"ნაციონალური მოძრაობის" წევრები "რუსთავი 2" ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებას ოვაციებით შეხვდნენ. პარტიის ოფისში შეკრებილი ლიდერები და მაჟორიტარობის კანდიდატები შედეგების გამოცხადებას ერთად ელოდნენ და GFK-ს შედეგების მიხედვით "ნაციონალური მოძრაობის" 32,74%-ს აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
იხილეთ ვიდეო "ნაციონალების" ოფისიდან: როგორ ზეიმობენ პარტიაში "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგებს
შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-მა ეგზიტპოლის შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით კომპანია GFK-მ ჩაატარა. მისი მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში პარალელური დათვლის შედეგებით ზღვარს მხოლოდ სამი პარტია გადალახავს. შედეგები ასეთია:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 39,9%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 32,74%
საარჩევნო ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" - 5.76%
როგორც "რუსთავი 2" აღნიშნავს, ამ დროისთვის დათვლილია გამოკითხულ ამომრჩეველთა 90%-ის მონაცემები. GFK-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები "ბისიჯიმ" ჩაატარა.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016