ნახევარმა მილიონმა ადამიანმა რომ ხმა მოგცა, პარლამენტში არ შესვლაზე საუბარიც კი ძალიან არასერიოზული საქმეა ჩემი აზრით, თუ მართლა განიხილება ეს თემა, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ შესაძლოა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ შევიდეს.
ამასთან, საქართველოს ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" იმ კანდიდატებს, რომლებმაც დეპუტატის მანდატები უნდა მიიღონ, მოუწოდებს შეხვდნენ მხარდამჭერებს და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე.