"მთვრალებმა გამოაძევეს კომისიის წევრები, დალეწეს ინვენტარი..." - ცესკოს ინფორმაცია ზუგდიდის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარ დაპირისპირებაზე

"მთვრალებმა გამოაძევეს კომისიის წევრები, დალეწეს ინვენტარი..." - ცესკოს ინფორმაცია ზუგდიდის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარ დაპირისპირებაზე

ზუგდიდის 79-ე და 108-ე უბნებში ხმის დათვლის პროცესი არ მიმდინარეობს. ცესკოს სპიკერმა თამარ ჟვანიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ამ უბნებზე სერიოზული ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"როგორც 79-ე, ასევე 108-ე უბნიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ნასვამი უცხო პირები, რომელთა ვინაობაც ჩვენთვის ცობილი არ არის, შევარდნენ უბანში, იქიდან გამოაძევეს კომისიის წევრები, დალეწეს ინვენტარი, დაარბიეს უბანი, ყველა საშუალება, რომ ხმის დათვლის პროცესი გაგრძელებულიყო, ფაქტობრივად ამ ორ უბანზე არ არსებობს", - განაცხადა თამარ ჟვანიამ და დასძინა, რომ მომხდართან დაკავშირებით ცესკომ საქმის კურსში ჩააყენა შსს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."