საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, "აია არენაზე" გაიმართა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ლელო" იმერეთის მთავარ ქალაქში ლიდერის რანგში ჩავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ოთარ ბარკალაიას ნაცვლად თამაშში მერაბ კვირიკაშვილი (23 ნომრით) ჩაერთო. საქართველოს ნაკრების გამოცდილი მოთამაშე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოედანს პირველად დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, 2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარიის შედეგად მორაგბე, მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. ავარიას ადგილზე ემსხვერპლა მეორე მანქანაში მსხდომი სამი ადამიანი. მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე.