10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - სანდრას უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ საქმეში შენგელიას მეთაურობით შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები ჩართეს
მიხეილ სააკაშვილი - სანდრას უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ საქმეში შენგელიას მეთაურობით შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები ჩართეს

სან­დრას უპი­რა­ტე­სო­ბა იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ ამ საქ­მეს არ ეყო "კა­რუ­სე­ლე­ბი" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტის მე­ო­რე ტურ­ში გა­და­საყ­ვა­ნად სა­ბო­ლო­ოდ საქ­მე­ში შენ­გე­ლი­ას მე­თა­უ­რო­ბით შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი ბან­დი­ტე­ბი ჩარ­თეს, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დარ­ღვე­ვე­ბით წა­რი­მარ­თა.

"ამის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ის, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა წი­ნას­წარ და­ა­ა­ნონ­სა, თუ რა შე­დე­გის მი­ღე­ბა უნ­დო­და მას და შემ­დეგ ყვე­ლა დო­ნის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი ის­ტე­რი­უ­ლად მუ­შა­ობ­დნენ, რათა ზუს­ტად ასე­თი შე­დე­გი და­ეს­ვათ.

ამა­ვე დროს ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ხმა აიღო, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", ასე­ვე ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ამ. არას­წო­რია ჩვე­ნი მომ­ხრე­ე­ბის მხრი­დან ზო­გა­დად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რა­ღაც ნა­წი­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­და­წყვი­ტა ასე და ჩვენ ერ­თმა­ნე­თის არ­ჩე­ვანს პა­ტი­ვი უნდა ვცეთ. მაგ­რამ ამა­ვე დროს დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არ სცემს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის " მხარ­დამ­ჭე­რე­ბის არ­ჩე­ვანს არა­ნი­არ პა­ტივს და ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა მათი უფ­ლე­ბე­ბი.

მე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ყვე­ლა ოლქს, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ყუ­რა­დღე­ბით ზუგ­დი­დის სა­არ­ჩევ­ნო ოლქს. ივა­ნიშ­ვილ­მა წი­ნას­წარ და­ა­ა­ნონ­სა, რომ სან­დრა ვერ გა­ვი­დო­და.

ამ საქ­მეს არ ეყო არც "კა­რუ­სე­ლე­ბი", იმ­დე­ნად დიდი იყო სან­დრას უპი­რა­ტე­სო­ბა. იმის­თვის რომ მე­ო­რე ტუში გა­და­ეყ­ვა­ნათ საქ­მე, სა­ბო­ლო­ოდ საქ­მე­ში ჩარ­თეს შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი ბან­დი­ტე­ბი შენ­გე­ლი­ას მე­თა­უ­რო­ბით, რომ­ლებ­მაც უბ­რა­ლოდ და­არ­ბი­ეს ის უბ­ნე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი შე­დე­გი იყო", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასე ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი სა­მეგ­რე­ლო­ში, კა­ხეთ­ში და სა­ბო­ლო­ოდ "ბოლო სა­ა­თებ­ში მა­სობ­რი­ვად გა­ყალბ­და არ­ჩევ­ნე­ბი აჭა­რა­ში და ძა­ლი­ან დიდი მას­შტა­ბით თბი­ლის­ში".

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მიხეილ სააკაშვილი - სანდრას უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ საქმეში შენგელიას მეთაურობით შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები ჩართეს

მიხეილ სააკაშვილი - სანდრას უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ საქმეში შენგელიას მეთაურობით შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები ჩართეს

სანდრას უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ამ საქმეს არ ეყო "კარუსელები" და "ქართული ოცნების" კანდიდატის მეორე ტურში გადასაყვანად საბოლოოდ საქმეში შენგელიას მეთაურობით შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები ჩართეს, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები დიდი რაოდენობით დარღვევებით წარიმართა.

"ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა, თუ რა შედეგის მიღება უნდოდა მას და შემდეგ ყველა დონის საარჩევნო კომისიები ისტერიულად მუშაობდნენ, რათა ზუსტად ასეთი შედეგი დაესვათ.

ამავე დროს ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ხმა აიღო, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", ასევე ივანიშვილის პარტიამ. არასწორია ჩვენი მომხრეების მხრიდან ზოგადად ქართველი ხალხის რაღაც ნაწილის დადანაშაულება, შეურაცხყოფის მიყენება. ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა ასე და ჩვენ ერთმანეთის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ამავე დროს დღესავით ნათელია, რომ ივანიშვილი არ სცემს "ნაციონალური მოძრაობის " მხარდამჭერების არჩევანს არანიარ პატივს და ფეხქვეშ გათელა მათი უფლებები.

მე ვაკვირდებოდი ყველა ოლქს, გასაგები მიზეზების გამო ვაკვირდებოდი ყურადღებით ზუგდიდის საარჩევნო ოლქს. ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა, რომ სანდრა ვერ გავიდოდა.

ამ საქმეს არ ეყო არც „კარუსელები", იმდენად დიდი იყო სანდრას უპირატესობა. იმისთვის რომ მეორე ტუში გადაეყვანათ საქმე, საბოლოოდ საქმეში ჩართეს შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები შენგელიას მეთაურობით, რომლებმაც უბრალოდ დაარბიეს ის უბნები, სადაც ყველაზე მეტი შედეგი იყო", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ასე ჩატარდა არჩევნები სამეგრელოში, კახეთში და საბოლოოდ "ბოლო საათებში მასობრივად გაყალბდა არჩევნები აჭარაში და ძალიან დიდი მასშტაბით თბილისში".

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."