ნურავინ მეტყვის, რომ ჩემზე კარგად ესმის სიტუაცია ქვეყანაში. 30 წელიწადია ამ ბრძოლაში ვარ. ჩემი ოჯახი შექმნის დღიდან უკიდურესი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ შეგნებულად მიდგას გვერდში. მიშას პოლიტიკიდან შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ და არაფერზე უკან არ დამიხევია. მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ჩემი გული და ჩემი მებრძოლი სული. ამიტომ, მხოლოდ იმ მიმართულებას დავუჭერ მხარს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ესაა სწორი. ამაზეც ნუ დამძრახავთ. ჩემთვის მთავარია სამშობლო და ქართული სახელმწიფო. ამისთვის, თუ საჭიროა, ჩემს გადარჩენილ სიცოცხლეს უყოყმანოდ გავწირავ", - წერს გივი თარგამაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."