პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ფეისბუქის პოსტით უხდის მადლობას საკუთარ ამომრჩეველს. დავით უსუფაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი მიმართვა გავრცელდა:
"წარმატებებს ვუსურვებ საბურთალოს #6 საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს და მათ საბოლოო რჩეულს, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება!
მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ. მე აღარ ვიქნები პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, მაგრამ კვლავაც ვიქნები თქვენდამი ანგარიშვალდებული. არ ჩათვალოთ, რომ თქვენი ხმა დაიკარგა, პირიქით, თქვენი ხმა შექნმნილ ვითარებაში განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა! დიახ, ჩვენ ცოტანი ვართ!..." - ვკითხულობთ პოსტში.
საბურთალოს მე-6 მაჟორიტარული ოლქის შედეგების მიხედვით, 32 უბნიდან 30 უბნის პირველადი წინასწარი მონაცემების თანახმად, "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი 46.86%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სევდია უგრეხელიძე იკავებს 17.21%-ით, მესამე ადგილზეა "რესპუბლიკელების" ლიდერი დავით უსუფაშვილი 11.64%-ით.