პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს - თქვენ დღეს აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით
ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს - თქვენ დღეს აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით

თქვენ აირ­ჩი­ეთ გე­ნი­ა­ლუ­რი გუნ­დი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, - ასე მი­მარ­თა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან შეკ­რე­ბილ მხარ­დამ­ჭე­რებს.

ივა­ნიშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს "დაბ­ნე­უ­ლი ხალ­ხის ნაც­ვლად დღეს ჭეშ­მა­რი­ტად სა­ხალ­ხო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავს".

"მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და რა თქმა უნდა, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბა და გაგ­რძე­ლე­ბაა 2012 წლის გა­მარ­ჯვე­ბის. 5 წლის წინ და­ვი­წყეთ ჩვენ და გა­ვიხ­სე­ნოთ რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე არ მინ­და გრძე­ლი სი­ტყვა ვთქვა, ძა­ლი­ან მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო დიქ­ტა­ტუ­რის მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო და პატ­რი­არ­ქის სი­ტყვებს თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, უფსკრუ­ლის წი­ნა­შე ვი­დე­ქით, რო­დე­საც ჩვენ პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვე­დით და ჩვენ­მა გუნ­დმა და­ი­წყო აქ­ტი­უ­რო­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად. დღეს სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბით, ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ა­შია.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ბი­ძი­ნა! ბი­ძი­ნა!" - მხარ­დამ­ჭე­რე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი ივა­ნიშ­ვილს ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ

სა­ქარ­თვე­ლოს დღეს ნაც­ვლად გა­უ­გე­ბა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა, ჰყავს ჭეშ­მა­რი­ტად სა­ხალ­ხო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ნაც­ვლად იმ დაბ­ნე­უ­ლი, არე­უ­ლი ხალ­ხი­სა, თქვენ დღეს გყავთ ჭეშ­მა­რი­ტად თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თქვენ გყავთ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით მთავ­რო­ბა, გე­ნი­ა­ლუ­რი ლი­დე­რი, კაცი, რო­მე­ლიც არა­თუ პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე, ზნე­ო­ბა­ზე დებს პრე­ტენ­ზი­ას და აქვს ამის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი.

მე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ თქვენ, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ მინ­და მო­ვე­ფე­რო, ვინც ჩემს აზრს იზი­ა­რებს და არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­უ­ჭი­რა მხა­რი, ისი­ნი არ შემ­ცდა­რან - არა­ფე­რი წა­გი­გი­ათ და არ შემ­ცდარ­ხართ. თქვენ ნამ­დვი­ლად სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიგ­ყავთ ქვე­ყა­ნა. თქვენ დღეს გა­ა­კე­თეთ ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. თქვენ აირ­ჩი­ეთ გე­ნი­ა­ლუ­რი გუნ­დი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით. გარ­წმუ­ნებთ, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა აუ­ცი­ლებ­ლად სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს - თქვენ დღეს აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით

ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს - თქვენ დღეს აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით

თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით, - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

ივანიშვილმა არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს "დაბნეული ხალხის ნაცვლად დღეს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ჰყავს".

"მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" და რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი გამარჯვება აბსოლუტურად ეხმიანება და გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების. 5 წლის წინ დავიწყეთ ჩვენ და გავიხსენოთ როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში. მე არ მინდა გრძელი სიტყვა ვთქვა, ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო და პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა ჩვენს საზოგადოებასა და ქართველ ხალხთან ერთად. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია.

იხილეთ ვიდეო: "ბიძინა! ბიძინა!" - მხარდამჭერების შეძახილები ივანიშვილს ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ

საქართველოს დღეს ნაცვლად გაუგებარი ხელისუფლებისა, ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა, თქვენ დღეს გყავთ ჭეშმარიტად თქვენი საყვარელი ხელისუფლება, თქვენ გყავთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა, გენიალური ლიდერი, კაცი, რომელიც არათუ პატიოსნებაზე, ზნეობაზე დებს პრეტენზიას და აქვს ამის ყველანაირი საფუძველი.

მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ჩვენს საზოგადოებას. განსაკუთრებით მათ მინდა მოვეფერო, ვინც ჩემს აზრს იზიარებს და არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი, ისინი არ შემცდარან - არაფერი წაგიგიათ და არ შემცდარხართ. თქვენ ნამდვილად სწორი მიმართულებით მიგყავთ ქვეყანა. თქვენ დღეს გააკეთეთ ძალიან ღირსეული არჩევანი. თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით. გარწმუნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად სწორი მიმართულებით განვითარდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."