პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყიბულის მაღაროში 51 წლის მეშახტე გარდაცვლილი იპოვეს
ტყიბულის მაღაროში 51 წლის მეშახტე გარდაცვლილი იპოვეს

ტყი­ბუ­ლის მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში, 51 წლის თე­მურ კა­კა­უ­რი­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც AMBEBI.GE-ს მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი, სამ­თო და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის მუ­შაკ­თა პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რემ თა­მაზ დო­ლა­ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, შემ­თხვე­ვა 7 ოქ­ტომ­ბერს ტყი­ბუ­ლის მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტის, მე-6 უბან­ზე მოხ­და.

"რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, დი­ლით, 07:00 სა­ათ­ზე, რო­დე­საც შახ­ტა­ში დი­ლის ცვლის მე­შახ­ტე­ე­ბი ჩა­ვიდ­ნენ, იგი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვენ­ტი­ლა­ცი­ის და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გმა გა­გუ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გა, რის შემ­დე­გაც წა­იქ­ცა და ცხვი­რის და შუბ­ლის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. გარ­დაც­ვლილს სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და დო­ლა­ბე­რი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და, რომ­ლის პა­სუ­ხი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

დო­ლა­ბე­რი­ძის თქმით­ვე, მუ­შე­ბის გან­ცხა­დე­ბით, წინა დღე­ებ­ში შახ­ტა­ში "და­გა­ზი­ა­ნე­ბა იყო ანუ ნახ­ში­რო­ჟან­გი იყო დაგ­რო­ვი­ლი". 51 წლის თე­მურ კა­კა­უ­რი­ძემ შახ­ტა­ში მუ­შა­ო­ბა სამი თვის წინ და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

ეკა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ტყიბულის მაღაროში 51 წლის მეშახტე გარდაცვლილი იპოვეს

ტყიბულის მაღაროში 51 წლის მეშახტე გარდაცვლილი იპოვეს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 51 წლის თემურ კაკაურიძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, შემთხვევა 7 ოქტომბერს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის, მე-6 უბანზე მოხდა.

"როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დილით, 07:00 საათზე, როდესაც შახტაში დილის ცვლის მეშახტეები ჩავიდნენ, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ვენტილაციის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ნახშირორჟანგმა გაგუდა, გონება დაკარგა, რის შემდეგაც წაიქცა და ცხვირის და შუბლის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. გარდაცვლილს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა", - განაცხადა დოლაბერიძემ. მისივე თქმით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დოლაბერიძის თქმითვე, მუშების განცხადებით, წინა დღეებში შახტაში "დაგაზიანება იყო ანუ ნახშიროჟანგი იყო დაგროვილი". 51 წლის თემურ კაკაურიძემ შახტაში მუშაობა სამი თვის წინ დაიწყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ეკა ბახუტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი