პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო ინფორმაცია ცესკოდან, სადაც "ნაციონალები" გამაფრთხილებელ აქციას მართავენ
ბოლო ინფორმაცია ცესკოდან, სადაც "ნაციონალები" გამაფრთხილებელ აქციას მართავენ

ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნაა შე­წყდეს ძა­ლა­დო­ბა და სცენ პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არ­ჩე­ვანს, ხოლო ცეს­კოს­გან მო­ვი­თხოვთ შე­წყდეს ამ ძა­ლა­დო­ბის ხელ­შე­წყო­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა გოგა ონი­ან­მა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან გა­მარ­თულ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ აქ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გოგა ონი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა მო­გე­ბულ უბან­ზე ხდე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის და სხვა­დას­ხვა წევ­რე­ბის მიერ რა­ი­ო­ნე­ბი­სა და უბ­ნე­ბის დარ­ბე­ვა და ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ამას­თან, ონი­ა­ნის თქმით, ყვე­ლა მსგავ­სი დარ­ბე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სწო­რედ იმ უბ­ნებ­ში, სა­დაც "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა სხვა პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე.

"დი­ლი­დან­ვე და­ვი­ნა­ხეთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" არ­ჩე­ვა­ნი იყო ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ძა­ლა­დო­ბა და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა. ბო­ლოს ხმე­ბის დათ­ვლის დროს ყვე­ლა მო­გე­ბულ უბან­ზე მო­იყ­ვა­ნეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი და სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებ­სა და უბ­ნებ­ში ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნაა შე­წყდეს ძა­ლა­დო­ბა და სცენ პა­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არ­ჩე­ვანს. ცეს­კოს­გან კი მო­ვი­თხოვთ, შე­წყდეს ამ ძა­ლა­დო­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ეს ხელ­შე­წყო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ამ დრომ­დე არ აქვს ცეს­კოს დათ­ვლი­ლი და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ის უბ­ნე­ბი და ის რა­ი­ო­ნე­ბი, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" 100:0 მო­უ­გო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გოგა ონი­ან­მა.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის თქმით კი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "მო­ნურ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ" გა­მო­ა­ცხა­და სწო­რედ ის შე­დე­გე­ბი და ის რე­ზულ­ტა­ტი, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და.

"ამ ფონ­ზე ცეს­კოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­მო­დის და ჭი­კარ­ტე­ბით კე­დელ­ზე მი­წე­ბე­ბუ­ლი ოქ­მე­ბის ამა­რა და ქა­ღალ­დზე და­წე­რილ რა­ღაც რე­ზულ­ტატს აქ­ვეყ­ნებს, იმას, რაც ბი­ძი­ნამ უნდა გა­ი­გო­ნოს და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­უბ­რობს, რომ კარ­გად ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი. ეს ცი­ნიზ­მია და სხვა მეტი არა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ცეს­კოს­თან იმარ­თე­ბა, შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. ცეს­კოს პე­რი­მეტრზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ტა­ნი­ლი აქვთ დი­ნა­მი­კე­ბი, სა­დაც გა­მომ­სვლე­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ მათ მხარ­დამ­ჭე­რებს. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არჩვნო კო­მი­სი­ის შე­სას­ვლე­ლებ­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია, ასე­ვე გან­ლა­გე­ბუ­ლია რკი­ნის ბა­რი­ე­რე­ბი.

ბოლო ინფორმაცია ცესკოდან, სადაც "ნაციონალები" გამაფრთხილებელ აქციას მართავენ

ბოლო ინფორმაცია ცესკოდან, სადაც "ნაციონალები" გამაფრთხილებელ აქციას მართავენ

ჩვენი პირველი მოთხოვნაა შეწყდეს ძალადობა და სცენ პატივი საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, ხოლო ცესკოსგან მოვითხოვთ შეწყდეს ამ ძალადობის ხელშეწყობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოგა ონიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ გამაფრთხილებელ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოგა ონიანმა აღნიშნა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ყველა მოგებულ უბანზე ხდება კრიმინალური ჯგუფების და სხვადასხვა წევრების მიერ რაიონებისა და უბნების დარბევა და ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, ონიანის თქმით, ყველა მსგავსი დარბევა ხორციელდება სწორედ იმ უბნებში, სადაც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდი უპირატესობით გამარჯვება მოიპოვა სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე.

"დილიდანვე დავინახეთ, რომ "ქართული ოცნების" არჩევანი იყო ფიზიკური დაპირისპირება, ძალადობა და არჩევნების გაყალბება. ბოლოს ხმების დათვლის დროს ყველა მოგებულ უბანზე მოიყვანეს კრიმინალური ჯგუფები და სხვადასხვა რაიონებსა და უბნებში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენი პირველი მოთხოვნაა შეწყდეს ძალადობა და სცენ პატივი საქართველოს მოქალაქეების არჩევანს. ცესკოსგან კი მოვითხოვთ, შეწყდეს ამ ძალადობის ხელშეწყობა. ეს ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ ამ დრომდე არ აქვს ცესკოს დათვლილი და გამოქვეყნებული ის უბნები და ის რაიონები, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 100:0 მოუგო "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გოგა ონიანმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილის "მონურმა ტელევიზიამ" გამოაცხადა სწორედ ის შედეგები და ის რეზულტატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესიამოვნებოდა.

"ამ ფონზე ცესკოს ხელმძღვანელი გამოდის და ჭიკარტებით კედელზე მიწებებული ოქმების ამარა და ქაღალდზე დაწერილ რაღაც რეზულტატს აქვეყნებს, იმას, რაც ბიძინამ უნდა გაიგონოს და ამის პარალელურად ქვეყნის მთავარი ხელმძღვანელი საუბრობს, რომ კარგად ჩატარდა არჩევნები. ეს ცინიზმია და სხვა მეტი არაფერი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამაფრთხილებელ აქციაზე, რომელიც ცესკოსთან იმართება, შეკრებილები არიან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. ცესკოს პერიმეტრზე აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ დინამიკები, სადაც გამომსვლელები მიმართავენ მათ მხარდამჭერებს. ცენტრალური საარჩვნო კომისიის შესასვლელებთან მობილიზებულია პოლიცია, ასევე განლაგებულია რკინის ბარიერები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."