04:00 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 51.8%, "ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 25.27% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 1152 აქვს დათვლილი, რაც უბნების 31.12%-ია.
1152 უბანზე დათვლილი შედეგების თანახმად, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ" - ხმათა 4.84% მიიღო, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" – 3.92%, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 3.71%, "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" 3.2%, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2.99% "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 1.44%, "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" - ამომრჩეველთა 0.93% მხარდაჭერა მიიღო.