"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე სამართალდამცველებს მოუწოდებს, ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარღვევაში მონაწილე პირები უმკაცრესად დასაჯოს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ჯერჯერობით იდენტიფიცირებულები არ არიან და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათი იდენტიფიცირება დროულად მოხდეს. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ნებისმიერ ძალადობას გმობს.
"მოვუწოდებ სამართალდამცველებს მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ბოლო ინფორმაციით, არ არიან იდენტიფიცირებულები ის პირები, რომლებიც დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებს. უნდა მოხდეს ამ პირების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება. ჩვენი პოლიტიკური ძალა გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდ ვითარებაში და არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცედურაც წარიმართოს მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა კალაძემ.