პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან ეგზიტპოლის პირველად შედეგებს "ფეისბუქზე"
როგორ ეხმაურებიან ეგზიტპოლის პირველად შედეგებს "ფეისბუქზე"

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა დღეს მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი აირ­ჩია. ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 20:00 სა­ათ­ზე და­ი­ხუ­რა.

ცეს­კო-ს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­სა" და "რუს­თა­ვი ს"-ის დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი იხი­ლა. "იმედ­მა" კვლე­ვა კომ­პა­ნია TNS opinion-ს და­უკ­ვე­თა, ხოლო "რუს­თა­ვი 2"-მა კომ­პა­ნია GFK-ს.

"იმე­დის" დაკ­ვე­თი­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის მი­ხედ­ვით, ამომ­რჩე­ველ­თა 53.8% "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას" უჭერს მხარს, ხოლო 19.5% - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას". TNS-ის ეგ­ზიტ­პო­ლის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით , მე­სა­მე პარ­ტია, რო­მე­ლიც ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს, "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სია" 5%-ით.

რაც შე­ე­ხე­ბა რუს­თა­ვი 2-ის ეგ­ზიტ­პო­ლის პირ­ვე­ლად შე­დე­გებს, ასე­თია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - 39,9%

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 32,74%

სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ირმა ინაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს

პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია" - 5.76%

ეგ­ზიტ­პო­ლის პირ­ვე­ლად შე­დე­გებს უკვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე"

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში არ იქ­ნე­ბა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, სა­მა­გი­ე­რე­ოდ იქ­ნე­ბა ირმა ინაშ­ვი­ლი. არ იქ­ნე­ბა თინა ხი­და­შე­ლი, იქ­ნე­ბა ადა მარ­შა­ნია. არ იქ­ნე­ბა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, იქ­ნე­ბა ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი... აი, ესა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი!

ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი, CIDA:

ვი­საც ინაშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე­კა­ცი­ა­ნი გუნ­დი პარ­ლა­მენ­ტში, მ მ ა რ თ ვ ე ლ ი თო­ფა­ძის/ჯაჭვლი­ა­ნის/მე­ჭი­ა­რი­ის... გუნ­დზე სა­ში­ში ჰგო­ნია პირ­ვე­ლებ­მა იმათ მეს­რო­ლეთ... მე სხვა სა­ნერ­ვი­უ­ლო­ებს უფრო ვხე­დავ:

1. რის­კი, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი, მა­ჟო­ტი­ა­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს და ოპო­ზი­ცია უფრო სუს­ტად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი;

2. რის­კი, რომ ალა­სა­ნია-თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი და რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი ვერ გა­და­ლა­ხა­ვენ ბა­რი­ერს, რაც პრო­და­სავ­ლურ ფლანგს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­სუს­ტებს პარ­ლა­მენ­ტში...

ნიკა გვა­რა­მია, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

ვინ რას ზე­ი­მობს, არ ვიცი (მახ­სოვს ნარ­მა­ნი­ას შამ­პა­ნურ­ში ბა­ნა­ო­ბა იმე­დის ეგ­ზიტ­პო­ლის შემ­დეგ), მაგ­რამ ვინ და­ა­კომ­პლექ­ტებს მთავ­რო­ბას, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გა­და­წყვეტს, ანუ, მე­ო­რე ტუ­რე­ბი.

თუ სამი პარ­ტია გა­დის ჩვე­ნი ეგ­ზიტ­პო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (იმე­დი­სას არც ვი­ხი­ლავ, შუა დღე­ზე იყო უკვე ცნო­ბი­ლი, რომ ამ ციფ­რებს აქ­ვეყ­ნებ­დნენ):

ოც­ნე­ბა - 39 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი

ენმ - 32 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი

პატ­რი­ო­ტე­ბი - 6 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი

თუ 4 პარ­ტია გა­დის:

ოც­ნე­ბა - 36 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი

ენმ - 29 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი

პატ­რი­ო­ტე­ბი და ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი - 6-6 პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტი.

ეკა ბე­სე­ლია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"

გი­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლო! ჩემი სა­ქარ­თვე­ლო აქ არის !!!

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე:

ინაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტი­დან თუ დაგ­ვაჯ­დე­ბა, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ოლი­გარ­ქმაც ამის­თვის. მაგ­რამ უთავ­მოყ­ვა­რეო ხალ­ხი რომ ვართ და გა­ნათ­ლე­ბის ნუ­ლო­ვა­ნი დო­ნეა ქვე­ყა­ნა­ში - ეს არის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. ნა­ოც­ნე­ბა­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძის სი­მაღ­ლე­ზე ვართ სა­ხელ­მწი­ფო აზ­როვ­ნე­ბა­ში, და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ზე ვდგა­ვართ, ამი­ტომ ვგრძნობთ თავს კარ­გად ფა­შის­ტებ­ში. ფა­შის­ტე­ბიც კი ინაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი გო­ი­მე­ბი გვყავს, ამა­შიც ვერ ვქა­ჩავთ.

გია ნო­დია, ექ­სპერ­ტი:

რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მომ­ხრე­ე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლობ­ზე დე­ბენ თავს, მაგ­რამ, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, სწო­რედ ეს თვი­სე­ბა აკ­ლი­ათ.

რა დიდი "აი­ქიუ"უნდა იმის გათ­ვლას, რომ ამ პარ­ტი­ის­თვის ხმის მი­ცე­მა და არ­ჩევ­ნებ­ზე არ­წას­ვლა ფუნ­ქცი­უ­რად ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბია?

თავ­დე­მე­ბის, ბურ­ჭუ­ლა­ძის, ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის მომ­ხრე­ებ­ზე ეს არ ით­ქმის: მათ ჰქონ­დათ შან­სი და შე­და­რე­ბით ცოტა და­აკ­ლდათ. წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლიდ­ნენ, რომ ხუთ პრო­ცენტს ვერ გა­ქა­ჩავ­დნენ. რე­პუბ­ლი­კე­ლებს კი შან­სის ნა­ტა­მა­ლიც არ ჰქონ­დათ და ეს მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ცხა­დი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მათ­თვის ხმის მი­ცე­მის ერ­თა­დერ­თი მო­ტი­ვია "აი რა კაი ტიპი ვარ" გრძნო­ბა.

ეკა კვე­სი­ტა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

ყვე­ლას ვინც არ­ჩევ­ნებ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად არ მი­ვი­და და ან მი­ვი­და და ყვე­ლა გა­და­ხა­ზა - არის ყვე­ლა­ზე უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ხალ­ხი, რო­მე­ლიც სწო­რედ რომ პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის მეტს არა­ფერს იმ­სა­ხუ­რებს.

ნინო ადა­მაშ­ვი­ლი, "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის":

აბა რა ეგო­ნა უსუ­ფას?

მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა":

გი­ლო­ცავ ჩემო ქვე­ყა­ნა! ჩემო მე­გობ­რე­ბო, ღირ­სე­ულ გა­მარ­ჯვე­ბას! ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სწორ გზა­ზე დგას და ეს გზა უც­ვლე­ლია, წინსვლის, აღმშე­ნებ­ლო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის გზაა და აწი, ვე­ღა­რა­ვინ დაგ­ვაბ­რუ­ნებს უკან! ჩვენ ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვეთ!

სერ­გი კა­პა­ნა­ძე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":

ე.ი. ეგ­ზიტ პო­ლე­ბის შე­დე­გად გა­მოჩ­ნდა შემ­დე­გი:

1. ოც­ნე­ბამ მი­ი­ღო უფრო ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე ჩვენ 2012 -ში.

2. ეს არ არის საკ­მა­რი­სი, რომ მთავ­რო­ბა და­ა­კომ­პლექ­ტოს.

3. იქ­ნე­ბა უამ­რა­ვი მე­ო­რე ტური (მე მგო­ნია, რომ მი­ნი­მუმ 65, შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც)

4. ამ ეგ­ზიტ პოლ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 პრო­ცენ­ტმა უარი თქვა პა­სუხზე. ეს ხმე­ბი უფრო ჩვენ­სკენ წა­მო­ვა.

შე­დე­გად, ახლა დამ­ჯდა­რი 39-32, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შემ­ცირ­დე­ბა, ხოლო მე­ო­რე ტუ­რებ­ში იქ­ნე­ბა დიდი ბრძო­ლა.

აქვე, უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, რომ პრო-და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბი ვერ ლა­ხა­ვენ ბა­რი­ერს. იმე­დი მაქვს, ესეც შე­იც­ვლე­ბა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ახლა მთა­ვა­რია, ჩვენ­მა კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა და დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა, ასე­ვე სხვა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან ხმე­ბი.

ჯერ სულ ესაა. და­ნარ­ჩენს ცოტა ცან­ში გაც­ნო­ბებთ.

და­რე­ჯან მე­ფა­რიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

რეს­პე­ბი და­უბ­რუნ­დნენ ემ­ბრი­ო­ნის წინა მდგო­მა­რე­ო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ ეხმაურებიან ეგზიტპოლის პირველად შედეგებს "ფეისბუქზე"

როგორ ეხმაურებიან ეგზიტპოლის პირველად შედეგებს "ფეისბუქზე"

ქართველმა ხალხმა დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტი აირჩია. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე საზოგადოებამ ტელეკომპანია "იმედისა" და "რუსთავი ს"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები იხილა. "იმედმა" კვლევა კომპანია TNS opinion-ს დაუკვეთა, ხოლო "რუსთავი 2"-მა კომპანია GFK-ს.

"იმედის" დაკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 53.8% "ქართული ოცნებას" უჭერს მხარს, ხოლო 19.5% - "ნაციონალური მოძრაობას". TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია" 5%-ით.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის პირველად შედეგებს, ასეთია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 39,9%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 32,74%

საარჩევნო ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს

პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" - 5.76%

ეგზიტპოლის პირველად შედეგებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები "ფეისბუქზე"

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

მომავალ პარლამენტში არ იქნება დავით უსუფაშვილი, სამაგიერეოდ იქნება ირმა ინაშვილი. არ იქნება თინა ხიდაშელი, იქნება ადა მარშანია. არ იქნება ლევან ბერძენიშვილი, იქნება ემზარ კვიციანი... აი, ესა საქართველოს არჩევანი!

ზვიად დევდარიანი, CIDA:

ვისაც ინაშვილის რამდენიმეკაციანი გუნდი პარლამენტში, მ მ ა რ თ ვ ე ლ ი თოფაძის/ჯაჭვლიანის/მეჭიარიის... გუნდზე საშიში ჰგონია პირველებმა იმათ მესროლეთ... მე სხვა სანერვიულოებს უფრო ვხედავ:

1. რისკი, რომ მმართველი გუნდი, მაჟოტიარებით მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებს და ოპოზიცია უფრო სუსტად იქნება წარმოდგენილი;

2. რისკი, რომ ალასანია-თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ გადალახავენ ბარიერს, რაც პროდასავლურ ფლანგს მნიშვნელოვნად დაასუსტებს პარლამენტში...

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

ვინ რას ზეიმობს, არ ვიცი (მახსოვს ნარმანიას შამპანურში ბანაობა იმედის ეგზიტპოლის შემდეგ), მაგრამ ვინ დააკომპლექტებს მთავრობას, მაჟორიტარული არჩევნები გადაწყვეტს, ანუ, მეორე ტურები.

თუ სამი პარტია გადის ჩვენი ეგზიტპოლის გათვალისწინებით (იმედისას არც ვიხილავ, შუა დღეზე იყო უკვე ცნობილი, რომ ამ ციფრებს აქვეყნებდნენ):

ოცნება - 39 პროპორციული მანდატი

ენმ - 32 პროპორციული მანდატი

პატრიოტები - 6 პროპორციული მანდატი

თუ 4 პარტია გადის:

ოცნება - 36 პროპორციული მანდატი

ენმ - 29 პროპორციული მანდატი

პატრიოტები და ლეიბორისტები - 6-6 პროპორციული მანდატი.

ეკა ბესელია, "ქართული ოცნება"

გილოცავ საქართველო! ჩემი საქართველო აქ არის !!!

ირაკლი კაკაბაძე:

ინაშვილი პარლამენტიდან თუ დაგვაჯდება, არ გამიკვირდება, რადგან ყველაფერი გააკეთა ოლიგარქმაც ამისთვის. მაგრამ უთავმოყვარეო ხალხი რომ ვართ და განათლების ნულოვანი დონეა ქვეყანაში - ეს არის მთავარი პრობლემა. ნაოცნებარი თამარ სანიკიძის სიმაღლეზე ვართ სახელმწიფო აზროვნებაში, დაწყებითი განათლების საფეხურეზე ვდგავართ, ამიტომ ვგრძნობთ თავს კარგად ფაშისტებში. ფაშისტებიც კი ინაშვილისნაირი გოიმები გვყავს, ამაშიც ვერ ვქაჩავთ.

გია ნოდია, ექსპერტი:

რესპუბლიკელების მომხრეები რაციონალობზე დებენ თავს, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, სწორედ ეს თვისება აკლიათ.

რა დიდი "აიქიუ"უნდა იმის გათვლას, რომ ამ პარტიისთვის ხმის მიცემა და არჩევნებზე არწასვლა ფუნქციურად ექვივალენტური ქმედებებია?

თავდემების, ბურჭულაძის, ლეიბორისტების მომხრეებზე ეს არ ითქმის: მათ ჰქონდათ შანსი და შედარებით ცოტა დააკლდათ. წინასწარ ვერ გათვლიდნენ, რომ ხუთ პროცენტს ვერ გაქაჩავდნენ. რეპუბლიკელებს კი შანსის ნატამალიც არ ჰქონდათ და ეს მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო. მათთვის ხმის მიცემის ერთადერთი მოტივია "აი რა კაი ტიპი ვარ" გრძნობა.

ეკა კვესიტაძე, ჟურნალისტი:

ყველას ვინც არჩევნებზე შეგნებულად არ მივიდა და ან მივიდა და ყველა გადახაზა - არის ყველაზე უპასუხისმგებლო ხალხი, რომელიც სწორედ რომ პატრიოტთა ალიანსის მეტს არაფერს იმსახურებს.

ნინო ადამაშვილი, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის":

აბა რა ეგონა უსუფას?

მანანა კობახიძე, "ქართული ოცნება":

გილოცავ ჩემო ქვეყანა! ჩემო მეგობრებო, ღირსეულ გამარჯვებას! ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას და ეს გზა უცვლელია, წინსვლის, აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის გზაა და აწი, ვეღარავინ დაგვაბრუნებს უკან! ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ!

სერგი კაპანაძე, "ნაციონალური მოძრაობა":

ე.ი. ეგზიტ პოლების შედეგად გამოჩნდა შემდეგი:

1. ოცნებამ მიიღო უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვენ 2012 -ში.

2. ეს არ არის საკმარისი, რომ მთავრობა დააკომპლექტოს.

3. იქნება უამრავი მეორე ტური (მე მგონია, რომ მინიმუმ 65, შეიძლება მეტიც)

4. ამ ეგზიტ პოლში დაახლოებით 30 პროცენტმა უარი თქვა პასუხზე. ეს ხმები უფრო ჩვენსკენ წამოვა.

შედეგად, ახლა დამჯდარი 39-32, დარწმუნებული ვარ, რომ შემცირდება, ხოლო მეორე ტურებში იქნება დიდი ბრძოლა.

აქვე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, ზოგადად ქართული დემოკრატიისთვის, რომ პრო-დასავლური ძალები ვერ ლახავენ ბარიერს. იმედი მაქვს, ესეც შეიცვლება.

საბოლოო ჯამში, ახლა მთავარია, ჩვენმა კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა, ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალურად დაიცვან ხმები.

ჯერ სულ ესაა. დანარჩენს ცოტა ცანში გაცნობებთ.

დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:

რესპები დაუბრუნდნენ ემბრიონის წინა მდგომარეობას.

"ვიღაცამ გამოიწერა და ჰგონია ამით გადაურჩება კორონას..." - რა გადაიღო თბილისში თვითმხილველმა

"ჩემი სამივე შვილი ჩვეულებრივად განაგრძობს სკოლაში და ბაღში სიარულს" - რას წერს ამირან გამყრელიძის ვაჟი "ფეისბუქში"

რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ფოტოები, შარჟები და ცნობილების პოსტები