მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ეგზიტპოლის შედეგებზე - "მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა"
მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ეგზიტპოლის შედეგებზე - "მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა"

შე­მო­სუ­ლი ოქ­მე­ბით, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ამ მო­მენ­ტის­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ლი­დე­რობს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­კაშ­ვილ­მა ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ახლა კო­მი­სი­ებ­შია სა­მუ­შაო "ძა­ლი­ან მაგ­რად", რათა ხმე­ბის დაც­ვა მოხ­დეს.

"რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რომ ფა­შის­ტუ­რი, ე.წ. პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი ბა­რი­ერს ვერ ლა­ხავს. ამ მო­მენ­ტში, პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით გან­სხვა­ვე­ბა მან­და­ტებს შო­რის ორ დარ­ჩე­ნილ პარ­ტი­ას შო­რის - "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შო­რის, არის სულ რამ­დე­ნი­მე მან­და­ტი და შე­მო­სუ­ლი ოქ­მე­ბით, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ამ მო­მენ­ტის­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ლი­დე­რობს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ახლა კო­მი­სი­ებ­ში უნდა ვი­მუ­შა­ოთ ძა­ლი­ან მაგ­რად. არა­ვინ არ უნდა მი­ა­ტო­ვოს პოს­ტი კო­მი­სი­ებ­ში, მი­თუ­მე­ტეს, უნდა გვეს­მო­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი წინ გვაქვს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახლა თი­თო­ე­უ­ლი მან­და­ტის დაც­ვა იმი­ტომ, რომ სი­ტუ­ა­ცია, რაც თა­ვი­დან გა­მოჩ­ნდა, არ არის ზუს­ტი. აშ­კა­რად, ყო­ველ­წუ­თი­ე­რად იც­ვლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ, ამი­ტომ ახლა, რო­გორც არას­დროს სა­ჭი­როა, რომ არა­თუ ვინ­მემ ხე­ლე­ბი ჩა­მო­უშ­ვას, არა­მედ ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე. ყო­ვე­ლი ოქმი უნდა იყოს და­ცუ­ლი და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ბევ­რად უკე­თეს შე­დეგს მი­ვი­ღებთ, ვიდ­რე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. აბა თქვენ იცით, ვა­დევ­ნებ თვალს სი­ტუ­ა­ცი­ას და მე თვი­თო­ნაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ­დენ ოლ­ქში გვაქვს უპი­რა­ტე­სო­ბა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მო­ეშ­ვათ. თქვენს იმედ­ზე ვარ", - მი­მარ­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს.

იხი­ლეთ: სა­ა­კაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა მხარ­დამ­ჭე­რებს ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ეგზიტპოლის შედეგებზე - "მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა"

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ეგზიტპოლის შედეგებზე - "მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა"

შემოსული ოქმებით, მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ახლა კომისიებშია სამუშაო "ძალიან მაგრად", რათა ხმების დაცვა მოხდეს.

"რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ფაშისტური, ე.წ. პატრიოტთა ალიანსი ბარიერს ვერ ლახავს. ამ მომენტში, პროპორციული სიით განსხვავება მანდატებს შორის ორ დარჩენილ პარტიას შორის - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" შორის, არის სულ რამდენიმე მანდატი და შემოსული ოქმებით, მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კომისიებში უნდა ვიმუშაოთ ძალიან მაგრად. არავინ არ უნდა მიატოვოს პოსტი კომისიებში, მითუმეტეს, უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი წინ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეული მანდატის დაცვა იმიტომ, რომ სიტუაცია, რაც თავიდან გამოჩნდა, არ არის ზუსტი. აშკარად, ყოველწუთიერად იცვლება უკეთესობისკენ, ამიტომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა, რომ არათუ ვინმემ ხელები ჩამოუშვას, არამედ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ყოველი ოქმი უნდა იყოს დაცული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე წარმოგვედგინა. აბა თქვენ იცით, ვადევნებ თვალს სიტუაციას და მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა. არავითარ შემთხვევაში არ მოეშვათ. თქვენს იმედზე ვარ", - მიმართა სააკაშვილმა თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს.

იხილეთ: სააკაშვილის პირველი ვიდეომიმართვა მხარდამჭერებს ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."