პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი არჩევნებს ეხმაურება - "ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა"
პატრიარქი არჩევნებს ეხმაურება - "ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა"

"ეს გა­მარ­ჯვე­ბა ერთი პარ­ტი­ი­სა კი არ იყო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბაა. ვი­საც ჰგო­ნია, რომ წა­გე­ბუ­ლია, ისიც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და ამას გი­ლო­ცავთ" - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

ნა­ხეთ ვი­დეო

უწ­მინ­დეს­მა მრევლს ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის მშვი­დო­ბით ჩა­ტა­რე­ბა მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ესეც ნა­ბი­ჯია იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სიყ­ვა­რუ­ლი იზ­რდე­ბა. "მე მინ­და მო­გი­ლო­ცოთ მშვი­დო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­ი­მარ­თა. ესეც ნი­შა­ნია, რომ იზ­რდე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მაგ­რამ მე მინ­და ამა­ვე დროს ვთქვა, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ერთი პარ­ტი­ი­სა კი არ იყო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბაა. ვი­საც ჰგო­ნია, რომ წა­გე­ბუ­ლია, ისიც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და ამას გი­ლო­ცავთ. მე მინ­და ვთხო­ვო გა­მარ­ჯვე­ბულ­თა პარ­ტი­ას, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ იმათ და სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ა­ჩი­ნონ იმათ მი­მართ, რო­მელ­თაც ჰგო­ნი­ათ, რომ წა­ა­გეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ნი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უბ­რის და­წყე­ბამ­დე, ტა­ძარ­ში სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ იქა­და­გა. უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის, იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის მი­ძი­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც უფალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და.

პატ­რი­არ­ქის თქმით, წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ქა­და­გებ­და.

"წმინ­და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი არის მქა­და­გე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა. სიყ­ვა­რუ­ლი არის სა­ფუძ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბი­სა, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა. წმინ­და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სიყ­ვა­რულს ქა­და­გებ­და. რო­დე­საც მისი მო­წა­ფე­ე­ბი ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ასე ხში­რად რა­ტომ ქა­და­გებ­და სიყ­ვა­რულ­ზე, მან უთხრა, რომ მთე­ლი სა­ხა­რე­ბის არსი სიყ­ვა­რულ­შია. სიყ­ვა­რუ­ლი არის მთა­ვა­რი, რო­მე­ლიც არ მთავ­რდე­ბა არც აქ და არც სა­ი­ქი­ო­ში. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენს ოჯა­ხებ­ში, ჩვენს გულ­ში, მთელს მსოფ­ლი­ო­ში", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს ასე­ვე მი­უ­ლო­ცა ივე­რის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ას­ლის ჩა­მობ­რძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც 90-იან წლებ­ში, ათო­ნის მთი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნეს.

დღეს­ვე პატ­რი­არ­ქმა მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი და­ვით კე­მუ­ლა­რია ოქ­როს ჯვრით და­ა­ჯილ­დო­ვა და იღუ­მე­ნის ხა­რისხში აიყ­ვა­ნა. ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბის დროს ასე­ვე ით­ქვა, რომ ხუთ­შა­ბათს, 13 ოქ­ტომ­ბერს, 18.00 სა­ათ­ზე სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლოც­ვას პატ­რი­არ­ქი სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში ჩა­ა­ტა­რებს. ხოლო წირ­ვას 14 ოქ­ტომ­ბერს, 10.00 სა­ათ­ზე მღვდელმთავ­რებ­თან ერ­თად სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წყებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

პატრიარქი არჩევნებს ეხმაურება - "ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა"

პატრიარქი არჩევნებს ეხმაურება - "ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა"

"ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია და ამას გილოცავთ" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

ნახეთ ვიდეო

უწმინდესმა მრევლს ქვეყანაში არჩევნების მშვიდობით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ესეც ნაბიჯია იმისა, რომ საქართველოში სიყვარული იზრდება. "მე მინდა მოგილოცოთ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები, რომელიც გუშინ გაიმართა. ესეც ნიშანია, რომ იზრდება სიყვარული საქართველოში. მაგრამ მე მინდა ამავე დროს ვთქვა, რომ ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია და ამას გილოცავთ. მე მინდა ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმათ და სიყვარული გამოაჩინონ იმათ მიმართ, რომელთაც ჰგონიათ, რომ წააგეს. სინამდვილეში ყველანი, მთელი საქართველო გამარჯვებულია", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა არჩევნებზე საუბრის დაწყებამდე, ტაძარში სიყვარულის შესახებ იქადაგა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის მიძინებას აღნიშნავს, რომელიც უფალს განსაკუთრებულად უყვარდა.

პატრიარქის თქმით, წმინდა მოციქული სიყვარულის შესახებ განსაკუთრებულად ქადაგებდა.

"წმინდა იოანე ღვთისმეტყველი არის მქადაგებელი სიყვარულისა. სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა, ადამიანის ცხოვრებისა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გარდაცვალებამდე სიყვარულს ქადაგებდა. როდესაც მისი მოწაფეები ეკითხებოდნენ, ასე ხშირად რატომ ქადაგებდა სიყვარულზე, მან უთხრა, რომ მთელი სახარების არსი სიყვარულშია. სიყვარული არის მთავარი, რომელიც არ მთავრდება არც აქ და არც საიქიოში. ღმერთმა ინებოს, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს გულში, მთელს მსოფლიოში", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ასევე მიულოცა ივერის ღვთისმშობლის ხატის ასლის ჩამობრძანება, რომელიც 90-იან წლებში, ათონის მთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს.

დღესვე პატრიარქმა მღვდელმონაზონი დავით კემულარია ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა. ტაძარში მსახურების დროს ასევე ითქვა, რომ ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, 18.00 საათზე სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვას პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში ჩაატარებს. ხოლო წირვას 14 ოქტომბერს, 10.00 საათზე მღვდელმთავრებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი