სამარცხვინო ადამიანი ხარ!- ასე მიმართა ქეთი დოლიძემ ასმათ ტყაბლაძეს პირდაპირ ეთერში, არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების განხილვისას.
"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა, ასმათ ტყაბლაძემ ეგზიტპოლების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ 30% არ არის გამოკითხული. ტყაბალაძემ "ოცნება" ტყუილ დაპირებებში დაადანაშაულა.
ქეთი დოლიძემ კი წამყვანთან ასმათ ტყაბალაძესთან დებატებში მიწვევა გააპროტესტა და კოლეგას სამარცხვინო ადამიანი უწოდა.
8 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემების განხილვა პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ქეთი დოლიძემ ასმათ ტყაბლაძეს უნიჭო მსახიობი და არარაობა უწოდა.
"მსახიობად შენ არ ვარგიხარ, ადამიანად შენ არ ვარგიხარ. რესტორნებით ხარ სავსე...სამი რესტორანი გაქვს...
ამის პასუხად კი ტყაბლაძემ დოლიძეს "აფერისტკა" და მატყუარა უწოდა.
"უსინდისო, არარაობა ... აფერისტკა" - მწვავე დაპირისპირება ქეთი დოლიძესა და ასმათ ტყაბლაძეს შორის პირდაპირ ეთერში