Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის მოემატა და ვის დააკლდა ამომრჩევლის ხმები 2012-დან 2016 წლამდე
ვის მოემატა და ვის დააკლდა ამომრჩევლის ხმები 2012-დან 2016 წლამდე

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ამომ­რჩევ­ლის გან­წყო­ბა 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. და­ვეყ­რდნოთ მხო­ლოდ ციფ­რებს:

  • 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამომ­რჩე­ველ­თა 61%-მა - 2,215,661-მა მო­ქა­ლა­ქემ
  • 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე კი ელექ­ტო­რა­ტის 51,63%-მა ანუ 1,814,276-მა ამომ­რჩე­ველ­მა
  • 4 წლის წი­ნან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან 401,385 ამომ­რჩე­ვე­ლი არ მი­ვი­და
  • 2012 წელს არ­ჩევ­ნებ­ში 25 პარ­ტია მო­ნა­წი­ლე­ობ­და, 2016 წელს კი - 16
  • 2012 წელს სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი 2-მა პო­ლი­ტი­კურ­მა სუ­ბი­ექ­ტმა გა­და­ლა­ხა, 2016 წელს კი პარ­ლა­მენ­ტში 3 პარ­ტია მოხ­ვდა

2012 წელს არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა - ხმე­ბის 54.97%-ით. კო­ა­ლი­ცია შემ­დე­გი პარ­ტი­ე­ბის­გან შედ­გე­ბო­და - "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი", "კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი", "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი", "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი", "მრეწ­ვე­ლე­ბი", რა­საც შემ­დეგ და­ე­მა­ტა უშუ­ა­ლოდ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" კი ოთხი წლის წინ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 40.34% მი­ი­ღო.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს ახალ პარ­ლა­მენ­ტში - სამი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო სიის სა­ხე­ე­ბი

2016 წელს კო­ა­ლი­ცია და­ი­შა­ლა და ყვე­ლა სუ­ბი­ექ­ტმა ("კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის" გა­მოკ­ლე­ბით) არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ში ამომ­რჩე­ველ­თა 48.67%-მა მის­ცა ხმა. მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხმა­თა 27.11%-ით. ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა" - ამ პარ­ტი­ას ამომ­რჩე­ველ­თა 5.01%-მა გა­მო­უ­ცხა­და ნდო­ბა.

ანუ, 2016 წელს პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" 6,3%-ით ნაკ­ლე­ბი ხმა მი­ი­ღო, ვიდ­რე 2012 წელს ექ­ვსი პარ­ტი­ის­გან შემ­დგარ­მა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ". "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" 2016 წელს 13%-ით ნაკ­ლე­ბი ხმა მი­ი­ღო, ვიდ­რე 2012 წელს.

თუმ­ცა, გა­დავ­ხე­დოთ, 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ში სა­ერ­თო ჯამ­ში რა შე­დე­გებს მი­აღ­წი­ეს კო­ა­ლი­ცი­ი­დან წა­სულ­მა პარ­ტი­ებ­მა, და­ვა­ჯა­მოთ ციფ­რე­ბი და შე­ვა­და­როთ 2012 წლის კო­ა­ლი­ცი­ის მიერ ნაჩ­ვე­ნებ შე­დეგს.

პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ხმე­ბის 48,67% მი­ი­ღო. "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" - 4.63%; უსუ­ფაშ­ვი­ლი-რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა - 1.55%; მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს - 0.78%; "ეროვ­ნულ­მა ფო­რუმ­მა" - 0.73%. შე­სა­ბა­მი­სად, კო­ა­ლი­ცი­ის იმ ყო­ფილ­მა წევ­რებ­მა, რო­მელ­თაც ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხეს, სა­ერ­თო ჯამ­ში ხმე­ბის 7,69% მი­ი­ღეს.

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 48,67% თუ და­ვუ­მა­ტებთ ამ 7,69%-ს გა­მო­დის, რომ 2016 წელს ყო­ფი­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებ­მა სა­ერ­თო ჯამ­ში მი­ი­ღეს ხმე­ბის 56,36%. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­ა­ლი­ცი­ამ 2012 წელს 54,97% მი­ი­ღო. ანუ 2016 წელს კო­ა­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა წევ­რებ­მა ერ­თად 1,39%-ით მეტი ხმა მი­ი­ღეს, ვიდ­რე ერ­თი­ან­მა კო­ა­ლი­ცი­ამ 2012 წელს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მი­ი­ღებს თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვის მოემატა და ვის დააკლდა ამომრჩევლის ხმები 2012-დან 2016 წლამდე

ვის მოემატა და ვის დააკლდა ამომრჩევლის ხმები 2012-დან 2016 წლამდე

საინტერესოა, როგორ შეიცვალა ამომრჩევლის განწყობა 4 წლის განმავლობაში - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. დავეყრდნოთ მხოლოდ ციფრებს:

  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 61%-მა - 2,215,661-მა მოქალაქემ
  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ელექტორატის 51,63%-მა ანუ 1,814,276-მა ამომრჩეველმა
  • 4 წლის წინანდელი არჩევნებისგან განსხვავებით, წელს საარჩევნო ყუთთან 401,385 ამომრჩეველი არ მივიდა
  • 2012 წელს არჩევნებში 25 პარტია მონაწილეობდა, 2016 წელს კი - 16
  • 2012 წელს საარჩევნო ბარიერი 2-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, 2016 წელს კი პარლამენტში 3 პარტია მოხვდა

2012 წელს არჩევნებში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა - ხმების 54.97%-ით. კოალიცია შემდეგი პარტიებისგან შედგებოდა - "თავისუფალი დემოკრატები", "კონსერვატორები", "ეროვნული ფორუმი", "რესპუბლიკელები", "მრეწველები", რასაც შემდეგ დაემატა უშუალოდ პარტია "ქართული ოცნება".

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ოთხი წლის წინ ამომრჩეველთა ხმების 40.34% მიიღო.

ასევე წაიკითხეთ: ვინ შეიძლება მოხვდეს ახალ პარლამენტში - სამი პარტიის საარჩევნო სიის სახეები

2016 წელს კოალიცია დაიშალა და ყველა სუბიექტმა ("კონსერვატორების" გამოკლებით) არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა.

"ქართულ ოცნებას" წლევანდელ არჩევნებში ამომრჩეველთა 48.67%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილს იკავებს "ნაციონალური მოძრაობა" ხმათა 27.11%-ით. ბარიერი გადალახა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" - ამ პარტიას ამომრჩეველთა 5.01%-მა გამოუცხადა ნდობა.

ანუ, 2016 წელს პარტია "ქართულმა ოცნებამ" 6,3%-ით ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე 2012 წელს ექვსი პარტიისგან შემდგარმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ". "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2016 წელს 13%-ით ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე 2012 წელს.

თუმცა, გადავხედოთ, 2016 წლის არჩევნებში საერთო ჯამში რა შედეგებს მიაღწიეს კოალიციიდან წასულმა პარტიებმა, დავაჯამოთ ციფრები და შევადაროთ 2012 წლის კოალიციის მიერ ნაჩვენებ შედეგს.

პარტია "ქართულმა ოცნებამ", როგორც აღვნიშნეთ, ხმების 48,67% მიიღო. "თავისუფალმა დემოკრატებმა" - 4.63%; უსუფაშვილი-რესპუბლიკელებმა - 1.55%; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 0.78%; "ეროვნულმა ფორუმმა" - 0.73%. შესაბამისად, კოალიციის იმ ყოფილმა წევრებმა, რომელთაც ბარიერი ვერ გადალახეს, საერთო ჯამში ხმების 7,69% მიიღეს.

პარტია "ქართული ოცნების" 48,67% თუ დავუმატებთ ამ 7,69%-ს გამოდის, რომ 2016 წელს ყოფილი კოალიციის წევრებმა საერთო ჯამში მიიღეს ხმების 56,36%. შეგახსენებთ, რომ კოალიციამ 2012 წელს 54,97% მიიღო. ანუ 2016 წელს კოალიციის ყოფილმა წევრებმა ერთად 1,39%-ით მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე ერთიანმა კოალიციამ 2012 წელს.

ასევე წაიკითხეთ: მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."