სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა - სააკაშვილის ვერსია
რას ნიშნავს "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა - სააკაშვილის ვერსია

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იმ კა­ნი­და­ტებს, რომ­ლებ­მაც დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტე­ბი უნდა მი­ი­ღონ, მო­უ­წო­დებს შეხ­ვდნენ მხარ­დამ­ჭე­რებს და ამის შემ­დეგ მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის თა­ო­ბა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­დაჯ­გუ­ფე­ბა სჭირ­დე­ბა.

"ივა­ნიშ­ვილ­მა რო­გორც და­ა­ა­ნონ­სა და მო­ი­პო­ვა დიდი სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ის შე­ეც­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბას, საპ­რე­ზი­დენ­ტო პირ­და­პი­რი არ­ჩევ­ნე­ბის გა­უქ­მე­ბას.

ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა "რუს­თა­ვის 2"-ის მთე­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის გა­მოც­ვლას, მთლი­ა­ნად სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლას და ზო­გა­დად მე­დი­ის აბ­სო­ლუ­ტურ კონ­ტროლს.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვენ გვჭირ­დე­ბა გა­დაჯ­გუ­ფე­ბა. ჩვენ ვართ ძა­ლი­ან ბევ­რნი და გავ­ხდე­ბით კი­დევ უფრო მეტი მო­მა­ვალ­ში. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­შო­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ მძი­მე დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ პარ­ლა­მენ­ტში ერ­თა­დერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ამ სა­კი­თხზე არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა აზრი.

მე ვფიქ­რობ, რომ დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის, რო­გორც მი­ნი­მუმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა შეხ­ვდნენ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ხალ­ხს, ვინც მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა, შეხ­ვდნენ ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებს, ვის მხრებ­ზეც გა­და­ი­ა­რა ამ არ­ჩევ­ნებ­მა და მა­ნამ სა­ნამ რამე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ ამ თე­მა­ზე, მა­ინც იკი­თხონ ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტე­ბის, მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი.

ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ეს იქ­ნე­ბა პა­ტი­ო­სა­ნი და ასე­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბევ­რად სწო­რი და ეფექ­ტუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

ჩვენ ვე­კუთ­ვნით არა უბ­რა­ლოდ ჩვენ თავს, ჩვენ ვე­კუთ­ვნით ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბის ძა­ლი­ან დიდი მა­სას. ამი­ტომ, ხალ­ხთან ერ­თად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. ჩვე­ნი ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და რამ­დე­ნიც არ უნდა იფარ­თხა­ლოს ივა­ნიშ­ვილ­მა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დამ­თავ­რდე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მობ­რუ­ნე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლით.

დღეს ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით გან­საც­დელ­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რაც არ კლავს, აძ­ლი­ე­რებს. ამ გან­საც­დე­ლი­და­ნაც გა­მო­ვალთ ბევ­რად უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი. მინ­და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მი­უ­ხე­და­ვად უზარ­მა­ზა­რი ზე­წო­ლი­სა, მოს­ყიდ­ვე­ბი­სა, ბინ­ძუ­რი პრო­პა­გან­დის, ტყუ­ი­ლე­ბის არ შე­ე­შინ­და და ძა­ლი­ან ნათ­ლად თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ბო­ლომ­დე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძალა არის მხარ­და­ჭე­რის ღირ­სი. მე არა­სო­დეს პი­რა­დად არ და­ვი­ვი­წყებ და მუდ­მი­ვად ვიქ­ნე­ბი თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის ვალ­ში. ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო დღე­ე­ბი არის წინ. უნდა გა­ვი­ა­როთ, ეს პრობ­ლე­მე­ბიც, გა­დავ­წყვი­ტოთ და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ შე­დეგს", -გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ო­რე ტუ­რებ­ზე - "მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აზრს ვერ ვხე­დავ"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რას ნიშნავს "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა - სააკაშვილის ვერსია

რას ნიშნავს "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა - სააკაშვილის ვერსია

საქართველოს ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” იმ კანიდატებს, რომლებმაც დეპუტატის მანდატები უნდა მიიღონ, მოუწოდებს შეხვდნენ მხარდამჭერებს და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში ”ნაციონალურ მოძრაობას” გადაჯგუფება სჭირდება.

”ივანიშვილმა როგორც დააანონსა და მოიპოვა დიდი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შეეცდება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას, საპრეზიდენტო პირდაპირი არჩევნების გაუქმებას.

ის აუცილებლად შეეცდება ”რუსთავის 2”-ის მთელი მენეჯმენტის გამოცვლას, მთლიანად სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ზოგადად მედიის აბსოლუტურ კონტროლს.

ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება გადაჯგუფება. ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი და გავხდებით კიდევ უფრო მეტი მომავალში. ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს.

რაც შეეხება ამ მძიმე დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური ძალის, ”ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობას, ამ საკითხზე არსებობს სხვადასხვა აზრი.

მე ვფიქრობ, რომ დღეს ”ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეული დეპუტატების, როგორც მინიმუმ ვალდებულებაა შეხვდნენ საქართველოს ყველა რეგიონში ხალხს, ვინც მხარი დაგვიჭირა, შეხვდნენ ჩვენს აქტივისტებს, ვის მხრებზეც გადაიარა ამ არჩევნებმა და მანამ სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თემაზე, მაინც იკითხონ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების და ზოგადად საზოგადოების აზრი.

ეს არის დემოკრატიული, ეს იქნება პატიოსანი და ასეთი კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრად სწორი და ეფექტური გაგრძელება მოჰყვება.

ჩვენ ვეკუთვნით არა უბრალოდ ჩვენ თავს, ჩვენ ვეკუთვნით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს პატრიოტების ძალიან დიდი მასას. ამიტომ, ხალხთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და რამდენიც არ უნდა იფართხალოს ივანიშვილმა, დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში დამთავრდება ძალიან სერიოზული შემობრუნებით და საქართველოს წინსვლით.

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით განსაცდელში, მაგრამ ყველაფერი რაც არ კლავს, აძლიერებს. ამ განსაცდელიდანაც გამოვალთ ბევრად უფრო გაძლიერებულები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, მოსყიდვებისა, ბინძური პროპაგანდის, ტყუილების არ შეეშინდა და ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოში ერთადერთი, ჩამოყალიბებული ბოლომდე ორგანიზებული ძალა არის მხარდაჭერის ღირსი. მე არასოდეს პირადად არ დავივიწყებ და მუდმივად ვიქნები თითოეული თქვენგანის ვალში. ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. უნდა გავიაროთ, ეს პრობლემებიც, გადავწყვიტოთ და აუცილებლად მივიღებთ შედეგს”, -განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურებზე - "მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."