შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შესაძლო მიზეზებზე საუბრობს:
"ჩემი აზრით, რატომ წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ: კამპანია დაიწყო კარგად, სწორი მესიჯებით ახალ სამუშაო ადგილებზე, პენსიების ზრდაზე, კანონების ლიბერალიზაციაზე და ა.შ. კარდაკარმაც გაამართლა. ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ რეიტინგი იზრდებოდა. ხალხმაც მეტწილად დაიჯერა ახალი სახეების.
ოცნების მთელი კამპანია იყო ის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, სინამდვილეში ეს პარტია მეცოცხეების პარტიაა და მიშას უნდა, ჩამოვიდეს და ცხრა წელი დააბრუნოს. ამისთვის გადაიღო ჰეროკრატია, დაიწყო სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება, გაუთავებელი საუბრები სახელმწიფო გადატრიალებაზე, დაკითხვები და ა.შ. საარჩევნო დაპირებები ოცნებას, ფაქტობრივად, არც ჰქონია. მოსახლეობა ცოტა დაიბნა, მაგრამ ოცნების მიერ დახატული კოშმარის არ დაიჯერა. სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრებს იუმორით იღებდნენ, ჰეროკრატიის რეიტინგი განოლდა. თუმცა ეჭვები, სინამდვილეში ვინ არის ნაციონალური მოძრაობა, მეცოცხეები თუ ახალი სახეები, ბოლომდე არ გამქრალა.
ამ დროს დადგა კამპანიაში გადამწყვეტი მომენტი: ნაციონალური მოძრაობის კამპანია გახდა ზეაგრესიული. გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა.
აქ გაიმარჯვა ოცნებამ. ისედაც ეჭვებში მყოფმა ხალხმა დაიჯერა, რომ ოცნება რასაც ამბობდა ნაციონალების ნამდვილ მიზნებზე, მართალი ყოფილა. მესიჯის ხაზგასასმელად, გივის მანქანაც კი ააფეთქეს. პ.ს. რა თქმა უნდა, იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვაც, დანიშნებაც, ტერაქტიც და სხვა ყველაფერი. მაგრამ, თავიდანვე ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეც იქნებოდა?" - წერს უტიაშვილი პოსტში.
პოსტის კომენტარებში აქტიურობენ პარტიის მხარდამჭერები. ნაწილი იზიარებს უტიაშვილის მოსაზრებებს, ნაწილი კი არ ეთანხმება მას:
თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი: "ყველა სიტყვა სწორია შოთიკ... პრობლემა ახალ და ძველ სახეებში არ ყოფილა, პრობლემა იყო იმაში, რომ პროგრესული ნაწილი საუბრობდა პარტიის განახლებაზე, იმაზე რომ გადაწყვეტილებები გუნდურად მიიღება (რაც აბსოლუტური სიმართლეა და ამას ადასტურებს ყველა ბოლო კენჭისყრა).
მაგრამ იმისთვის, რომ ვინმეს ეს დაეჯერებინა, ნაკლები "მემემემემემემე" უნდა ესმინა ყველაზე რეიტინგული არხიდან. ამ პირობებში ეს არავის ჯეროდა, არც მერყევ ამომრჩეველს, არც დასავლურ ინსტიტუტებს"
რუსუდან ვაშაკიძე, "რუსთავი 2"-ის პროდიუსერი: "რა უცნაურია, ეს "ოცნება" ყველაზე სულელ მოლაპარაკე ტიპებსაც როგორ უვლის და ეს ნაცები თავიანთ ლიდერზე ვერ ჩამოყალიბებულან, კითხე ერთი რეგიონებს და ფუნდამენტალისტ მიშისტებს. ამხელა მასშტაბის ლიდერი ჰყავთ და იმას აბრალებენ :))).... ბარემ ისიც გვითხარი, ბოიკოტი თუ შესვლა?" - კითხვაზე უტიაშვილი ვაშაკიძეს ასე პასუხობს: "შესვლა ულაპარაკოდ. გაბომჟებაღა გვაკლია".
ლელა ბუცხრიკიძე: "ესაა ყველაზე გულსატკენი და სამარცხვინო განხილვა, რაც ამ არჩევნების შემდგომ ვნახე. ახლა და ამ ფორმატით განსახილველია მიშას მონაწილეობის ხარისხი არჩევნებში? მანამდე სად იყავით? მანამდე რატომ არ იმსჯელეთ და შეათანხმეთ ეს საკითხი მთელ გუნდთან? და თუ ვერ შეათანხმეთ და ვერ "გაბედეთ" მიშას შეწინააღმდეგებოდით, აქ, ჭორაობა უხერხული არ გეჩვენებათ?"
ალექსი თოლორდავა: "ხალხმა ხმა მისცა ნაცმოს მიშასთან ერთად და მიშას გარეშე ნაცმო ნოლია... თურმე მიშას ბრალია წაგება და ცუდი და კარგი რაც არი ჩერგოსი და გიგას დამსახურებაა, კარგით რა"
ნანუკა ჟორჟოლიანი: "მაგ ლოგიკით ძველი სახეები გაცილებით მეტ % ვერ აიღებდნენ (როგორც მაჟორიტარები)...მე კიდევ მგონია რომ ნაციონალებს თავისი ამომრჩეველი ყავს, რომლისთვისაც ცოტა უცხოა განახლებული გუნდის რიტორიკა. ნაციონალების ამომრჩეველი შექმნა მიშა სააკააშვილმა და არა ლიბერალურმა ფრთამ"
ეკა ჯანაშია: "ანუ მიშამ წაგაგებინათ არჩევნები და არა გაყალბებამ და ტოტალურმა მაქინაციებმა? კაი კაცო! და საკონსტიტუციო უმრავლსეობას რომ იღებს ბიძინი ეგეც მიშამ ქნა თავის რიტორიკით? ეს მიშა რომ არ გყავდეთ თქვენ და ბიძინის მთავრობას რა გეშველებოდათ, საკუთარ კრახს ვის დააბრალებდით"
დავით საყვარელიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი: რათქმაუნდა ყველაფერში დამნაშავე ეხლა მიშაა და მისი ეგოცენტრიზმი და რომ არა მისი ხელშეშლა, დანარჩენი ლომები დაფლითავდნენ ბიძინას მოულოდნელად ხომ შოთა?! და ამიტომ ეხლა ყველა დარაზმული უნდა შევიდნენ და გაუპრავონ რაც მოხდა?! საოცრება პირდაპირ. ანუ ლოგიკა სადაა? "ნეტავი ქოცები უფეო ნაკლებად შეგვეშინებინა და შეუმჩნევლად მოგვეპარა გამარჯვება"- პრინციპში არც რუსული ლიბერალირი პარტიის მოდელა ცუდი. არიან თავისთვის, არავის უშლიან ხელს და მიდის პროცესი. მთავარია ხომ ლიბერალური იდეების მატარებლები არიან.... ყელამდე განავალში სხედან, მაგრამ მაინც არიან...."