ბოლო განახლება 18:07 საათზე
ცესკო წინასწარ მონაცემებს უკვე აქვეყნებს. გთავაზობთ ამ დროის მონაცემებით, დათვლილი ხმების მიხედვით პირველად მონაცემებს სხვადასხვა რეგიონებიდან:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში 32,37%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს, მეორე ადგილს კი - 19,13%-ით "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი ირაკლი ალასანია იკავებს.
ამ დროის მონაცემებით, ხმათა 18,2% მიიღო დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ხოლო 17,03% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ.
გორის მაჟორიტარულ ოლქში 41 უბნდიდან დათვლილია 17 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, გორში სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 32,88%-ით "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს.
მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვალერი გელაშვილმა ხმათა 20,01% დააგროვა, ხოლო როინ მახარობლიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - 18,01%.
43-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 52 უბანია. აქედან ამ დროისთვის 26 უბნის შედეგებია დათვლილი.
მცხეთის 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს 40.53%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს 40,03% აქვს. შესაბამის მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.
გარდა ამისა, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე მორგოშიამ ამომრჩეველთა ხმების 7.86% მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ბერიაშვილმა 6,08%, "დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით მეზვრიშვილმა 2.03%, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდტმა გიორგი გუგავამ 2,37%, "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ ბედუკაძემ კი 0.34%.
აღნიშნულ ოლქში ამ დროისთვის 45 უბნიდან დათვლილია 30 უბნის მონაცემები.
ბორჯომის 45-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ 53.81% მიიღო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ტარიელ ლონდარიძემ ამომრჩეველთა ხმების 20.2%, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ხაჩიძემ 12.44%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა კახაბერ ბერიძემ 5.12% მიიღო. 45-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროის მონაცემებით 70 უბნიდან დათვლილია 37 უბნის შედეგები.
საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო.
გარდა ამისა, აღნიშნულ ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ცერცვაძემ 5.4%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სამხარაძემ 1.75% მიიღო. საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 55 უბნიდან დათვლილია 53 უბნის მონაცემები.
რაც შეეხება პაატა კვიჟინაძეს, ის საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრია და ზვიად ძიძიგურის პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიით მიიღო.
ქუთაისის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა ხმათა 39,64% დააგროვა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიგი წერეთელმა - 36,21%.
აღნიშნულ ოლქში 43 უბნიდან დათვლილია 24 უბნის შედეგები. რაც შეეხება ქუთიასის 47-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გენადი მარგველაშვილი 40,29%-ით ლიდერობს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ კი ხმათა 29,17% დააგროვა. აღნიშნულ ოლქში 44 უბნიდან მონაცემები დათვლილია 30 უბანში.
ქუთაისის 48-ე მაჟორიტარულ ოლქში დათლილია 27უბნის მონაცემები 41-დან. წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა დიმიტრი მხეიძემ ხმათა 45,85% დააგროვა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ - 27,65%.
ხონისა და ვანის გაერთიანებულ 54-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ლიდერობს.
54-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 60 უბნიდან დათვლილია 58 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.13%, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ 22.48%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა მელორ ტყეშელაშვილმა 11.95% მიიღო.
ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში 44 უბნის შედეგების თანახმად, მეორე ტურია მოსალოდნელი. ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 46 უბნიდან 44 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთა ხმების 43,97%, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან ბუცხრიკიძემ 27,76 %, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ილია კოკაიამ 19,98%, "უსუფაშვილი - რესპუბლიკელების" მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა კი 2,53% მიიღეს.
საგარეჯოს 23-ე მაჟორიტარულ ოლქში, 46 უბნის შედეგების თანახმად, მეორე ტურია მოსალოდნელი. აღნიშნულ ოლქში ამ დროისთვის 50 უბნიდან დათვლილია 46 უბნის მონაცემები, რომელის თანახმადაც, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა რომან მუჩიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 46.39%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 25.14%, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა კი 19.89% მიიღო.
თელავი-ყვარელის გაერთიანებულ N27-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა ხმათა 42,09% დააგროვა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი - 34,98%.
ამ დროისთვის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში არსებული 47 უბნიდან დათვლილია 42 უბნის მონაცემები. აღნიშნული შედეგების შენარჩუნების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
მარტვილი - აბაშის გაერთიანუბულ 62 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამ დროისთვის 59 უბნიდან 58 უბნის შედეგებია დათვლილი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია 51.24%-ით ლიდერობს.
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ამ დროის მონაცემებით, აღნიშნულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ გოროზიამ ამომრჩეველთა ხმების 31,91%, "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე გამსახურდიამ 6.74%, "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირინა თოფურიამ 3.16%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატმა დავით თოფურიამ კი 6,11 % მიიღო.
ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ლიდერობს. აღნიშნულ ოლქში სულ 49 უბანია, საიდანაც ამ დროისთვის 22 უბნის მონაცემებია დათვლილი. ამ მონაცემებით, არჩილ თალაკვაძე არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. მას 54,52 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატრი დავით მჟავანაძე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, მხარი 19, 48 %-მა დაუჭირა.
6,89 % აქვს "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატ თეიმურაზ სალუქვაძეს, 6,1 % - "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატ შოთა გოგიბერიძეს, ხოლო 6,09 % - "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატ ავთანდილ ჩხაიძეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში, 49 უბნიდან 14 უბნის შედეგები დათვალა, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილს 50,08 %-ით "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია იკავებს.
მეორე ადგილზე - 43,02 %-ით არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სანდრა რულოვსი. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმების 3,23 % მიიღო "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ირაკლი ჩანგელიამ, 2,92 % კი - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატმა.
ახალციხის 44-ე მაჟორიტარულ ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა 44.7%, ხოლო "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ 37.79% მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენებს, ამ დროის მონაცემებით, აღნიშულ ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ნუგზარ პარუნაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 6.65%, "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა გოგოლაძემ 3.61% მიიღეს. 44-ე მაჟორიტარულ ოლქში 53 უბნიდან დათვლილია 22 უბნის მონაცემები.
მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური სავარაუდოდ 2 ნოემბერამდე ჩატარდება, - ამის შესახებ " ინტერპრესნიუსს" მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განუცხადა.
"N35 მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში ხმების 56% " ქართული ოცნების" კანდიდატმა რუსლან გაჯიევმა მიიღო, ხოლო 36%" ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აზერ სულეიმანოვმა. რაც შეეხება N36-ე მაჟორიტარულ ოლქს, ვინაიდან ვერც ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი, აქ ამომრჩეველთა ხმების 47 % „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა მიიღო, 43% კი " ქართული ოცნების" კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა, ამიტომ აქ არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 2 ნოემბერამდე ჩატარდება", - განაცხადა იაკობ ასანიძემ.
მისივე თქმით, საოლქოში საჩივრების შეტანის ბოლო ვადა 10 ოქტომბრის 18 საათამდეა, ამ დროისთვის კი 15 საჩივარია შესული.
"ერთ-ერთი არასამთავრობო ითხოვს ახმედ იმამკულიევის როგორც კანდიდატის მოხსნას, არის საჩივრები 84-ე და მე-7 უბნის შედეგების გაბათილების მოთხოვნით დაწერილი, რაც შეეხება 48-ე უბანს, საჩივრები ჯერ არ შემოსულა", - განაცხადა მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ.