TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, ზუგდიდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლიდერობს. ეგზიტპოლის მიხედვით, ედიშერ თოლორაიამ ხმების 58.4% დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" - სანდრა რულოვსმა 34.5%.
TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, "მაესტრო", "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია "გორბიმ" შეასრულა.
შეგახსენებთ, TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად ამომრჩეველთა 53.8% "ქართული ოცნებას" უჭერს მხარს, ხოლო 19.5% - "ნაციონალური მოძრაობას". TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია" 5%-ით.