ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა. თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა თავისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.
43 წლის ალასანია სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა საქართველოს ხელისუფლებაში. პროფესიით დიპლომატი ალასანია 2004-2006 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ. 2006 წლის 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში.
2009 წელს დააარსა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. 2011 წელს მის გუნდთან ერთად კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს. 2014 წლის ნოემბერში მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ოპოზიციაში გადავიდა.
გთავაზობთ 15 საუკეთესო ფოტოს, რომელიც ალასანიას ბოლო წლების საქმიანობას ასახავს - პოლიტიკაში და მის გარეთ... დაათვალიერეთ ფოტოები