პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შედეგით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობისა" და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა
რა შედეგით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობისა" და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა

ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის თა­მარ ჟვა­ნი­ა­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. თა­მარ ჟვა­ნია, მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი შა­რა­ბი­ძეს­თან ერ­თად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს - გიგა ბო­კე­რი­ას, და­ვით ბაქ­რა­ძე­სა და ნიკა მე­ლი­ას და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და. რო­გორც ენმ-ის ლი­დე­რებ­მა შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან კონ­კრე­ტუ­ლი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ვერ მო­ხერ­ხდა.

"სამ­წუ­ხა­როდ, რა­ი­მე სი­ურპრი­ზი არ მომ­ხდა­რა. აზრი არ აქვს აქ სა­უ­ბარს. ეს ინ­სტი­ტუ­ტი და ეს ხალ­ხი პო­ლი­ტი­კუ­რად იმ­დე­ნად და­მო­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ ვერ შეძ­ლე­ბენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას. რო­დე­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, მათი თქმით, აიგ­ნო­რებს მათ თხოვ­ნებს, რომ და­იც­ვან უბ­ნე­ბი, მათ არა­ფე­რი არ შე­უძ­ლი­ათ, გარ­და ზო­გა­დი მო­წო­დე­ბი­სა, რომ და­იც­ვან წეს­რი­გი",- გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ასე­ვე ნიკა მე­ლი­ამ. მისი თქმით, ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წყვეტს და ამი­ტომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" საქ­მე მას­თან აქვს.

"ჩვენს თავ­თან რომ ვი­ყოთ მარ­თლე­ბი, ეს შეხ­ვედ­რა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ აქ უნდა მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, რათა ხვალ, ზეგ და მა­ზეგ ჩვენ ვი­ღა­ცამ არ გვი­თხრას, იქ­ნებ მი­სუ­ლი­ყა­ვით, იქ­ნებ რას გე­უბ­ნე­ბო­დათ ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი?! ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა ვე­რა­ფე­რი ვერ გვი­თხრა, იმი­ტომ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არც ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი წყვეტს არა­ფერს, არც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, არც შს მი­ნის­ტრი, არც სხვა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და ბა­ტო­ნე­ბი. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფერს წყვეტს ერთი ბა­ტო­ნი, ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ჩვენ მას­თან გვაქვს საქ­მე", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის მი­მართ დას­მულ კი­თხვებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­მა პა­სუ­ხე­ბი ვერ მი­ი­ღეს. "ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა ამ ქვეყ­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლის გა­მარ­ჯვე­ბით", - დას­ძი­ნა ნიკა მე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა შედეგით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობისა" და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა

რა შედეგით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობისა" და ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა

ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრა დასრულდა. თამარ ჟვანია, მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს - გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძესა და ნიკა მელიას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა. როგორც ენმ-ის ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ცესკოს თავმჯდომარესთან კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

"სამწუხაროდ, რაიმე სიურპრიზი არ მომხდარა. აზრი არ აქვს აქ საუბარს. ეს ინსტიტუტი და ეს ხალხი პოლიტიკურად იმდენად დამონებულ მდგომარეობაშია, რომ ვერ შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი თქმით, აიგნორებს მათ თხოვნებს, რომ დაიცვან უბნები, მათ არაფერი არ შეუძლიათ, გარდა ზოგადი მოწოდებისა, რომ დაიცვან წესრიგი",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ასევე ნიკა მელიამ. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს და ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობას" საქმე მასთან აქვს.

"ჩვენს თავთან რომ ვიყოთ მართლები, ეს შეხვედრა იყო აუცილებელი. ჩვენ აქ უნდა მოვსულიყავით, რათა ხვალ, ზეგ და მაზეგ ჩვენ ვიღაცამ არ გვითხრას, იქნებ მისულიყავით, იქნებ რას გეუბნებოდათ ქალბატონი თამარი?! ქალბატონმა თამარმა ვერაფერი ვერ გვითხრა, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არც ქალბატონი თამარი წყვეტს არაფერს, არც გიორგი კვირიკაშვილი, არც შს მინისტრი, არც სხვა ქალბატონები და ბატონები. ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს ერთი ბატონი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ მასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ცესკოს თავმჯდომარის მიმართ დასმულ კითხვებზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა პასუხები ვერ მიიღეს. "ეს ყველაფერი დამთავრდება ამ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გამარჯვებით", - დასძინა ნიკა მელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."