კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას
მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ხმე­ბის 100% და­ით­ვა­ლა. ცეს­კო-ს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის მი­ხედ­ვით ორი პარ­ტია ლი­დე­რობს: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". მათ­თან ერ­თად 5%-იანი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა".

მი­ი­ღებს თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას? ამის გა­სარ­კვე­ვად შეგ­ვიძ­ლია წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით დავ­თვა­ლოთ, რამ­დე­ნი მან­და­ტი ექ­ნე­ბა "ოც­ნე­ბას" პარ­ლა­მენ­ტში.

ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხულ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით 77 სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი უნდა გა­ნა­წილ­დეს. ცეს­კო-ს უახ­ლე­სი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტში პრო­პორ­ცი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე გა­და­ნა­წილ­დე­ბა:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - 44 მან­და­ტი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 27 მან­და­ტი

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" - 6 მან­და­ტი

ამას­თან, 150 წევ­რის­გან შემ­დგარ პარ­ლა­მენ­ტში და­ნარ­ჩე­ნი 73 დე­პუ­ტა­ტი აირ­ჩე­ვა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით. მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში გა­მარ­ჯვე­ბას ის კან­დი­და­ტი მო­ი­პო­ვებს, რო­მე­ლიც ხმე­ბის 50%-ზე მეტს მი­ი­ღებს. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ინიშ­ნე­ბა ყვე­ლა იმ ოლ­ქში, სა­დაც კან­დი­დატ­მა "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით" გან­სა­ზღვრუ­ლი 50%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ვერ შეძ­ლო. ცეს­კო-ს პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 52 ოლ­ქში გა­ი­მარ­თე­ბა. აქე­დან თბი­ლი­სის 18 და რე­გი­ო­ნე­ბის - 34 ოლ­ქში.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია ამ 52 ოლ­ქი­დან, ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნებ­ში იქ­ნე­ბა. კერ­ძოდ: ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­ში, მარ­ნე­ულ­სა და მცხე­თა­ში. პირ­ველ სამ შემ­თხვე­ვა­ში (ქუ­თა­ი­სი, ზუგ­დი­დი, მარ­ნე­უ­ლი) "ოც­ნე­ბას" "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კან­დი­და­ტე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან და მათ შო­რის პრო­ცენ­ტუ­ლი გან­სხვა­ვე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია, მა­გა­ლი­თად:

მარ­ნე­უ­ლის (ქა­ლა­ქი, 10 სო­ფელ­თან ერ­თად) 36-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში (დათ­ვლი­ლია 46-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აკ­მა­მედ იმამ­კუ­ლი­ევს ხმე­ბის 47.62% აქვს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თა­მაზ ნა­ვე­რი­ანს კი - 43.66%.

ქუ­თა­ი­სის (ავ­ტო­ქარ­ხა­ნა, ვა­კი­სუ­ბა­ნი, სულ­ხან-საბა) 49-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში (43 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 42 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილს - 40.18%, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გი­ორ­გი წე­რე­თელს - 37.46%.

ზუგ­დი­დის 66-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში (49 უბ­ნი­დან დათ­ვლი­ლია 45 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ ედი­შერ თო­ლო­რა­ი­ას ხმე­ბის 46.75% აქვს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მე­ო­რე ნო­მერ სან­დრა ელი­სა­ბედ რუ­ლოვსს კი - 46.18%.

რაც შე­ე­ხე­ბა მცხე­თას, მცხე­თის 37-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში (დათ­ვლი­ლია 45-ვე უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი) "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე 41.23%-ით ლი­დე­რობს, თუმ­ცა მას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი 39.75%-ით მოს­დევს.

თუ და­ვუშ­ვებთ, რომ ოც­ნე­ბა პრობ­ლე­მურ ოლ­ქებს კონ­კუ­რენ­ტებს და­უთ­მობს და შე­სა­ბა­მი­სად, 4 ხმას და­კარ­გავს, მას პარ­ლა­მენ­ტში 73-ს მი­ნუს 4, ანუ 69 მა­ჟო­რი­ტა­რის შეყ­ვა­ნა შე­უძ­ლია.

რო­გორც ზე­მოთ ვწერ­დით, ცეს­კო-ს უახ­ლე­სი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად "ოც­ნე­ბა" პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით 44 მან­დატს მო­ი­პო­ვებს. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის და­ჯა­მე­ბით კი გა­მო­დის: 69 მა­ჟო­რი­ტა­რულ მან­დატს + 44 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი = 113 მან­დატს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა 113-ია, შე­სა­ბა­მი­სად "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ახალ პარ­ლა­მენ­ტში სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა ექ­ნე­ბა.

რას იზამს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პირ­ველ რიგ­ში, თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა ექ­ნე­ბა

კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის თქმით, "ის, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ექ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, კი­თხვის ნიშ­ნებს აღარ ტო­ვებს".

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, პირ­ვე­ლი ორი სა­კი­თხი, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კონ­სტი­ტუ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნა და პრე­ზი­დენ­ტის არა­პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვა.

"რო­გორც მე­ო­რე ტურ­ში გა­სულ­მა კან­დი­და­ტებ­მა აჩ­ვე­ნა, იქაც და­პი­რის­პი­რე­ბა თით­ქმის მთლი­ა­ნად "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" შო­რის არის. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ პრო­ცე­სე­ბი არც მე­ო­რე ტურ­ში შე­იც­ვლე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ უპ­რე­ცე­დენ­ტო ვი­თა­რე­ბა ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა თით­ქმის ყვე­ლა მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლქს იგებს. იმ სქე­მამ, რო­მე­ლიც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ერ­თობ­ლი­ვად წარ­მარ­თეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, ნამ­დვი­ლად იმუ­შა­ვა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ფაქ­ტი, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ექ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, კი­თხვის ნიშ­ნებს აღარ ტო­ვებს. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, პირ­ვე­ლი ორი სა­კი­თხი, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კონ­სტი­ტუ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის გად­მო­ტა­ნა თბი­ლის­ში და პრე­ზი­დენ­ტის არა­პირ­და­პი­რი წე­სით, ანუ პარ­ლა­მენ­ტის მიერ არ­ჩე­ვა. არ ვიცი, ქორ­წი­ნე­ბის სა­კითხს შე­ი­ტა­ნენ თუ არა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, მაგ­რამ ეს ორი ნამ­დვი­ლად და­ა­ნონ­სე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას

მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დაითვალა. ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში ხმების მიხედვით ორი პარტია ლიდერობს: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მათთან ერთად 5%-იანი ბარიერი გადალახა "პატრიოტთა ალიანსმა".

მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას? ამის გასარკვევად შეგვიძლია წინასწარი მონაცემების მიხედვით დავთვალოთ, რამდენი მანდატი ექნება "ოცნებას" პარლამენტში.

ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს შორის პროპორციული წესით 77 საპარლამენტო მანდატი უნდა განაწილდეს. ცესკო-ს უახლესი შედეგების მიხედვით, პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად, პარლამენტში პროპორციული ადგილები სავარაუდოდ, ასე გადანაწილდება:

"ქართული ოცნება" - 44 მანდატი

"ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი

"პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი

ამასთან, 150 წევრისგან შემდგარ პარლამენტში დანარჩენი 73 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით. მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას ის კანდიდატი მოიპოვებს, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა "საარჩევნო კოდექსით" განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 52 ოლქში გაიმართება. აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 34 ოლქში.

არჩევნების მეორე ტურში განსაკუთრებული კონკურენცია ამ 52 ოლქიდან, ძირითადად რეგიონებში იქნება. კერძოდ: ქუთაისში, ზუგდიდში, მარნეულსა და მცხეთაში. პირველ სამ შემთხვევაში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარნეული) "ოცნებას" "ნაციონალების" კანდიდატები უპირისპირდებიან და მათ შორის პროცენტული განსხვავება მინიმალურია, მაგალითად:

მარნეულის (ქალაქი, 10 სოფელთან ერთად) 36-ე მაჟორიტარულ ოლქში (დათვლილია 46-ვე უბნის მონაცემები) "ნაციონალური მოძრაობის" აკმამედ იმამკულიევს ხმების 47.62% აქვს, "ქართული ოცნების" თამაზ ნავერიანს კი - 43.66%.

ქუთაისის (ავტოქარხანა, ვაკისუბანი, სულხან-საბა) 49-ე მაჟორიტარულ ოლქში (43 უბნიდან დათვლილია 42 უბნის მონაცემები) "ქართული ოცნების" წარმომადგენელ კობა ნარჩემაშვილს - 40.18%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" გიორგი წერეთელს - 37.46%.

ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში (49 უბნიდან დათვლილია 45 უბნის მონაცემები) "ქართული ოცნების" კანდიდატ ედიშერ თოლორაიას ხმების 46.75% აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ნომერ სანდრა ელისაბედ რულოვსს კი - 46.18%.

რაც შეეხება მცხეთას, მცხეთის 37-ე მაჟორიტარულ ოლქში (დათვლილია 45-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე 41.23%-ით ლიდერობს, თუმცა მას დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი 39.75%-ით მოსდევს.

თუ დავუშვებთ, რომ ოცნება პრობლემურ ოლქებს კონკურენტებს დაუთმობს და შესაბამისად, 4 ხმას დაკარგავს, მას პარლამენტში 73-ს მინუს 4, ანუ 69 მაჟორიტარის შეყვანა შეუძლია.

როგორც ზემოთ ვწერდით, ცესკო-ს უახლესი შედეგების მიხედვით, ამჟამინდელი პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად "ოცნება" პროპორციული სიით 44 მანდატს მოიპოვებს. ამ მონაცემების დაჯამებით კი გამოდის: 69 მაჟორიტარულ მანდატს + 44 პროპორციული მანდატი = 113 მანდატს. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა 113-ია, შესაბამისად "ქართულ ოცნებას" ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

რას იზამს "ქართული ოცნება" პირველ რიგში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "ის, რომ "ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს".

აქედან გამომდინარე, ძაბირაძის აზრით, პირველი ორი საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" კონსტიტუციის თვალსაზრისით განახორციელებს, იქნება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.

"როგორც მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა აჩვენა, იქაც დაპირისპირება თითქმის მთლიანად "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის არის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესები არც მეორე ტურში შეიცვლება და შეიძლება მივიღოთ უპრეცედენტო ვითარება ჩვენს ისტორიაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს იგებს. იმ სქემამ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთობლივად წარმართეს წინასაარჩევნო პროცესში, ნამდვილად იმუშავა.

აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ "ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს. გამომდინარე აქედან, პირველი ორი საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" კონსტიტუციის თვალსაზრისით განახორციელებს, იქნება პარლამენტის გადმოტანა თბილისში და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით, ანუ პარლამენტის მიერ არჩევა. არ ვიცი, ქორწინების საკითხს შეიტანენ თუ არა კონსტიტუციაში, მაგრამ ეს ორი ნამდვილად დაანონსებულია", - განაცხადა ძაბირაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."